საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • ღვთის რისხვა თავდება
    გამოცხადების დიდებული აპოგეა ახლოსაა!
    • მხეცის ტახტი

      15. ა) რას ეღვრება მეხუთე თასი? ბ) რას განასახიერებს „მხეცის ტახტი“ და რა იგულისხმება მასზე თასის გადაღვრაში?

      15 რას აღვრის მომდევნო ანგელოზი თავის თასს? „მეხუთემ თავისი თასი მხეცის ტახტს გადააღვარა“ (გამოცხადება 16:10ა). მხეცით სატანის პოლიტიკური სისტემაა წარმოდგენილი. მხეცი სიმბოლურია, ამიტომ მისი ტახტიც სიმბოლური უნდა იყოს. ეს ტახტი იმაზე მეტყველებს, რომ მხეცი კაცობრიობაზე მეფობს. ამას ადასტურებს ის ფაქტიც, რომ მხეცს თითოეულ თავზე სამეფო გვირგვინი ადგას. სინამდვილეში „მხეცის ტახტი“ არის მისი ძალაუფლების წყარო ანუ სათავეb. ბიბლია გვამცნობს, ვინ მისცა მხეცს მეფობა. ბიბლიაში ნათქვამია: „დრაკონმა მხეცს მისცა თავისი ძალა, თავისი ტახტი და დიდი ძალაუფლება“ (გამოცხადება 13:1, 2; 1 იოანე 5:19). ამგვარად, მხეცის ტახტზე თასის გადმოღვრით ცხადი ხდება, რომ მხეცს დღემდე სატანა უჭერს მხარს.

      16. ა) ვის ემსახურებიან ერები? ახსენით. ბ) რა მეტყველებს სატანის ზნედაცემულობაზე? გ) როდის დაემხობა მხეცის ტახტი?

      16 როგორ ამყარებს კავშირს სატანა ერებთან? იესოს გამოცდისას სატანამ მას ხილვაში ქვეყნიერების ყველა სამეფო აჩვენა და „მთელი. . . ძალაუფლება და მათი დიდება“ შესთავაზა, თუმცა ერთი პირობით — მას თაყვანი უნდა ეცა სატანისთვის (ლუკა 4:5—7). განა სატანა მსოფლიოს მთავრობებს ისე მისცემს ძალაუფლებას, რომ სანაცვლოდ არაფერი მოითხოვოს? რასაკვირველია, არა. ბიბლიიდან ვიგებთ, რომ სატანა ამ ქვეყნიერების ღმერთია, ასე რომ, იციან ეს თუ არ იციან, ერები მას ემსახურებიან (2 კორინთელები 4:3, 4)c. ეს იქიდანაც კარგად ჩანს, თუ როგორ იმართება ქვეყნიერება. ამ ქვეყნიერების საფუძველი ნაციონალიზმი, სიძულვილი და ეგოიზმია. ის ისეა მოწყობილი, როგორც სატანას სურს; მისი მიზანია, მას მორჩილებდეს მთელი კაცობრიობა. კორუფცია, ძალაუფლებისკენ სწრაფვა, გაქნილი დიპლომატია, გაძლიერებული შეიარაღება სატანის ზნედაცემულობაზე მეტყველებს. ქვეყნიერება სატანის უსამართლო ნორმებით ხელმძღვანელობს და, ამგვარად, მისი ღმერთი სატანა ხდება. მხეცის ტახტი დაემხობა, როცა მხეცი განადგურდება და საბოლოოდ ღვთის ზეციერი ქალის შთამომავლობა სატანას უფსკრულში გაისტუმრებს (დაბადება 3:15; გამოცხადება 19:20, 21; 20:1—3).

      სიბნელე და მ­ტანჯველი ტკივილი

      17. ა) როგორ უკავშირდება მეხუთე თასის გადმოღვრა სულიერ სიბნელეს, რომლითაც მხეცის სამეფო ყოველთვის იყო მოცული? ბ) როგორ რეაგირებს ხალხი ღვთის რისხვის მეხუთე თასის გადმოღვრაზე?

      17 მხეცის სამეფო დასაბამიდანვე სულიერ სიბნელეშია (შეადარეთ მათეს 8:12; ეფესოელების 6:11, 12). მეხუთე თასის გადმოღვრასთან ერთად უფრო აშკარა ხდება, რომ ის მართლაც ბნელშია. ამას ისიც ადასტურებს, რომ ღვთის რისხვის თასი სიმბოლური მხეცის ტახტზე იღვრება. „დაბნელდა მისი სამეფო და ადამიანები ტკივილისგან ენებს იკვნეტდნენ, მაგრამ ზეციერ ღმერთს გმობდნენ ტკივილებისა და იარების გამო და არ ინანიებდნენ თავიანთ საქმეებს“ (გამოცხადება 16:10ბ, 11).

      18. რა მსგავსებაა მეხუთე საყვირის ხმასა და ღვთის რისხვის მეხუთე თასს შორის?

      18 მეხუთე საყვირის ხმა ღვთის რისხვის მეხუთე თასთან არ არის გაიგივებული, რადგან ხმა კალიების თავდასხმას იუწყებოდა. მაგრამ აღსანიშნავია, რომ კალიების თავდასხმისას მზე და ჰაერი დაბნელდა (გამოცხადება 9:2—5). გამოსვლის 10:14, 15-ში ვკითხულობთ, როგორ დასაჯა იეჰოვამ ეგვიპტე კალიებით: „აუტანელი იყო მათი შემოსევა. არც მანამდე და არც მას შემდეგ არ გამოჩენილან ასეთი კალიები. დაფარეს მთელი იმ მიწის პირი და ჩააბნელეს ის მიწა“. სიბნელემ მოიცვა ქვეყანა. დღეს ქვეყნიერების სულიერი სიბნელე აშკარა გახდა მეხუთე საყვირის დაყვირებისა და ღვთის რისხვის მეხუთე თასის გადმოღვრის შემდეგ. თანამედროვე კალიების გუნდის მიერ გაცხადებული მწარე ცნობა ტანჯავს და ტკივილს აყენებს ბოროტ ხალხს, რომელმაც „სინათლის ნაცვლად სიბნელე შეიყვარა“ (იოანე 3:19).

      19. გამოცხადების 16:10, 11-ის თანახმად რას იწვევს სატანის, როგორც ქვეყნიერების ღმერთის, საჯაროდ მხილება?

      19 ამ ქვეყნიერების მმართველი სატანა დიდი უბედურებისა და ტანჯვის მიზეზი გახდა. შიმშილი, ომები, ძალადობა, დამნაშავეობა, ნარკომანია, უზნეობა, სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები, უპატიოსნობა და რელიგიური თვალთმაქცობა — ეს არასრული ჩამონათვალია იმისა, რაც სატანის ქვეყნიერებაშია გავრცელებული (შეადარეთ გალატელების 5:19—21). სატანის, როგორც ქვეყნიერების ღმერთის, საჯაროდ მხილებამ ტკივილი მიაყენა მისი ნორმებით მცხოვრებ ხალხს და შეაცბუნა ისინი. „ადამიანები ტკივილისგან ენებს იკვნეტდნენ“, განსაკუთრებით კი ქრისტიანულ სამყაროში. ბევრს არ მოსწონს, რომ ჭეშმარიტება ამხელს მათი ცხოვრების წესს. ზოგიერთი ამ მხილებას საფრთხედ მიიჩნევს და დევნის ჭეშმარიტების განმცხადებლებს. ისინი უარყოფენ ღვთის სამეფოს და გმობენ იეჰოვას წმინდა სახელს. აშკარა გახდა, რომ ისინი სულიერად დასნეულებულნი და დაწყლულებულნი არიან და ამიტომ გმობენ ზეციერ ღმერთს. ისინი „არ ინანიებდნენ თავიანთ საქმეებს“. ასე რომ, ამ ქვეყნიერების აღსასრულამდე არ უნდა გვქონდეს იმის იმედი, რომ ადამიანთა უმეტესობა ჭეშმარიტებისკენ მოიქცევა (ესაია 32:6).

  • ღვთის რისხვა თავდება
    გამოცხადების დიდებული აპოგეა ახლოსაა!
    • [ჩარჩო 227 გვერდზე]

      „მხეცის ტახტს“

      იეჰოვას მოწმეებმა ამხილეს „მხეცის ტახტი“ და მის წინააღმდეგ იეჰოვას გამოტანილი მსჯავრი გამოაცხადეს:

      „მმართველებსა და ერების პოლიტიკურ ლიდერებზე გავლენას ახდენენ ბოროტი ზეადამიანური ძალები, რომლებიც მიაქანებენ მათ გადამწყვეტი ბრძოლისკენ, არმაგედონისკენ, რაც მათივე განადგურებას ნიშნავს“ („ღვთის ახალი ქვეყნიერება არმაგედონის შემდეგ“, 1953 წ., გვ. 8 [ინგლ.]).

      „მხეცმა, არათეოკრატიულმა, ადამიანურმა მთავრობამ, თავისი ძალაუფლება და ტახტი დრაკონისგან მიიღო. ამიტომ, ის უნდა დაემორჩილოს დრაკონს“ („ღვთის ახალი ქვეყნიერება არმაგედონის შემდეგ“, 1953 წ., გვ. 15 [ინგლ.]).

      „უცხოტომელებს მხოლოდ ერთი მხარე შეუძლიათ დაიკავონ, ღვთის მთავარი მოწინააღმდეგის, სატანა ეშმაკის მხარე“ (1973 წლის საერთაშორისო კონგრესზე, „ღვთიური გამარჯვება“, მიღებული რეზოლუცია).

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება