-
ისწავლეთ და სხვებსაც ასწავლეთ ქრისტიანული ზნეობრივი პრინციპებისაგუშაგო კოშკი — 2002 | 15 ივნისი
-
-
a იოსებ ფლავიუსის სიტყვების თანახმად, იუდეველები უპატივცემლოდ არ ეპყრობოდნენ წმინდა საგნებს (არ მკრეხელობდნენ), მაგრამ თავად მან შემდეგნაირად გადააკეთა ღვთის რჯული: „დაე ნუ დავგმობთ ღმერთებს, რომლებსაც სხვა ქალაქებში სცემენ თაყვანს, ნუ გავძარცვავთ წარმართულ ტაძრებს, ნურც რომელიმე ღმერთის სახელზე შეწირულ საგანძურს წამოვიღებთ“ (კურსივი ჩვენია) („იუდეველთა სიძველენი“ [Jewish Antiquities], მე-4 წიგნი, თავი 8, აბზ. 10).
-
-
ისწავლეთ და სხვებსაც ასწავლეთ ქრისტიანული ზნეობრივი პრინციპებისაგუშაგო კოშკი — 2002 | 15 ივნისი
-
-
კერპები გძაგს, და მკრეხელობ [„ტაძარს ძარცვავ“, აქ]?
-
-
ისწავლეთ და სხვებსაც ასწავლეთ ქრისტიანული ზნეობრივი პრინციპებისაგუშაგო კოშკი — 2002 | 15 ივნისი
-
-
8. შესაძლოა, როგორ ძარცვავდნენ ტაძრებს პავლეს დღეებში მცხოვრები იუდეველები?
8 პავლემ ტაძრის მძარცველებიც მოიხსენია. მართლაც ასე იქცეოდა ზოგიერთი იუდეველი? რა ჰქონდა პავლეს მხედველობაში? სიმართლე რომ ვთქვათ, რადგან ამ მუხლის თაობაზე მცირე ინფორმაცია მოგვეპოვება, დარწმუნებით ვერ ვიტყვით, როგორ ‘ძარცვავდა’ ზოგი იუდეველი ‘ტაძარს’. ადრე ეფესოს მწერალმა განაცხადა, რომ პავლეს თანამგზავრები „ტაძრის მძარცველები“ არ იყვნენ, რაც გვაფიქრებინებს, რომ ზოგიერთის აზრით მაინც, იუდეველებს შეიძლება ჩაედინათ მსგავსი რამ (საქმეები 19:29—37). პირადად იყენებდნენ ისინი თუ ვაჭრობდნენ წარმართული ტაძრებიდან დამპყრობლების ან რელიგიური ფანატიკოსების მიერ წამოღებული ძვირფასი ნივთებით? ღვთის რჯულით კერპების ოქრო-ვერცხლი პირადი მიზნებისთვის არ უნდა გამოეყენებინათ. ისინი უნდა განადგურებულიყო (მეორე რჯული 7:25)a. ამიტომ, შესაძლოა, პავლე მოიხსენიებდა იმ იუდეველებს, რომლებიც არღვევდნენ ღვთის ამ მითითებას და პირადი მიზნებისთვის იყენებდნენ ან ყიდდნენ წარმართული ტაძრებიდან წამოღებულ ნივთებს.
9. იერუსალიმის ტაძართან დაკავშირებულ რომელ ბოროტ ქმედებებს შეიძლება ვუწოდოთ ტაძრის ძარცვა?
9 მეორე მხრივ, იოსებ ფლავიუსი მოგვითხრობს რომში იმ ოთხი იუდეველის მიერ ჩადენილი სამარცხვინო საქციელის შესახებ, რომელთაც რჯულის მასწავლებელი თაოსნობდა. ამ ოთხეულმა დაარწმუნა რომაელი ქალი — იუდეველი პროზელიტი — რომ იერუსალიმის ტაძრისთვის შესაწირად მათთვის მიეცა ოქრო და სხვა ძვირფასი ნივთები. მათ მიითვისეს ეს სიმდიდრე და ამგვარად გაძარცვეს ტაძარიb. სხვები კი იმ გაგებით ძარცვავდნენ ტაძარს, რომ ნაკლოვანი მსხვერპლშესაწირავი მოჰქონდათ ან ტაძარში ვაჭრობდნენ, რითაც ტაძარი „ავაზაკთა ბუნაგად“ აქციეს (მათე 21:12, 13; მალაქია 1:12—14; 3:8, 9).
-