საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • ღვთის რისხვა თავდება
    გამოცხადების დიდებული აპოგეა ახლოსაა!
    • იეჰოვას რისხვა დედამიწის წინააღმდეგ

      2. რა მოჰყვა პირველი ანგელოზის თასის გადმოღვრას და რას განასახიერებს დედამიწა?

      2 პირველი ანგელოზი იწყებს მოქმედებას. „წავიდა პირველი და თავისი თასი დედამიწას გადააღვარა. ადამიანებს, რომლებსაც მხეცის ნიშანი ჰქონდათ და რომლებიც მის ქანდაკებას სცემდნენ თაყვანს, მტკივნეული და განუკურნებელი იარები გაუჩნდათ“ (გამოცხადება 16:2). როგორც პირველი საყვირის ჩაბერვისას, ისე ახლაც დედამიწა განასახიერებს ერთი შეხედვით მტკიცე პოლიტიკურ სისტემას, რომლის შექმნაც სატანამ დედამიწაზე ჯერ კიდევ ნიმროდის დროს, 4 000-ზე მეტი წლის წინათ დაიწყო (გამოცხადება 8:7).

      3. ა) როგორ ითხოვს მრავალი მთავრობა თაყვანისცემას თავიანთი ქვეშევრდომებისგან? ბ) ვის დააკისრეს ერებმა ღვთის სამეფოს ფუნქცია და რა ემართებათ ამ ორგანიზაციის თაყვანისმცემლებს?

      3 ამ ქვეყნიერების ბოლო დღეებში მრავალი მთავრობა ქვეშევრდომებისგან ითხოვს იმას, რაც სინამდვილეში თაყვანისცემის ტოლფასია. მათი მოთხოვნით სახელმწიფო ყველაფერზე, თვით ღმერთზე წინ უნდა იდგეს (2 ტიმოთე 3:1; შეადარეთ ლუკას 20:25; იოანეს 19:15). 1914 წლიდან მრავალ ქვეყანაში დაიწყეს ახალგაზრდების ჯარში გაწვევა, რათა ებრძოლათ და მზად ყოფილიყვნენ, მონაწილეობა მიეღოთ ომებში, რომლებმაც სისხლით შეღებეს თანამედროვე ისტორიის ფურცლები. უფლის დღის განმავლობაში ერებმა შექმნეს მხეცის ქანდაკება — ერთა ლიგა და მოგვიანებით გაერთიანებული ერების ორგანიზაცია, რომელსაც ღვთის სამეფოს ფუნქცია დააკისრეს. მართლაც ღვთის გმობაა განაცხადო, რასაც ბოლო წლებში პაპები აკეთებდნენ, რომ ადამიანის შექმნილი ორგანიზაცია მოიტანს მშვიდობას. ის ღვთის სამეფოს უპირისპირდება. მისი თაყვანისმცემლები სულიერად უწმინდურები, „დაწყლულებულები“ არიან იმ ეგვიპტელებივით, რომლებიც მოსეს დროს ეწინააღმდეგებოდნენ იეჰოვას და პირდაპირი გაგებით დაწყლულდნენ (გამოსვლა 9:10, 11).

      4. ა) რაზე მიუთითებს ის, რაც ღვთის რისხვის პირველ თასშია? ბ) როგორ უყურებს იეჰოვა მხეცის ნიშნის მიმღებთ?

      4 ის, რაც ამ თასშია, აშკარად მიუთითებს იმაზე, რომ ადამიანები არჩევნის წინაშე დგანან. ისინი ან ამ ქვეყნიერების გულისწყრომას დაიმსახურებენ ან იეჰოვას გულისწყრომას. კაცობრიობა იძულებულია მხეცის ნიშანი მიიღოს, რათა „ვერავინ შეძლოს ყიდვა-გაყიდვა იმათ გარდა, ვისაც აქვს ნიშანი, მხეცის სახელი ან მისი სახელის რიცხვი“ (გამოცხადება 13:16, 17). მაგრამ ეს მათ ძვირი დაუჯდებათ. იეჰოვას თვალში ამ ნიშნის მიმღებთ „მტკივნეული და განუკურნებელი იარები“ აქვთ. 1922 წლიდან სახალხოდ გახდა ცნობილი, რომ მათ უარყვეს ცოცხალი ღმერთი. მათი პოლიტიკური გეგმები ჩაიფუშება, თავად კი დაიტანჯებიან. სულიერი გაგებით ისინი უწმინდურები არიან. თუ არ მოინანიებენ, ეს მტკივნეული სნეულება სასიკვდილო აღმოჩნდება მათთვის, რადგან დადგა იეჰოვას სასამართლოს დღე. ადამიანი ან ქვეყნიერების ნაწილი უნდა იყოს ან ქრისტეს მიმდევარი და იეჰოვას მსახური, ნეიტრალური პოზიცია არ არსებობს (ლუკა 11:23; შეადარეთ იაკობის 4:4).

  • ღვთის რისხვა თავდება
    გამოცხადების დიდებული აპოგეა ახლოსაა!
    • [ჩარჩო 221 გვერდზე]

      „დედამიწას“

      იოანეს კლასი აცხადებდა, რომ იეჰოვას რისხვა დაატყდებოდა „დედამიწას“:

      „საუკუნეების განმავლობაში მიღებული გამოცდილების მიუხედავად პოლიტიკური პარტიები უსუსურნი არიან დღევანდელ მდგომარეობასთან და რთულ პრობლემებთან ჭიდილში. ეკონომისტები და პოლიტიკური მოღვაწეები, რომლებიც ძირფესვიანად იკვლევენ პრობლემატურ საკითხებს, იმ დასკვნამდე მიდიან, რომ უძლურები არიან“ („დღეს მცხოვრები მილიონები არასდროს მოკვდებიან“, 1920 წ., გვ. 61 [ინგლ.]).

      „დღეს დედამიწაზე არ არსებობს მთავრობა, რომელიც დედამიწის მოსახლეობის უმრავლესობას დააკმაყოფილებდა. მრავალ ქვეყანას დიქტატორები მართავენ. ფაქტობრივად, მთელი მსოფლიო უიმედო მდგომარეობაშია“ („სასურველი მთავრობა“, 1924 წ., გვ. 5 [ინგლ.]).

      „ამ ქვეყნიერების განადგურება. . . ერთადერთი გამოსავალია მსოფლიოში ბოროტების მოსასპობად და მშვიდობისა და სიმართლის დასამყარებლად“ („სასიხარულო ცნობა სამეფოს შესახებ“, 1954 წ., გვ. 25 [ინგლ.]).

      „დღევანდელი მსოფლიო იმით გამოირჩევა, რომ ცოდვა, უსამართლობა და ღვთისა და მისი განზრახვებისადმი დაუმორჩილებლობა უფრო და უფრო იკიდებს ფეხს. . . მას ვერაფერი გამოასწორებს, ამიტომ უნდა მოისპოს“ (1981 წლის 15 ნოემბრის „საგუშაგო კოშკი“, გვ. 6 [ინგლ.]).

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება