საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • იეჰოვა — ჭეშმარიტი სამართლიანობისა და სიმართლის წყარო
    საგუშაგო კოშკი — 1998 | 1 აგვისტო
    • 3. რა შეგვიძლია ვისწავლოთ ბიბლიაში ორიგინალის ენაზე გამოყენებული სიტყვების, სამართლისა და სიმართლის, განხილვით?

      3 ღვთის სამართლიანობის უკეთ გაგებაში დაგვეხმარება ბიბლიაში ორიგინალის ენაზე გამოყენებული სიტყვების განხილვაa. საინტერესოა, რომ საღვთო წერილი მკვეთრად არ განასხვავებს სამართლიანობასა და სიმართლეს. ფაქტობრივად, ეს სიტყვები ებრაულ ენაზე ზოგჯერ ერთი და იმავე მნიშვნელობით გამოიყენება. მაგალითად, ამოსის 5:24-ში იეჰოვა მოუწოდებს თავის ხალხს: „წყალივით იდინოს სამართალმა და იყოს სიმართლე დაუწყვეტელ ნაკადულივით“. გარდა ამისა, ზოგჯერ „სიმართლე და სამართალი“ ერთად ხაზგასმის მიზნით გამოიყენება (ფსალმუნი 32:5; ესაია 33:5; იერემია 33:15; ეზეკიელი 18:21; 45:9).

      4. რას ნიშნავს სამართლიანობის გამომჟღავნება და ვინ არის ამის სრულყოფილი მაგალითი?

      4 რას ნიშნავს ეს ებრაული და ბერძნული სიტყვები? ბიბლიური თვალსაზრისით, სამართლიანობა ნიშნავს იმის კეთებას, რაც სწორი და პატიოსანია. რადგანაც იეჰოვა ადგენს ზნეობრივ ნორმებსა და პრინციპებს ანუ იმას, თუ რა არის სწორი და პატიოსანი, ის სამართლიანობის გამომჟღავნების სრულყოფილი მაგალითია. „ძველი აღთქმის თეოლოგიურ ლექსიკონში“ ნათქვამია, რომ „სიმართლედ“ გადმოთარგმნილი ებრაული სიტყვა (ცედექ) „ეხება ეთიკურ, ზნეობრივ ნორმას და, რასაკვირველია, ძ[ველ] ა[ღთქმაში] ამ ნორმითაა გამოხატული ღვთის თვისებები და ნება“. ამგვარად, ღვთის მიერ საკუთარი პრინციპების გამოყენება და განსაკუთრებით არასრულყოფილი ადამიანებისადმი მისი მოპყრობა ნათელს ხდის, თუ რას ნიშნავს ჭეშმარიტი სამართლიანობა და სიმართლე.

  • იეჰოვა — ჭეშმარიტი სამართლიანობისა და სიმართლის წყარო
    საგუშაგო კოშკი — 1998 | 1 აგვისტო
    • a ებრაულ წერილებში, ძირითადად, სამი სიტყვაა გამოყენებული. ერთ-ერთი მათგანი (მიშპატ) ხშირად „სამართლიანობადაა“ გადმოთარგმნილი. ორი სხვა სიტყვა კი („ცედექ“ და მონათესავე „ცედაქაჰ“) ხშირ შემთხვევაში „სიმართლედ“ ითარგმნება. „სიმართლედ“ გადმოთარგმნილი ბერძნული სიტყვა (დიკეოსინე) ნიშნავს „მართლის ანუ სამართლიანის თვისებას“.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება