-
იცოდით თუ არა?საგუშაგო კოშკი — 2010 | 1 იანვარი
-
-
აპიუსის გზას სახელი რომაელი სახელმწიფო მოღვაწის აპიუს კლავდიუს ცეკუსის საპატივსაცემოდ ეწოდა, რომელმაც ძვ. წ. 312 წელს დაიწყო ამ გზის მშენებლობა. ეს გზა, რომლის სიგანეც 5-6 მეტრს აღწევდა, მოკირწყლული იყო ვულკანური ქანის დიდი ზომის ქვებით და რომიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 583 კილომეტრზე იყო გადაჭიმული. რომს ის ბრინდიზიუმის (თანამედროვე ბრინდიზი) პორტთან აკავშირებდა და აღმოსავლეთისკენ გასასვლელს უხსნიდა. მგზავრს ამ გზაზე დაახლოებით ყოველ 24 კილომეტრში შეეძლო დასასვენებლად გაჩერებულიყო, ეყიდა საკვები, დაეძინა ან ცხენები თუ ეტლები შეეცვალა.
მაგრამ პავლემ ეს გზა ალბათ ფეხით გაიარა. მას აპიუსის გზაზე დაახლოებით 212 კილომეტრის გავლა მოუწია. ამ გზის ერთი მონაკვეთი გადიოდა ჭანჭრობიან ადგილზე, რომლის შესახებაც ერთი რომაელი მწერალი უკმაყოფილოდ ამბობდა, რომ ის ადგილი კოღოებით იყო სავსე და საშინელი სუნი იდგა. ამ ადგილიდან ჩრდილოეთით იყო აპიუსის მოედანი, რომელიც რომიდან დაახლოებით 65 კილომეტრით იყო დაშორებული, და „სამი ფუნდუკი“, მგზავრების დასასვენებელი ადგილი, საიდანაც ქალაქამდე დაახლოებით 50 კილომეტრი იყო.
-
-
იცოდით თუ არა?საგუშაგო კოშკი — 2010 | 1 იანვარი
-
-
[სურათი 11 გვერდზე]
აპიუსის გზა
-