საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • იეჰოვა განადიდებს თავის მესიანურ მსახურს
    ესაიას წინასწარმეტყველება — სინათლე მთელი კაცობრიობისთვის II
    • მისი სიბრძნით ბევრს გაამართლებს მართალი, ჩემი მორჩილი, და სხვათა შეცოდებებს იტვირთავს» (ესაია 53:10, 11).

  • იეჰოვა განადიდებს თავის მესიანურ მსახურს
    ესაიას წინასწარმეტყველება — სინათლე მთელი კაცობრიობისთვის II
    • 32. რა ‘სიბრძნით ამართლებს ბევრს’ იესო და ვინ მართლდება მის მიერ?

      32 კიდევ ერთი კურთხევა, რომელიც იესოს სიკვდილს მოჰყვა, არის ის, რომ უკვე დღეს ‘ამართლებს ბევრს’. ესაიას სიტყვების თანახმად, ამას იესო თავისი „სიბრძნით“ აკეთებს. როგორც ჩანს, ეს ის სიბრძნეა, რომელიც იესომ დედამიწაზე მოსვლით და ღვთისადმი ერთგულების გამო უსამართლოდ ტანჯვით შეიძინა (ებრაელთა 4:15). სიკვდილამდე ტანჯვით იესომ სხვების გამართლებისთვის საჭირო შესაწირავის გაღება შესძლო. ვინ მართლდება ამის საფუძველზე? პირველ რიგში, მისი ცხებული მიმდევრები. ისინი რწმენას ამჟღავნებენ იესოს მსხვერპლის მიმართ, ამიტომაც იეჰოვა ამართლებს მათ და თავის ძეებად აღიარებისა და იესო ქრისტეს თანამემკვიდრეებად გახდომის იმედს აძლევს (რომაელთა 5:19; 8:16, 17). აგრეთვე, „უამრავი ხალხი“, ანუ „სხვა ცხვრები“, რომლებიც რწმენას ამჟღავნებენ იესოს დაღვრილი სისხლისადმი, გამართლებული არიან ღვთის თვალში და ღვთის მეგობრებად გახდომისა და არმაგედონში გადარჩენის იმედით ხარობენ (გამოცხადება 7:9; 16:14, 16; იოანე 10:16; იაკობი 2:23, 25).

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება