საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • მნიშვნელოვანი აზრები ბიბლიის წიგნიდან „რომაელები“
    საგუშაგო კოშკი — 2008 | 15 ივნისი
    • რის საფუძველზე აღიარებს ღმერთი ადამიანებს მართლებად?

      (რომ. 1:1—11:36)

      „ყველამ შესცოდა და მოკლებულნი არიან ღვთის დიდებას, — წერს პავლე, — და მათთვის უსასყიდლო ძღვენია, რომ [ღვთის] წყალობამ გაათავისუფლა ისინი ქრისტე იესოს მიერ გადახდილი გამოსასყიდით და მართლებად არიან აღიარებულნი“. პავლე დასძენს: „ადამიანი რწმენით არის აღიარებული მართლად, კანონით დადგენილი საქმეებისგან დამოუკიდებლად“ (რომ. 3:23, 24, 28). ცხებულ ქრისტიანებს და „უამრავ ხალხს“ სწამთ ‘ერთი მოქმედების, რომელიც გამართლებას ემსახურებოდა’; ეს მათი ‘მართლებად აღიარების’ საფუძველს იძლევა. ცხებულ ქრისტიანებს იმის შესაძლებლობა აქვთ, რომ ზეცაში ქრისტესთან ერთად იმეფონ, უამრავ ხალხს კი, რომელიც „დიდ გასაჭირს“ გადაიტანს, იმის შესაძლებლობა, რომ ღვთის მეგობრებად იწოდებოდნენ (რომ. 5:18; გამოცხ. 7:9, 14; იოან. 10:16; იაკ. 2:21—24; მათ. 25:46).

      „ხომ არ შევცოდოთ, რადგან კანონს კი არ ვექვემდებარებით, არამედ წყალობას? — კითხვას სვამს პავლე. — არავითარ შემთხვევაში! — თვითონვე პასუხობს. — მონები ხართ . . . ცოდვისა სასიკვდილოდ, ან მორჩილებისა სიმართლისთვის“ (რომ. 6:15, 16). პავლე აგრეთვე ამბობს: „თუ სულით სხეულის საქმეებს მოკლავთ, იცოცხლებთ“ (რომ. 8:13).

  • მნიშვნელოვანი აზრები ბიბლიის წიგნიდან „რომაელები“
    საგუშაგო კოშკი — 2008 | 15 ივნისი
    • ვიცხოვროთ ისე, როგორც მართლებად აღიარებულებს შეეფერებათ

      (რომ. 12:1—16:27)

      „მაშ, ძმებო, ღვთის თანაგრძნობით გეხვეწებით: წარადგინეთ თქვენი სხეულები ცოცხალ, წმინდა, ღვთისთვის მოსაწონ მსხვერპლად“ (რომ. 12:1). ამ სიტყვების წარმოთქმამდე პავლე იმის შესახებ წერს, რომ ქრისტიანები მართლებად რწმენით არიან აღიარებულნი. ამის შემდეგ კი მიუთითებს, თუ როგორი თვალსაზრისი უნდა ჰქონდეთ საკუთარ თავზე, როგორ უნდა მოექცნენ სხვას, და როგორი დამოკიდებულება უნდა ჰქონდეთ ხელისუფლების მიმართ.

      პავლე თანაქრისტიანებს მიმართავს: „ვეუბნები ყოველ თქვენგანს: თქვენს თავზე იმაზე მეტად ნუ იფიქრებთ, ვიდრე უნდა ფიქრობდეთ“. ის აგრეთვე ეუბნება: „თქვენი სიყვარული უთვალთმაქცო იყოს. ბოროტება შეიზიზღეთ და სიკეთეს მიეკარით“ (რომ. 12:3, 9). „ყოველი სული დაემორჩილოს უმაღლეს ხელისუფალთ“ (რომ. 13:1). ის მოუწოდებს ქრისტიანებს, რომ ‘არ გაასამართლონ ერთმანეთი’ განსხვავებული სინდისის გამო (რომ. 14:13).

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება