საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • როცა ყაჩაღები თავს გესხმიან
    საგუშაგო კოშკი — 1998 | 15 დეკემბერი
    • როცა ყაჩაღები თავს გესხმიან

      რა უნდა გააკეთოთ, თუ მძარცველები შემოგეჭრნენ სახლში და თქვენც შინ დახვდით? გახსოვდეთ, რომ სიცოცხლე ქონებას გირჩევნიათ. ქრისტე იესომ თქვა: „წინ ნუ აღუდგებით ბოროტს; არამედ, თუ ვინმემ მარჯვენა ლოყაში გაგაწნას, მეორე ლოყაც მიუშვირე. ვინც მოისურვებს. . . შენი მოსასხამის წაღებას, სამოსელიც თან გაატანე მას“ (მათე 5:39, 40).

      ეს ბრძნული რჩევაა. მიუხედავად იმისა, რომ ქრისტიანები ვალდებულები არ არიან, ბოროტმოქმედებს ანგარიში ჩააბარონ ქონების შესახებ, ყაჩაღები უფრო ბოროტდებიან, თუ წინააღმდეგობას, ურჩობასა და სიცრუეს გრძნობენ. მრავალი მათგანი, „რომელთაც გრძნობა დაკარგეს“, უფრო ადვილად ხდება აგრესიული და შეუბრალებელი (ეფესელთა 4:19).

      სამუელი ცხოვრობს მრავალბინიან სახლში. მძარცველებმა ბლოკირება გაუკეთეს შენობას და ყველა ბინის ძარცვა-გლეჯა დაიწყეს. სამუელს მოესმა სროლა, კარის შემტვრევის ხმა და ხალხის ყვირილი, ტირილი და მოთქმა. გაქცევა შეუძლებელი იყო. სამუელმა უთხრა თავის ცოლსა და სამ შვილს, დამდგარიყვნენ მუხლებზე, ხელები აეწიათ, თვალები დაეხუჭათ და დალოდებოდნენ. როცა მძარცველები შეუცვივდნენ, სამუელმა მათ თავდახრილმა მიმართა, რადგან იცოდა, რომ, თუ სახეებში შეხედავდა, ისინი იფიქრებდნენ, რომ მერე ამოიცნობდა ყველას. „შემოდით, — თქვა მან. — წაიღეთ, რაც გინდათ. ყველაფერი წაიღეთ. ჩვენ იეჰოვას მოწმეები ვართ და წინააღმდეგობას არ გაგიწევთ“. მძარცველები გაოგნდნენ. დაახლოებით ერთ საათში 12-მა შეიარაღებულმა მამაკაცმა მოიყარა თავი. თუმცა წაიღეს ოქროულობა, ფული და ელექტრონული მოწყობილობები, ისინი არ სცემეს და არც მაჩეტეებით დაჩეხეს, როგორც ეს სხვებს გაუკეთეს იმ შენობაში. სამუელის ოჯახი იეჰოვას უმადლოდა ცოცხლად დარჩენას.

      ეს იმის კარგი მაგალითია, რომ, როცა საქმე ფულსა და მატერიალურ ქონებას ეხება, გაძარცვის მსხვერპლი, რომელიც წინააღმდეგობას არ უწევს, ამცირებს ზიანის მიღების შესაძლებლობასa.

      ზოგჯერ ქრისტიანის ქადაგება შეიძლება დამცველი იყოს ზიანისგან. როცა მძარცველები ადეის სახლში შეეჭრნენ, მან უთხრა: „ვიცი, რომ გიჭირთ და ამიტომაც ეწევით ამ საქმეს. ჩვენ, იეჰოვას მოწმეებს, გვწამს, რომ დადგება დღე, როცა ყველას ექნება საკმარისი საჭმელი თავისთვის და თავისი ოჯახისთვის. ღვთის სამეფოს მმართველობის ქვეშევრდომობით ყველა მშვიდობით იცხოვრებს და ბედნიერი იქნება“. ამან ყაჩაღების აგრესიულობა დააცხრო. ერთ-ერთმა მათგანმა თქვა: „ბოდიშს გიხდით, სახლში რომ შემოგეჭერით, მაგრამ უნდა გაგვიგო — მშივრები ვართ“. მათ გაძარცვეს ადეი, მაგრამ ხელი არ ახლეს არც მას და არც მისი ოჯახის წევრებს.

      სიმშვიდის შენარჩუნება

      სახიფათო ვითარებაში სიმშვიდის შენარჩუნება იოლი არ არის, განსაკუთრებით, როცა მსხვერპლის დამორჩილების მიზნით ყაჩაღები დაშინებას მიმართავენ. ლოცვა დაგვეხმარება. იეჰოვა გაიგებს დახმარებისთვის ჩვენს ღაღადს, თუნდაც მოკლესა და გულში წარმოთქმულს. ბიბლია გვარწმუნებს: „უფლის თვალები მიპყრობილია წმიდანებისაკენ და მისი ყურები — მათი ლოცვისაკენ“ (ფსალმუნი 33:16). იეჰოვა გვისმენს და მოგვცემს სიბრძნეს, რომ მშვიდად გავუმკლავდეთ ნებისმიერ სიტუაციას (იაკობი 1:5).

      ლოცვის გარდა, სიმშვიდის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ წინასწარ იმის მოფიქრება, თუ რას გააკეთებთ და რას არ გააკეთებთ იმ დროს, როცა გძარცვავენ. რა თქმა უნდა, წინასწარ ძნელია იცოდეთ, რა მდგომარეობაში აღმოჩნდებით. მაგრამ, მაინც, გონივრულია გახსოვდეთ პრინციპები, ისევე როგორც გონივრულია უსაფრთხოების ზომების მიღება იმ შემთხვევისთვის, როცა ხანძარგაჩენილ შენობაში ხართ. წინდახედულობა დაგეხმარებათ, შეინარჩუნოთ სიმშვიდე, არ ჩავარდეთ პანიკაში და თავიდან აიცილოთ ზიანი.

  • როცა ყაჩაღები თავს გესხმიან
    საგუშაგო კოშკი — 1998 | 15 დეკემბერი
    • a რასაკვირველია, მორჩილებას თავისი ფარგლები აქვს. იეჰოვას მოწმეები არ ემორჩილებიან არანაირ შემთხვევაში, როცა ღვთის კანონი ირღვევა. მაგალითად, ქრისტიანი ნებით არ დაემორჩილება გაუპატიურების შემთხვევაში.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება