საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • ღვთის რისხვა თავდება
    გამოცხადების დიდებული აპოგეა ახლოსაა!
    • მდინარე ევფრატის დაშრობა

      20. როგორ უკავშირდება მეექვსე საყვირის ხმა და მეექვსე თასის გადმოღვრა მდინარე ევფრატს?

      20 მეექვსე საყვირის ხმა აცხადებდა, რომ გათავისუფლდა „ოთხი ანგელოზი, რომლებიც დიდ მდინარე ევფრატთან არიან შებოჭილნი“ (გამოცხადება 9:14). ისტორიიდან ცნობილია, რომ დიდი ქალაქი ბაბილონი მდინარე ევფრატზე იყო გაშენებული. 1919 წელს ოთხი სიმბოლური ანგელოზის გათავისუფლებას დიდი ბაბილონის დაცემა მოჰყვა (გამოცხადება 14:8). აღსანიშნავია, რომ ღვთის რისხვის მეექვსე თასი სწორედ მდინარე ევფრატზე იღვრება: „მეექვსემ თავისი თასი დიდ მდინარე ევფრატს გადააღვარა და მისი წყალი დაშრა, რათა გზა გამზადებულიყო მზის ამოსავლიდან მომავალი მეფეებისთვის“ (გამოცხადება 16:12). დიდი ბაბილონისთვის ეს კარგს არაფერს მოასწავებდა.

      21, 22. ა) როგორ დაშრა ბაბილონის დამცავი მდინარე ევფრატი ძვ. წ. 539 წელს? ბ) რა „წყალზე“ ზის დიდი ბაბილონი და ნელ-ნელა როგორ შრება ეს სიმბოლური წყალი?

      21 ძველი ბაბილონის დიდების ხანაში ქალაქი წყალუხვი ევფრატის წყალობით საიმედოდ იყო დაცული. ძვ. წ. 539 წელს მას შემდეგ, რაც სპარსელთა მეთაურმა, კიროსმა, მდინარის წყალს მიმართულება შეუცვალა, ევფრატის წყლები დაშრა. ამგვარად, გზა გაეხსნათ სპარსელ კიროსსა და მიდიელ დარიოსს, „მზის ამოსავლიდან“ (ანუ აღმოსავლეთიდან) მომავალ მეფეებს, რათა შესულიყვნენ ბაბილონში და დაეპყროთ ის. გადამწყვეტ მომენტში მდინარე ევფრატმა ვერ დაიცვა დიდი ქალაქი (ესაია 44:27—45:7; იერემია 51:36). მსგავსი რამ ემუქრება თანამედროვე ბაბილონსაც, ცრუ რელიგიურ სამყაროს.

      22 დიდი ბაბილონი „მრავალ წყალზე“ ზის. გამოცხადების 17:1, 15-ის თანახმად წყლები განასახიერებს „ხალხებს, ჯგუფებს, ერებსა და ენებს“, ანუ დიდი ბაბილონის მრავალ მიმდევარს, რომელთა წყალობით ის თავს უსაფრთხოდ გრძნობს. მაგრამ ეს წყლები შრება! დასავლეთ ევროპაში, სადაც ადრე მას დიდი ზეგავლენა ჰქონდა, ასობით მილიონი ადამიანი აშკარად აღარაფრად აგდებს რელიგიას. ზოგიერთი ქვეყანა თავისი პოლიტიკური კურსით შეეცადა რელიგიის გავლენის მოსპობას; ამ ქვეყნებში უმეტესობას არაფერი გაუკეთებიათ რელიგიის დასაცავად. როცა დიდ ბაბილონსაც დაუდგება აღსასრულის დრო, ვერ დაიცავენ მას მისი მიმდევრები, რომელთა რიცხვიც დღითი დღე მცირდება (გამოცხადება 17:16). მიუხედავად იმისა, რომ, როგორც თავად აცხადებს, მილიარდობით მიმდევარი ჰყავს, დიდი ბაბილონი დაუცველი აღმოჩნდება „მზის ამოსავლიდან მომავალი მეფეების“ წინაშე.

      23. ა) ვინ იყვნენ „მზის ამოსავლიდან მომავალი მეფეები“ ძვ. წ. 539 წელს? ბ) ვინ არიან „მზის ამოსავლიდან მომავალი მეფეები“ უფლის დღეს და როგორ გაანადგურებენ ისინი დიდ ბაბილონს?

      23 ვინ არიან ეს მეფეები? ძვ. წ. 539 წელს ისინი იყვნენ მიდიელი დარიოსი და სპარსელი კიროსი, რომლებიც იეჰოვამ ძველი ქალაქის, ბაბილონის დასაპყრობად გამოიყენა. ჩვენს დროში, უფლის დღეს, დიდი ბაბილონის ცრუ რელიგიური სამყარო მმართველთა ხელით განადგურდება. ამჯერადაც აღსრულდება ღვთის განაჩენი. იეჰოვა ღმერთი და იესო ქრისტე, „მზის ამოსავლიდან მომავალი მეფეები“, მმართველებს გულში ჩაუდებენ „აზრს“, რომ თავს დაესხნენ დიდ ბაბილონს და საბოლოოდ გაანადგურონ (გამოცხადება 17:16, 17). მეექვსე თასის გადმოღვრით საჯაროდ ცხადდება, რომ ეს განაჩენი სადაცაა აღსრულდება.

  • ღვთის რისხვა თავდება
    გამოცხადების დიდებული აპოგეა ახლოსაა!
    • [ჩარჩო 229 გვერდზე]

      „მისი წყალი დაშრა“

      დღეს ბაბილონური რელიგიის მხარდაჭერა ბევრგან „შრება“. ეს იმაზე მეტყველებს, რა მოხდება, როცა „მზის ამოსავლიდან მომავალი მეფეები“ შეუტევენ მას.

      „ქვეყანაში ჩატარებულმა გამოკითხვამ ცხადყო, რომ [ტაილანდის] მუნიციპალურ რეგიონებში მცხოვრებთა 75 პროცენტი არ დადის ბუდისტურ ტაძრებში ქადაგების მოსასმენად, ხოლო პროვინციებში ტაძრებში მოსიარულეთა რიცხვი უფრო და უფრო მცირდება და მოსახლეობის დაახლოებით ორმოცდაათ პროცენტს შეადგენს“ („Bangkok Post“, 1987 წლის 7 სექტემბერი, გვ. 4).

      „დაოსიზმმა ორი ათასი წლის შემდეგ დაკარგა მიმზიდველობა [ჩინეთში]. . . სამღვდელოებამ და მათმა წინამორბედებმა დაკარგეს ის ძალა, რითაც დიდძალ ხალხს იზიდავდნენ. ამის გამო მათ აღარ ჰყავთ მემკვიდრეები, რაც საფრთხეს უქმნის კონტინენტზე დაოსიზმის როგორც ორგანიზებული რელიგიის არსებობას“ („The Atlanta Journal and Constitution“, 1982 წლის 12 სექტემბერი, გვ. 36-A).

      „იაპონია. . . ერთ-ერთი იმ ქვეყანათაგანია, სადაც ბევრი უცხოელი მისიონერია, დაახლოებით 5 200, თუმცა. . . ქრისტიანთა რიცხვი მოსახლეობის 1 პროცენტზე ნაკლებია. . . ფრანცისკელი მღვდლის აზრით, რომელიც აქ 50-იანი წლებიდან მსახურობს, . . იაპონიაში მისიონერთა ეპოქა დასრულდა“ („The Wall Street Journal“, 1986 წლის 9 ივლისი, გვ. 1).

      ინგლისში გასული სამი ათწლეულის განმავლობაში «დაახლოებით 16 000 ანგლიკანური ეკლესიიდან 2 000 დაიხურა, რადგან არ ჰყავდათ მრევლი. აღიარებულ ქრისტიანულ ქვეყნებს შორის ინგლისი ერთ-ერთია, სადაც მრევლის რიცხვი ყველაზე დაბალია. . . „ინგლისი მეტად აღარ არის ქრისტიანული ქვეყანა“, — აღნიშნა [დარემის ეპისკოპოსმა]» („The New York Times“, 1987 წლის 11 მაისი, გვ. A4).

      „ხანგრძლივი გაცხარებული კამათის შემდეგ, [საბერძნეთის] პარლამენტმა მიიღო დადგენილება, რომელიც სოციალისტურ მთავრობას უფლებას აძლევს, განაგოს საბერძნეთის მართლმადიდებლური ეკლესიის უზარმაზარი ქონება. . . კანონი საერო პირებს აძლევს იმის უფლებას, რომ აკონტროლონ საეკლესიო კრებები და კომიტეტები, რომლებსაც ეკლესიის მომგებიანი ინვესტიციები აბარიათ, მათ შორის სასტუმროები, მარმარილოს სამტეხლოები და ადმინისტრაციული შენობები“ („The New York Times“, 1987 წლის 4 აპრილი, გვ. 3).

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება