-
რაც მალე უნდა მოხდესგამოცხადების დიდებული აპოგეა ახლოსაა!
-
-
4. ა) რატომ ამბობდა იოანე, რომ მოსახდენი მალე მოხდებოდა, თუკი მან 1 900 წელზე მეტი ხნის წინათ დაწერა „გამოცხადება“? ბ) რა ადასტურებს, რომ წინასწარმეტყველებები შესრულდება?
4 რატომ ამბობდა იოანე, რომ ეს „მონები“ იხილავდნენ იმას, რაც მალე უნდა მომხდარიყო? ეს სიტყვები ხომ 1 900-ზე მეტი წლის წინათ დაიწერა! იეჰოვას თვალსაზრისით, რომლისთვისაც ათასი წელი „გუშინდელი“ დღესავით არის, 1 900 წელი საკმაოდ მოკლე პერიოდია იმ ათასწლეულებთან შედარებით, რაც ღმერთმა დედამიწის შექმნასა და საცხოვრებლად მომზადებას მოანდომა (ფსალმუნი 90:4). პავლე მოციქული წერდა, რომ ‘მოუთმენლად ელოდა და იმედოვნებდა’ ჯილდოს მიღებას, რაც, როგორც თავად ამბობდა, მალე მოხდებოდა (ფილიპელები 1:20). თუმცა დღეს არაერთი მტკიცება არსებობს იმისა, რომ ყველაფერი, რაც ნაწინასწარმეტყველებია, თავის დროზე შესრულდება. კაცობრიობას დღეს ისე სჭირდება გადარჩენა, როგორც არასდროს, და ეს მხოლოდ ღვთის ხელით არის შესაძლებელი! (ესაია 45:21).
-
-
რაც მალე უნდა მოხდესგამოცხადების დიდებული აპოგეა ახლოსაა!
-
-
11. ა) რატომაა აუცილებელი წინასწარმეტყველური სიტყვების დაცვა? ბ) რა დღის ზღურბლზე ვდგავართ?
11 აუცილებლად უნდა დავიცვათ წინასწარმეტყველური სიტყვები, „რადგან დანიშნული დრო ახლოსაა“. რისთვისაა ეს დრო დანიშნული? „გამოცხადების“ წინასწარმეტყველების შესრულებისა და ღვთის განაჩენის აღსრულებისთვის. მალე ღმერთი და იესო ქრისტე საბოლოო განაჩენს აღასრულებენ სატანის ქვეყნიერებაზე. დედამიწაზე ყოფნისას იესომ თქვა, რომ მხოლოდ მამამისმა იცოდა „იმ დღეზე და საათზე“. იესომ წინასწარ განჭვრიტა, რა საშინელი მოვლენები განვითარდებოდა ჩვენს დროში და თქვა: „ეს თაობა არ შეწყვეტს არსებობას, სანამ ეს ყველაფერი არ მოხდება“. ეს იმას ნიშნავს, რომ ღვთის განაჩენის აღსრულების დღე კარსაა მომდგარი (მარკოზი 13:8, 30—32). აბაკუმის 2:3-ში ნათქვამია: „ეს ხილვა დანიშნული დროისთვისაა, შესრულებისკენ იჩქარის და არ გამტყუნდება; რომც დაყოვნდეს, დაელოდე, რადგან უეჭველად შესრულდება, არ დააგვიანდება“. დიდ გასაჭირში ხსნა იმაზეა დამოკიდებული, დავიცავთ თუ არა ღვთის წინასწარმეტყველურ სიტყვებს (მათე 24:20—22).
-
-
რაც მალე უნდა მოხდესგამოცხადების დიდებული აპოგეა ახლოსაა!
-
-
„იესო ქრისტეს გამოცხადება, რომელიც მას ღმერთმა მისცა, თავისი მონებისთვის იმის საჩვენებლად, რაც უნდა მოხდეს მალე“ (გამოცხადება 1:1ა).
-
-
იესო მოდის, რათა გაამხნეოსგამოცხადების დიდებული აპოგეა ახლოსაა!
-
-
1. ვის მიმართავს იოანე და ვის უნდა აინტერესებდეს ეს ცნობა დღეს?
რაზეც ახლა ვისაუბრებთ, განსაკუთრებით უნდა აინტერესებდეს კრებებად გაერთიანებულ ღვთის ხალხს. ჩვენ გავარჩევთ რამდენიმე განსაკუთრებით აქტუალურ ცნობას, რადგან „დანიშნული დრო“ ახლოსაა (გამოცხადება 1:3).
-