საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • ღვთის რისხვა თავდება
    გამოცხადების დიდებული აპოგეა ახლოსაა!
    • ადამიანების დაწვა ცეცხლით

      11. რას უნდა გადაესხას ღვთის რისხვის მეოთხე თასი და რა ხდება მისი გადმოღვრის შემდეგ?

      11 ღვთის რისხვის მეოთხე თასი მზეს უნდა გადაესხას. იოანე ამბობს: „მეოთხემ თავისი თასი მზეს გადააღვარა და მზეს ნება მიეცა, ცეცხლით დაეწვა ადამიანები. იწვოდნენ ადამიანები დიდი სიცხით, მაგრამ გმობდნენ ამ წყლულებზე ძალაუფლების მქონე ღვთის სახელს და არ ინანიებდნენ, რათა დიდება მიეგოთ მისთვის“ (გამოცხადება 16:8, 9).

      12. რა არის ამ ქვეყნიერების „მზე“ და რისი ნება მიეცა მას?

      12 დღეს, „ქვეყნიერების წყობის აღსასრულის დროს“ იესოს სულიერი ძმები ‘თავიანთი მამის სამეფოში მზესავით ანათებენ’ (მათე 13:40, 43). თავად იესოს „სიმართლის მზე“ ეწოდება (მალაქია 4:2). კაცობრიობას კი თავისი „მზე“ აქვს ანუ თავისი მმართველები ჰყავს. ისინიც „ანათებენ“, მაგრამ სინამდვილეში ღვთის სამეფოს ეწინააღმდეგებიან. მეოთხე საყვირის ხმით გაცხადდა, რომ ქრისტიანული სამყაროს „მზე, მთვარე და ვარსკვლავები“ სინამდვილეში კი არ ანათებენ, არამედ სიბნელეს გამოსცემენ (გამოცხადება 8:12). ღვთის რისხვის მეოთხე თასი იმაზეც მეტყველებს, რომ ქვეყნიერების „მზის“ მცხუნვარება აუტანელი გახდება. ის მმართველები, რომლებსაც მზესავით შეჰყურებენ, „დაწვავენ“ კაცობრიობას; ამ სიმბოლურ მზეს მიეცა ამის ნება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, იეჰოვა დაუშვებს ამას, რადგან ეს იეჰოვას მიერ კაცობრიობისთვის გამოტანილი ცეცხლოვანი განაჩენის ნაწილი იქნება. რა გაგებით დაიწვებიან ადამიანები?

      13. რა გაგებით წვავენ კაცობრიობას მზესთან შედარებული ქვეყნიერების მმართველები?

      13 პირველი მსოფლიო ომის შემდეგ მსოფლიოს უსაფრთხოების მიზნით ამ ქვეყნიერების მმართველებმა დააარსეს ერთა ლიგა, მაგრამ მიზანს ვერ მიაღწიეს. მოსინჯეს მმართველობის ახალი ფორმები, მაგალითად, ფაშიზმი და ნაციზმი. კომუნიზმმაც ბევრგან მოიკიდა ფეხი. ნაცვლად იმისა, რომ ადამიანთა ცხოვრება გაეუმჯობესებინათ, მზესთან შედარებულმა მმართველებმა დაიწყეს ‘ადამიანების დაწვა დიდი სიცხით’. ესპანეთში, ეთიოპიასა და მანჯურიაში მიმდინარე ომებმა მეორე მსოფლიო ომი გამოიწვია. ისტორიული წყაროებიდან ვიგებთ, რომ ისეთ დიქტატორებს, როგორებიც იყვნენ მუსოლინი, ჰიტლერი და სტალინი, პირდაპირ თუ არაპირდაპირ ბრალი მიუძღვით ათობით მილიონი ადამიანის, მათ შორის მათივე თანამემამულეების სიკვდილში. ბოლო ხანებში მომხდარმა საერთაშორისო თუ სამოქალაქო კონფლიქტებმა „დაწვეს“ ხალხი ვიეტნამში, კამპუჩიაში, ირანში, ლიბანსა და ირლანდიაში, აგრეთვე ლათინური ამერიკისა და აფრიკის ზოგიერთ ქვეყანაში. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ დღევანდელ მსოფლიო მპყრობელთა შორის დაპირისპირება არ წყდება. მათ ხელთ არსებულ საზარელ ბირთვულ იარაღს შეუძლია ფერფლად აქციოს მთელი კაცობრიობა. ამ ბოლო დღეებში კაცობრიობა მართლაც იწვება „მზისგან“ ანუ უსამართლო მმართველებისგან. ღვთის რისხვის მეოთხე თასის გადმოღვრა მიუთითებს ამ ისტორიულ მოვლენებზე, რასაც ღვთის ხალხიც აცხადებს მთელ დედამიწაზე.

      14. იეჰოვას მოწმეების სწავლების თანახმად როგორ გადაიჭრება კაცობრიობის პრობლემები, და როგორ ეხმაურება ამ სწავლებას ხალხი?

      14 იეჰოვას მოწმეები ყოველთვის ასწავლიდნენ, რომ კაცობრიობის პრობლემებს მხოლოდ ღვთის სამეფო გადაჭრის, რისი საშუალებითაც იეჰოვა თავის სახელს განწმენდს (ფსალმუნი 83:4, 17, 18; მათე 6:9, 10). ადამიანები არაფრად აგდებენ ღვთის სამეფოს; მისი უარმყოფელები ღვთის სახელსაც გმობენ და ემსგავსებიან ფარაონს, რომელმაც არ აღიარა იეჰოვას უზენაესობა (გამოსვლა 1:8—10; 5:2). ამ მოწინააღმდეგეებს, რომლებიც ყურადღებას არ აქცევენ მესიის სამეფოს, ურჩევნიათ, თავიანთი მწველი „მზისგან“ ანუ მჩაგვრელი მმართველებისგან დაიტანჯონ.

  • ღვთის რისხვა თავდება
    გამოცხადების დიდებული აპოგეა ახლოსაა!
    • [ჩარჩო 225 გვერდზე]

      „მზეს“

      უფლის დღის განმავლობაში, როცა ადამიანთა მმართველობის „მზე“ წვავს ადამიანებს, იოანეს კლასი ასე აღწერს მიმდინარე პროცესებს:

      „დღეს დიქტატორები, ჰიტლერი და მუსოლინი, საფრთხეს უქმნიან მსოფლიო მშვიდობას. თავისუფლების წინააღმდეგ ბრძოლაში მათ მხარს უჭერს რომის კათოლიკური ეკლესია“ („ფაშიზმი თუ თავისუფლება“, 1939 წ., გვ. 12 [ინგლ.]).

      „ისტორიის განმავლობაში დიქტატორები ერთი პრინციპით ხელმძღვანელობდნენ — თუ ვერ დაიმორჩილებ, გაანადგურე. ღვთის მიერ დანიშნული მეფე, იესო ქრისტე კი ასეთი პრინციპით მოქმედებს — თუ არ დაემორჩილები, განადგურდები“ („ღვთის სამეფო გააერთიანებს ყველა ერს“, 1961 წ., გვ. 23 [ინგლ.]).

      „1945 წლიდან 25 მილიონზე მეტი ადამიანი დაიღუპა მსოფლიოში მიმდინარე 150-მდე ომში“ (1980 წლის 15 იანვრის „საგუშაგო კოშკი“, გვ. 6 [ინგლ.]).

      „სახელმწიფოები. . . არ ასრულებენ თავიანთ ვალდებულებას და არც თავიანთი მოქმედებების შედეგები აღელვებთ. ზოგი ქვეყანა თავისი მიზნის მისაღწევად მართებულად მიიჩნევს ნებისმიერ საშუალებას: ხოცვა-ჟლეტას, მკვლელობას პოლიტიკური მიზნით, თვითმფრინავების გატაცებას, დაბომბვას და ა.შ. . . კიდევ რამდენ ხანს აიტანენ ერები ერთმანეთისგან ასეთ უგუნურებასა და უპასუხისმგებლობას?“ (1985 წლის 15 თებერვლის „საგუშაგო კოშკი“, გვ. 4 [ინგლ.]).

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება