საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • ისწრაფეთ ნამდვილი სიმდიდრის დაგროვებისკენ
    საგუშაგო კოშკი — 2017 | ივლისი
    • ამიტომ მან თავის მოწაფეებს ურჩია: „შეიძინეთ მეგობრები უმართლო სიმდიდრით, რათა, როცა ის ძალას დაკარგავს, მათ [იეჰოვამ და იესომ] სამუდამო სამკვიდროში მიგიღონ“. ჩვენ როგორ გვეხება ეს რჩევა?

      6. საიდან ჩანს, რომ კომერციული სისტემა ღვთის განზრახვის ნაწილი არ იყო?

      6 მიუხედავად იმისა, რომ იესოს არ დაუკონკრეტებია, რატომ უწოდებდა სიმდიდრეს „უმართლოს“, ბიბლიიდან ნათლად ჩანს, რომ მოგების ნახვაზე აგებული სისტემა ღვთის განზრახვის ნაწილი არ იყო. იეჰოვამ ყველაფერი უხვად მისცა ადამსა და ევას ედემის ბაღში (დაბ. 2:15, 16). პირველ საუკუნეში წმინდა სულით ცხებული ქრისტიანებიდან არც ერთი „არ ამბობდა თავის ქონებაზე, ჩემიაო; ყველაფერი საერთო ჰქონდათ“ (საქ. 4:32). ესაიამ იწინასწარმეტყველა, რომ დადგებოდა დრო, როცა ყველა ადამიანი თავისუფლად ისარგებლებდა დედამიწის რესურსებით (ეს. 25:6—9; 65:21, 22). ვიდრე ეს დრო დადგება, იესოს მიმდევრებს გონიერება მართებთ, როცა ამ ქვეყნიერების უმართლო სიმდიდრეს თავის სარჩენად იყენებენ და ცდილობენ, ღვთის მოწონება დაიმსახურონ.

      გონივრულად გამოიყენეთ უმართლო სიმდიდრე

      7. რა რჩევაა ჩაწერილი ლუკას 16:10—13-ში?

      7 წაიკითხეთ ლუკას 16:10—13. იესოს იგავში მოხსენიებული მმართველი ანგარების გამო დაუმეგობრდა მოვალეებს. მაგრამ იესო თავის მიმდევრებს ურჩევდა, უანგაროდ დამეგობრებოდნენ მას და იეჰოვას. მუხლებში, რომლებიც ამ იგავს მოსდევს, იესომ „უმართლო სიმდიდრის“ გამოყენება ღვთისადმი ერთგულებას დაუკავშირა. ის გულისხმობდა, რომ ასეთი სიმდიდრის გონივრულად გამოყენება ღვთისადმი ერთგულების დამტკიცების ერთ-ერთი შესაძლებლობაა.

      8, 9. როგორ იყენებს ზოგი ქრისტიანი „უმართლო სიმდიდრეს“?

      8 ერთგულების დამტკიცების ერთ-ერთი საშუალება იესოს მიერ ნაწინასწარმეტყველები მსოფლიო სამქადაგებლო საქმიანობის ფინანსური მხარდაჭერაა (მათ. 24:14). ინდოეთში პატარა გოგონა ყულაბაში ხურდებს აგროვებდა და სათამაშოებისთვის ნაჩუქარ ფულსაც იქ ყრიდა. როცა ყულაბა გაივსო, მან ეს ფული სამქადაგებლო საქმიანობის მხარდასაჭერად შესწირა. ერთ ინდოელ ძმას ქოქოსის პლანტაცია აქვს. მან მოსავლის ნაწილი მალაიალამურ მთარგმნელობით ოფისს შესწირა, რადგან მისი აზრით, ფულის შეწირვის ნაცვლად, ჯობდა, ის პროდუქტი შეეწირა, რომლის ყიდვა ისედაც უწევდათ ძმებს. ეს ძმა გონივრულად მოიქცა. მსგავსად, საბერძნეთში და-ძმები ბეთელს რეგულარულად სწირავენ ზეითუნის ზეთს, ყველსა და სხვა პროდუქტებს.

      9 ერთმა შრი-ლანკელმა ძმამ, რომელიც ამჟამად საზღვარგარეთ ცხოვრობს, სამშობლოში თავისი სახლ-კარი თანაქრისტიანებს დაუთმო სრული დროით მსახურების დასაბინავებლად და კრების შეხვედრებისა თუ კონგრესების ჩასატარებლად. თუმცა ეს ძმა ამით მსხვერპლს იღებს, დიდ სიკეთეს აკეთებს ადგილობრივი და-ძმებისთვის, რომელთაც მწირი შემოსავალი აქვთ. ერთ ქვეყანაში, სადაც ჩვენი საქმიანობა შეზღუდულია, ძმები კრების შეხვედრებს თავიანთ სახლებში ატარებენ. შედეგად, იმ პიონერებსა და მაუწყებლებს, რომელთაც მატერიალურად უჭირთ, შეხვედრების ადგილისთვის ქირის გადახდა არ უწევთ.

      10. რა კურთხევებს ვიღებთ, როცა გულუხვად გავცემთ?

      10 ზემოთ მოყვანილი მაგალითებიდან ჩანს, რომ ღვთის ხალხი ერთგულია მცირედში, ანუ გონივრულად იყენებს ქონებას, რომელიც სულიერ სიმდიდრეს ვერც კი შეედრება (ლუკ. 16:10). ამ და-ძმებს ესმით, რომ ხელგაშლილობით ნამდვილ სიმდიდრეს აგროვებენ (ლუკ. 16:11). ერთი და, რომელიც რეგულარულად სწირავს სამეფო საქმისთვის, ამბობს: „უკვე წლებია, ვამჩნევ, რომ, რაც უფრო ხელგაშლილი ვარ სხვების მიმართ, მით უფრო დიდსულოვანი ვხდები. შედეგად, უფრო მიმტევებელი და მომთმენი ვარ და აღარ მიჭირს გულგატეხილობასთან გამკლავება და რჩევების მიღება“. ბევრმა საკუთარ თავზე გამოსცადა, რომ ხელგაშლილობა სულიერად ამდიდრებს (ფსალმ. 112:5; იგავ. 22:9).

      11. ა) როგორ ვავლენთ გონიერებას, როცა გულუხვად გავცემთ? ბ) როგორ ხდება იეჰოვას ორგანიზაციაში თანხების გადანაწილება? (იხილეთ სურათი მე-7 გვერდზე)

      11 როცა საკუთარ სახსრებს სამეფოს ინტერესების წინ წასაწევად ვიყენებთ, ჩვენ სხვა მხრივაც ვავლენთ გონიერებას. ამით სხვების დახმარების საშუალება გვეძლევა. მათ, ვისაც სრული დროით მსახურება ან მსახურების გასაფართოებლად სხვაგან გადასვლა არ შეუძლია, ახარებთ იმის ცოდნა, რომ მათ მიერ შეწირული თანხებით სხვებს ეძლევა ამის საშუალება (იგავ. 19:17). ნებაყოფლობით შეწირული თანხების მეშვეობით ისეთ ღარიბ ქვეყნებში ხდება ლიტერატურის შეტანა და სამქადაგებლო საქმიანობის მხარდაჭერა, სადაც სულიერი ზრდა დიდია. მაგალითად, ძმებს კონგოში, მადაგასკარსა და რუანდაში წლების მანძილზე უწევდათ იმის არჩევა, საკვები ეყიდათ ოჯახისთვის თუ ბიბლია, რომლის ფასიც ზოგჯერ ერთი კვირის ან მთელი თვის გასამრჯელოს უდრიდა. მთელი მსოფლიო საძმოს მიერ შეწირული თანხების გადანაწილების წყალობით იეჰოვას ორგანიზაციამ დააფინანსა ამ ენებზე ბიბლიის თარგმნა და ტრანსპორტირება. შედეგად, ამ ქვეყნებში ოჯახის თითოეულ წევრსა თუ ბიბლიის შემსწავლელებს უკვე თავიანთი ბიბლიები აქვთ (წაიკითხეთ 2 კორინთელების 8:13—15). ასე რომ, იეჰოვასთან დამეგობრება შეუძლიათ მათაც, ვინც სწირავს, და მათაც, ვისთვისაც ეს შესაწირავები იხარჯება.

  • ისწრაფეთ ნამდვილი სიმდიდრის დაგროვებისკენ
    საგუშაგო კოშკი — 2017 | ივლისი
    • 16. ა) რა მომავალი ელის დღეს არსებულ კომერციულ სისტემას? ბ) როგორ უნდა იმოქმედოს ამის ცოდნამ სიმდიდრისადმი ჩვენს დამოკიდებულებაზე?

      16 იესოს ეჭვქვეშ არ დაუყენებია, დაკარგავდა თუ არა სიმდიდრე ძალას, მან პირდაპირ თქვა: „როცა ის ძალას დაკარგავს“ (ლუკ. 16:9). ამ ქვეყნიერების ბოლო დღეებში მომხდარი ყველა ფინანსური კრიზისი არაფერია იმასთან შედარებით, რაც უახლოეს მომავალში მოხდება მთელ მსოფლიოში. სატანის ქვეყნიერების ყველა სისტემა — პოლიტიკური, რელიგიური თუ კომერციული — გასანადგურებლად არის განწირული. ეზეკიელმა და სოფონიამ იწინასწარმეტყველეს, რომ ოქრო და ვერცხლი, რომლებზეც საუკუნეების მანძილზე კომერციული სამყარო იდგა, ფასს დაკარგავდა (ეზეკ. 7:19; სოფ. 1:18). რას ვიგრძნობდით, თუ სიკვდილის პირას მივხვდებოდით, რომ ამ ქვეყნიერების „უმართლო სიმდიდრის“ შეძენას ნამდვილი სიმდიდრე შევწირეთ? ალბათ, იმ ადამიანივით ვიგრძნობდით თავს, რომელიც მთელი ცხოვრება ფულს აგროვებდა და გვიან მიხვდა, რომ ყალბი ფულისთვის შრომობდა (იგავ. 18:11). „უმართლო სიმდიდრე“ საბოლოოდ ძალას დაკარგავს, ამიტომ ნუ გაუშვებთ ხელიდან იმის შესაძლებლობას, რომ მისი მეშვეობით ზეციერი მეგობრები შეიძინოთ. ყველაფერი, რასაც ღვთის სამეფოს ინტერესების წინ წასაწევად ვაკეთებთ, სულიერად გვამდიდრებს.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება