-
იეჰოვას დიდი და საოცარი საქმეებიგამოცხადების დიდებული აპოგეა ახლოსაა!
-
-
„ამის შემდეგ გავიხედე და მოწმობის კარვის საწმინდარი გაიღო ცაში. საწმინდრიდან გამოვიდა შვიდი წყლულის მქონე შვიდი ანგელოზი, რომლებსაც სუფთა, მბრწყინავი სელის სამოსელი ეცვათ და მკერდზე ოქროს სარტყლები ერტყათ. ოთხი ცოცხალი არსებიდან ერთ-ერთმა შვიდ ანგელოზს შვიდი ოქროს თასი მისცა, რომლებიც მარადიულად ცოცხალი ღვთის რისხვით იყო სავსე“ (გამოცხადება 15:5—7).
15. რატომ არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ შვიდი ანგელოზი საწმინდრიდან გამოდის?
15 ისრაელის ტაძრის (რომელიც ზეციერის სიმბოლო იყო) წმინდათაწმინდაში, რომელსაც ამ შემთხვევაში საწმინდარი ეწოდება, მხოლოდ მღვდელმთავარს შეეძლო შესვლა (ებრაელები 9:3, 7). ის იმ ზეციერი ადგილის სიმბოლოა, სადაც იეჰოვა იმყოფება, თუმცა ზეცაში მღვდელმთავარ იესო ქრისტეს გარდა, იეჰოვას წინაშე წარდგომის უფლება ანგელოზებსაც აქვთ (მათე 18:10; ებრაელები 9:24—26). ამიტომ გასაკვირი არაა, რომ შვიდი ანგელოზი ზეციერი საწმინდრიდან გამოდის. ისინი უშუალოდ იეჰოვასგან იღებენ დავალებას, რომ ღვთის რისხვით სავსე თასები გადმოღვარონ (გამოცხადება 16:1).
-
-
იეჰოვას დიდი და საოცარი საქმეებიგამოცხადების დიდებული აპოგეა ახლოსაა!
-
-
იეჰოვა თავის საწმინდარშია
17. რას გვეუბნება იოანე საწმინდრის შესახებ და რითი გვაგონებს ეს ძველი ისრაელის საწმინდარს?
17 ამ ხილვის დასასრულს იოანე გვეუბნება: „ღვთის დიდებისა და ძლიერებისგან საწმინდარი კვამლით აივსო და არავის შეეძლო საწმინდარში შესვლა, სანამ შვიდი ანგელოზის შვიდი წყლული არ დასრულდა“ (გამოცხადება 15:8). ძველ ისრაელში ზოგჯერ ღრუბელი ფარავდა საწმინდარს. იეჰოვას დიდების ეს ხილული მოწმობა მღვდლებს იქ შესვლის საშუალებას არ აძლევდა (1 მეფეები 8:10, 11; 2 მატიანე 5:13, 14; შეადარეთ ესაიას 6:4, 5). იმ დროს იეჰოვა განსაკუთრებული სახით ერეოდა დედამიწაზე მიმდინარე მოვლენებში.
18. როდის დაბრუნდება შვიდი ანგელოზი იეჰოვასთან ანგარიშის ჩასაბარებლად?
18 იეჰოვა დღეს გულგრილად არ უყურებს დედამიწაზე მიმდინარე მოვლენებს. მას სურს, რომ შვიდმა ანგელოზმა ბოლომდე შეასრულოს მიღებული დავალება. აი როგორ არის აღწერილი ფსალმუნის 11:4—6-ში, თუ რით დამთავრდება სასამართლო: „იეჰოვა თავის წმინდა ტაძარშია; ზეცაშია იეჰოვა თავის ტახტზე. ხედავს მისი თვალი, მისი მბრწყინავი თვალები ამოწმებენ ადამიანთა ძეებს. იეჰოვა ამოწმებს მართალსაც და ბოროტსაც; ძალადობის მოყვარული სძულს მის სულს. წვიმასავით დაუშვებს მახეებს, ცეცხლსა და გოგირდს ბოროტთა თავზე და მწველ ქარს არგუნებს მათ წილად, როგორც სასმისს“. სანამ შვიდივე თასი არ გადმოიღვრება ბოროტებზე, ეს შვიდი ანგელოზი არ დაბრუნდება იეჰოვასთან.
19. ა) რა ბრძანება ისმის და ვინ გასცემს ამ ბრძანებას? ბ) როდის უნდა დაწყებულიყო სიმბოლური თასების გადმოღვრა?
19 ისმის მქუხარე ბრძანება: «საწმინდრიდან გავიგონე ძლიერი ხმა, რომელმაც შვიდ ანგელოზს უთხრა: „წადით და ღვთის რისხვის შვიდი თასი დედამიწას გადააღვარეთ“ » (გამოცხადება 16:1). ვინ გასცემს ამ ბრძანებას? როგორც ჩანს, თავად იეჰოვა, რადგან მისი დიდებისა და ძლიერების ბრწყინვალება არავის აძლევს საწმინდარში შესვლის საშუალებას. იეჰოვა თავის სულიერ ტაძარში 1918 წელს მოვიდა სამართლის აღსასრულებლად (მალაქია 3:1—5). როგორც ჩანს, ამის შემდეგ მალევე გასცა ბრძანება, რომ ღვთის რისხვით სავსე თასები გადმოეღვარათ. მართლაც, 1922 წლიდან აქტიურად დაიწყო სიმბოლურ თასებში „მოთავსებული“ განაჩენის გაცხადება. დღეს ეს განაჩენი უფრო და უფრო ხმამაღლა ცხადდება.
-