საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • კარგი კაცი მოწონებას იხვეჭს უფლისგან
    საგუშაგო კოშკი — 2003 | 15 იანვარი
    • ‘შეურყეველი ფესვები’

      რა თქმა უნდა, შეუძლებელია, კარგი ადამიანი ალალ-მართალი არ იყოს. ასე რომ, იეჰოვას მოსაწონი პიროვნებები რომ ვიყოთ, აუცილებელია მართლებიც ვიყოთ. დავით მეფე მღეროდა: „რადგან შენ აკურთხებ მართალს, უფალო; შენი წყალობით შემოსავ, როგორც ჯავშნით“ (ფსალმუნები 5:13). მართალ და ბოროტ ადამიანს შორის განსხვავებაზე სოლომონი ამბობს: „ვერ დაფუძნდება ადამიანი უკეთურებით, მართალთა ფესვი კი არ შეირყევა“ (იგავები 12:3).

      ბოროტი ადამიანი ერთი შეხედვით წარმატებულია. განვიხილოთ ფსალმუნმომღერალ ასაფის შემთხვევა. „მე კი, — ამბობს ის, — კინაღამ გადაუხვიეს ჩემმა ფეხებმა, კინაღამ მომიცურდა ნაბიჯები!“. რატომ? ის თავადვე პასუხობს თავის შეკითხვას: „შემშურდა სულელებისა, როცა ვხედავდი ბოროტთა კეთილდღეობას“ (ფსალმუნები 72:2, 3). მაგრამ ღვთის ტაძარში მისვლის შემდეგ ასაფი მიხვდა, რომ იეჰოვამ ისინი მოლიპულ გზაზე დააყენა (ფსალმუნები 72:17, 18). ნებისმიერი წარმატება, რომელსაც, ბოროტი ადამიანი ვითომდა აღწევს, დროებითია. განა უნდა გვშურდეს მათი?

      ის პიროვნება კი, რომელსაც იეჰოვა იწონებს, სტაბილურია. სოლომონმა ხის ძლიერი ფესვების შესახებ მეტაფორა გამოიყენა და თქვა: „მართალთა ფესვი . . . არ შეირყევა“ (იგავები 12:3). ისეთი გიგანტური ხის ფესვთა სისტემამ, როგორიცაა კალიფორნიული სექვოია, შეიძლება ნიადაგში 1,5 ჰექტარზე მეტი ფართობი მოიცვას და ხეს ისეთი ძალა მისცეს, წარღვნასა და ქარიშხალს გაუძლოს. გიგანტურმა სექვოიამ შეიძლება ძლიერ მიწისძვრასაც კი გაუძლოს.

      ნოყიერ ნიადაგში ფესვების ამგვარად გადგმის მსგავსად, ჩვენს გონებასა და გულს ღვთის სიტყვის ღრმად გამოკვლევა და მისგან სიცოცხლის მომცემი წყლის ამოღება ესაჭიროება. ამგვარად, ჩვენი რწმენა ღრმად ფესვგადგმული და მყარი ხდება, იმედი კი უტყუარი და მტკიცე (ებრაელთა 6:19). ასეთ შემთხვევაში ვეღარ ‘შეგვარყევს და გაგვიტაცებს მოძღვრების ყოველგვარი ქარი’ (ეფესელთა 4:14). რა თქმა უნდა, სასტიკი განსაცდელების გავლენას შევიგრძნობთ და შეიძლება გაჭირვების დროს შეგვეშინდეს კიდეც, მაგრამ ჩვენი „ფესვი . . . არ შეირყევა“.

  • კარგი კაცი მოწონებას იხვეჭს უფლისგან
    საგუშაგო კოშკი — 2003 | 15 იანვარი
    • ფიქრიდან მოქმედებამდე და მოქმედებიდან შედეგამდე

      ფიქრები მოქმედებისკენ აღგვძრავს, მოქმედებებს კი შედეგებამდე მივყავართ. სოლომონი ერთმანეთს უპირისპირებს მართალ და უკეთურ ადამიანს. იგი აღნიშნავს, როგორ ისხამს ფიქრები ხორცს და იქცევა საქმეებად: „მართალთა ფიქრები სამართალია, უკეთურთა ფანდები — სიცრუე. უკეთურთა სიტყვები ჩასაფრებაა სისხლის დასაღვრელად, მართალთა ბაგენი კი იხსნიან მათ“ (იგავები 12:5, 6).

      კარგ ადამიანს გულშიც კი ზნეობრივად სუფთა ფიქრები უტრიალებს და მიუკერძოებლად და სამართლიანად მოქმედებს. ასეთი ადამიანი ღვთისა და მოყვასისადმი სიყვარულით მოქმედებს და ამიტომაც ყოველთვის კარგი განზრახვა აქვს. უკეთურ ადამიანს კი ეგოისტური სურვილები ამოძრავებს, რის გამოც ის მეთოდები, რომლითაც მიზნის მიღწევა სურს, არასწორია. უკეთურნი ვერაგულად მოქმედებენ; წამითაც არ შეყოყმანდებიან, ისე შეუძლიათ მახე დაუგონ უდანაშაულო ადამიანს, შეიძლება სასამართლოშიც კი უჩივლონ და ცილი დასწამონ. მათი სიტყვები „ჩასაფრებაა სისხლის დასაღვრელად“, რადგან სურთ, რომ უდანაშაულო მსხვერპლს ზიანი მიაყენონ. მართალმა ადამიანებმა კი იციან უკეთურთა ზრახვები; აგრეთვე ისიც, რომ სიფრთხილეს თავი არ სტკივა და საშიშროებისგან თავის დაღწევის უნარი აქვთ. მათ შეიძლება წინდაუხედავებიც კი გააფრთხილონ და უკეთურთა ავი ხრიკებისგან დაიცვან.

      როგორი მომავალი აქვთ მართლებსა და უკეთურებს? „დაემხობიან უკეთურნი და აღარ იქნებიან, — გვპასუხობს სოლომონი, — მართალთა სახლი კი დარჩება“ (იგავები 12:7). სახლში „იგულისხმება ოჯახის წევრები და ყველაფერი, რაც ადამიანისთვის ძვირფასია და, რაც იმის საშუალებას აძლევს, რომ კი არ იარსებოს, არამედ იცხოვროს“, — ამბობს ერთი ცნობარი. ეს გამოთქმა შეიძლება ეხებოდეს მართალი ადამიანის ოჯახსა და შთამომავლობასაც კი. ნებისმიერ შემთხვევაში, იგავის მნიშვნელობა ნათელია: მართალი ადამიანი უბედურების დროს მტკიცედ იდგება.

  • კარგი კაცი მოწონებას იხვეჭს უფლისგან
    საგუშაგო კოშკი — 2003 | 15 იანვარი
    • მართალი ადამიანი აყვავდება

      „ბოროტეული უკეთურთა ნადავლს ეხარბება“, — ამბობს ბრძენი მეფე (იგავები 12:12ა, სსგ). როგორ აკეთებს ბოროტი ადამიანი ამას? როგორც ჩანს, ამისკენ უკუღმართი გზებით ნადავლის ხელში ჩაგდების სურვილი აღძრავს. რა შეიძლება კარგ ადამიანზე ითქვას? ის გამოსწორების მოყვარული და რწმენაში მტკიცედ ფესვგადგმულია; მართალი და სამართლიანი, ჭკვიანი და თავმდაბალი, თანამგრძნობი და გულმოდგინეა. და როგორც სოლომონი ამბობს „მართალთა ფესვი . .  ნაყოფს გამოსცემს“ ანუ „აყვავებულია“ (იგავები 12:12ბ). „მართალთა ფესვი სამუდამოდ იხარებს“, — ამბობს ბიბლიის „ამერიკული თარგმანი“. ასეთი პიროვნება მტკიცედ ფესვგადგმულია და მას ვერაფერი ავნებს.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება