საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • lfb გაკ. 101 გვ. 234-გვ. 235 აბზ. 4
  • პავლე რომში გაგზავნეს

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • პავლე რომში გაგზავნეს
  • იმოგზაურეთ ბიბლიურ დროში
  • მსგავსი მასალა
  • გამაგრდით, იეჰოვაა თქვენი შემწე!
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2020
  • „არცერთი თქვენგანი არ დაიღუპება“
    საგულდაგულოდ იქადაგეთ ღვთის სამეფოზე
  • „საგულდაგულოდ უქადაგებდა“
    საგულდაგულოდ იქადაგეთ ღვთის სამეფოზე
  • ფესტუსი
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
იხილეთ მეტი
იმოგზაურეთ ბიბლიურ დროში
lfb გაკ. 101 გვ. 234-გვ. 235 აბზ. 4
პავლემ და გემზე მყოფმა სხვა ადამიანებმა კუნძულ მალტის ნაპირზე გაცურეს, ვინაიდან მათი ხომალდი დაიმსხვრა.

ᲛᲝᲗᲮᲠᲝᲑᲐ 101

პავლე რომში გაგზავნეს

პავლეს მესამე სამქადაგებლო მოგზაურობა იერუსალიმში დასრულდა. იქ ის დააპატიმრეს და ციხეში ჩასვეს. ღამით პავლეს ხილვაში იესო ეჩვენა, რომელმაც უთხრა: შენ რომშიც იქადაგებ ჩემ შესახებ. პავლე იერუსალიმიდან კესარეაში წაიყვანეს, სადაც ორი წელი გაატარა ციხეში. თავის სასამართლო პროცესზე პავლემ გამგებელ ფესტუსს უთხრა: მინდა, რომ კეისარმა გამასამართლოს რომში. ფესტუსმა უპასუხა: კი ბატონო, კეისართან ასაჩივრებ და კეისართან წახვალ! პავლე რომში მიმავალ გემში ჩასვეს. მას თან გაჰყვა ორი თანაქრისტიანი – ლუკა და არისტარქე.

შუა ზღვაში რომ იყვნენ, საშინელი ქარი ამოვარდა. ქარიშხალი რამდენიმე დღეს გაგრძელდა. გადარჩენის იმედი აღარავის ჰქონდა. მაგრამ პავლემ იქ მყოფებს უთხრა: ხალხნო, ანგელოზი მეჩვენა სიზმარში და მითხრა: „ნუ გეშინია, პავლე! შენ კეისრის წინაშე უნდა წარდგე; შენ გამო ღმერთი ყველა შენს თანამგზავრს გადაარჩენს“.

ქარიშხალი 14 დღეს მძვინვარებდა. ბოლოს, როგორც იქნა, ხმელეთი გამოჩნდა. ეს იყო კუნძული მალტა. უცებ ნაპირისკენ მიმავალი გემი მეჩეჩზე შეჯდა და ნაწილებად დაიმსხვრა, მაგრამ გემზე მყოფი 276-ვე ადამიანი გადარჩა და უსაფრთხოდ გავიდა ნაპირზე; ზოგმა გაცურა, ზოგი კი გემის ნამსხვრევებს ჩაეჭიდა და ისე მიაღწია ხმელეთამდე. იქაურებმა ცეცხლი დაუნთეს გადარჩენილებს, რომ გამთბარიყვნენ; გარდა ამისა, მათ სხვა მხრივაც იზრუნეს მათზე.

სამი თვის შემდეგ ჯარისკაცებმა პავლე სხვა გემით წაიყვანეს რომში. იქ მას ადგილობრივი ძმები დახვდნენ. მათი ნახვის შემდეგ პავლე ძალიან გამხნევდა და იეჰოვას მადლობა გადაუხადა. მართალია, პავლე პატიმარი იყო, მაგრამ მას ნება დართეს, რომ ნაქირავებ სახლში ეცხოვრა ჯარისკაცის მეთვალყურეობის ქვეშ. ის იმ სახლში ორი წელი დარჩა. ხალხი იქ მიდიოდა პავლეს სანახავად. ის მათ ღვთის სამეფოზე ესაუბრებოდა და იესოს შესახებ ასწავლიდა. იქ ყოფნისას მან აგრეთვე რამდენიმე წერილი მისწერა მცირე აზიისა და იუდეის კრებებს. იეჰოვამ საუკეთესოდ გამოიყენა პავლე სასიხარულო ცნობის გასავრცელებლად.

„ჩვენ ყველაფერში ღირსეულად წარვადგენთ თავს, როგორც ღვთის მსახურებს შეეფერებათ – ბევრს ვიტანთ, ვუძლებთ გასაჭირს, სიდუხჭირეს, სირთულეებს“ (2 კორინთელები 6:4).

კითხვები: რატომ გაგზავნა ფესტუსმა პავლე რომში? რა მოხდა გზაში, როცა პავლე რომში მიჰყავდათ?

საქმეები 21:30; 23:11; 25:8–12; 27:1–28:31; რომაელები 15:25, 26

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება