საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • „უპირველესად ეძებეთ . . . მამის სიმართლე“
    საგუშაგო კოშკი — 2010 | 15 ოქტომბერი
    • საფრთხე, რომელიც საკუთარი სიმართლის ძიებაში იმალება

      5. რა საშიშროებას უნდა მოვერიდოთ?

      5 რომაელი ქრისტიანებისთვის მიწერილ წერილში პავლე მოციქულმა ხაზი გაუსვა საფრთხეს, რომელსაც თითოეული ჩვენგანი უნდა მოვერიდოთ, რათა ღვთის სიმართლის ძიებაში ხელი არაფერმა შეგვიშალოს. პავლემ იუდეველებზე თქვა: „ვუმოწმებ მათ, რომ ღვთისთვის მოშურნეობა აქვთ, მაგრამ არა საფუძვლიანი ცოდნით, რადგან რაკი არ იცოდნენ ღვთის სიმართლე და საკუთარი სიმართლის დადგენას ცდილობდნენ, არ დაემორჩილნენ ღვთის სიმართლეს“ (რომ. 10:2, 3). პავლე ამბობდა, რომ მის თანამემამულეებს არ ესმოდათ, რა იყო ღვთის სიმართლე, რადგან საკუთარი სიმართლის დადგენით იყვნენ დაკავებული.a

      6. როგორი დამოკიდებულება არ უნდა განგვივითარდეს და რატომ?

      6 საკუთარი სიმართლის ძიების მახეში გავებმებით, თუ ღვთისმსახურებას შეჯიბრებად ჩავთვლით და საკუთარ თავს სხვებს შევადარებთ. ასეთმა აზროვნებამ შეიძლება ზედმეტად თვითდაჯერებული გაგვხადოს საკუთარ შესაძლებლობებში და იეჰოვას სიმართლე დაგვავიწყოს (გალ. 6:3, 4). ღვთისმსახურებაში სწორი მოტივი იეჰოვას სიყვარული უნდა იყოს. საკუთარი სიმართლის მტკიცების ნებისმიერი მცდელობა გააბათილებს ჩვენს განაცხადს, რომ ღმერთი გვიყვარს (წაიკითხეთ ლუკას 16:15 ).

  • „უპირველესად ეძებეთ . . . მამის სიმართლე“
    საგუშაგო კოშკი — 2010 | 15 ოქტომბერი
    • a ერთი სწავლულის აზრით, დედნისეული ენიდან თარგმნილი სიტყვა „დადგენა“, შეიძლება აგრეთვე ნიშნავდეს „მონუმენტის აღმართვას“. ეს იუდეველები საკუთარ თავს, ასე ვთქვათ, ძეგლს უდგამდნენ, რადგან თავიანთ თავს განადიდებდნენ და არა ღმერთს.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება