საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • საოცარი საიდუმლო იხსნება
    გამოცხადების დიდებული აპოგეა ახლოსაა!
    • „იმის დანახვაზე, რომ მხეცი იყო, არ არის, მაგრამ კვლავ იქნება, დედამიწის მკვიდრნი განცვიფრდებიან. მათი სახელები არ ჩაწერილა სიცოცხლის გრაგნილში ქვეყნიერების შექმნიდან“ (გამოცხადება 17:8ბ).

  • საოცარი საიდუმლო იხსნება
    გამოცხადების დიდებული აპოგეა ახლოსაა!
    • 8, 9. ა) რატომ არ შეუძლია გაეროს მსოფლიო პრობლემების გადაჭრა და რა დაემართება მას მალე ღვთის განზრახვის თანახმად? ბ) რატომ არ არის ჩაწერილი გაეროს შემქმნელთა და მხარდამჭერთა სახელები სიცოცხლის გრაგნილში? გ) რას გააკეთებს იეჰოვას სამეფო?

      8 გაეროს არ შეუძლია პრობლემების გადაჭრა. რატომ? გაერო კაცობრიობის შემოქმედს არ შეუქმნია. ის დიდხანს ვერ იარსებებს, რადგან ღვთის განზრახვის თანახმად „დასაღუპავად წავა“. გაეროს ფუძემდებელთა და მხარდამჭერთა სახელები არ იწერება სიცოცხლის გრაგნილში. როგორ შეძლებენ ცოდვილი, მოკვდავი ადამიანები, რომელთა უმრავლესობა არაფრად აგდებს ღვთის სახელს, გაეროს ხელით განახორციელონ ის, რაც იეჰოვა ღმერთმა თავისი სიტყვების თანახმად ქრისტეს სამეფოს მეშვეობით უნდა გააკეთოს, და არა ადამიანების ხელით? (დანიელი 7:27; გამოცხადება 11:15).

      9 გაერო ღვთისმგმობელი ორგანიზაციაა, რომელიც ღვთის სამეფოს ადგილს იკავებს. ღვთის სამეფოს სათავეში მშვიდობის მთავარი, იესო ქრისტე უდგას, რომლის ხელმწიფობას ბოლო არ ექნება (ესაია 9:6, 7). გაერომ დროებითაც რომ შეძლოს მშვიდობის დამყარება, ომები მაინც გაჩაღდება. ცოდვილი ადამიანები ამაზე მეტს ვერ შეძლებენ. „მათი სახელები არ ჩაწერილა სიცოცხლის გრაგნილში ქვეყნიერების შექმნიდან“. იეჰოვას სამეფო, რომელსაც ქრისტე ხელმძღვანელობს, მარადიულ მშვიდობას მოიტანს დედამიწაზე; ის იესოს გამოსასყიდის წყალობით ღვთის მეხსიერებაში მყოფ მკვდრებსაც აღადგენს, როგორც მართლებს, ისე უმართლოებს (იოანე 5:28, 29; საქმეები 24:15). მათ შორის იქნებიან ისინიც, ვინც სატანისა და მისი შთამომავლობის წინააღმდეგობის მიუხედავად ერთგული დარჩა და ისინიც, ვინც უნდა დაამტკიცოს მორჩილება. აშკარაა, რომ ღმერთი სიცოცხლის გრაგნილში არასდროს ჩაწერს არც „დიდი ბაბილონის“ ერთგულთა და არც მხეცის თაყვანისმცემელთა სახელებს (გამოსვლა 32:33; ფსალმუნი 86:8—10; იოანე 17:3; გამოცხადება 16:2; 17:5).

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება