საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • იეჰოვა სიყვარულის ღმერთია
    საგუშაგო კოშკი — 2015 | 15 ნოემბერი
    • 4. რატომ დაუშვა იეჰოვამ, რომ ქმნილებები მის სამართლიან მმართველობას აჯანყებოდნენ?

      4 როდესაც ეშმაკმა იეჰოვას მმართველობის წინააღმდეგ გაილაშქრა, მან თავის გავლენაში პირველი წყვილიც მოაქცია. სატანამ ეჭვქვეშ დააყენა იეჰოვას უფლება, ყოფილიყო სამყაროს უზენაესი მმართველი. ამგვარად ეშმაკმა განაცხადა, რომ შემოქმედზე უკეთესი მმართველი იქნებოდა (დაბ. 3:1—5). მართალია, იეჰოვამ სატანას ამის დამტკიცების საშუალება მისცა, მაგრამ დროის ეს პერიოდი უსასრულოდ არ გაგრძელდებოდა. განუზომელი სიბრძნის წყალობით იეჰოვამ ეშმაკს სწორედ იმდენი დრო გამოუყო, რამდენიც საკმარისი იქნებოდა იმის გამოსააშკარავებლად, რომ ღვთიური მმართველობის გარდა, ნებისმიერი სხვა მმართველობა მარცხისთვის იყო განწირული. კაცობრიობის ისტორიის შავბნელი ფურცლები იმაზე მოწმობს, რომ არც სატანასა და არც ადამიანებს არ ძალუძთ ხალხისთვის ღირსეული ხელმძღვანელობის გაწევა.

      5. რა ცხადყო კაცობრიობის ისტორიამ?

      5 მხოლოდ გასული საუკუნის მანძილზე 100 მილიონზე მეტი ადამიანი შეიწირა ომებმა. მსოფლიოში მდგომარეობა უფრო და უფრო უარესდება. სწორედ ამას წინასწარმეტყველებდა ბიბლია ქვეყნიერების „ბოლო დღეების“ შესახებ; მასში ვკითხულობთ: „ბოროტები და თვითმარქვიები . . . უფრო უარესად მოიქცევიან“ (2 ტიმ. 3:1, 13). ისტორიამ ცხადყო ბიბლიაში ჩაწერილი სიტყვების ჭეშმარიტება: „ვიცი, იეჰოვა, რომ ადამიანის ნებაზე არ არის მისი გზა; მიმავალი კაცი ვერ წარმართავს თავის ნაბიჯებს“ (იერ. 10:23). დიახ, ღმერთს ადამიანები ისე არ შეუქმნია, რომ მათ ღვთისგან დამოუკიდებლად წარემართათ თავიანთი ნაბიჯები; ღმერთს მათთვის არც ამის უფლება და არც უნარი არ მიუცია.

      6. რა მიზანს ემსახურება ღვთის მიერ დაშვებული ბოროტება?

      6 სატანისთვის გამოყოფილ დროს უნდა გამოეაშკარავებინა ადამიანური მმართველობის უუნარობა. თუმცა ეს გამოსაცდელი პერიოდი უფრო აღმატებულ მიზანსაც მოემსახურებოდა — ერთხელ და სამუდამოდ დამტკიცდებოდა, რომ მხოლოდ ღვთის მმართველობაა წარმატებული. და, თუკი მას შემდეგ, რაც იეჰოვა ბოროტებასა და მის გამომწვევ მიზეზებს აღმოფხვრის, კიდევ ვინმე ეჭვქვეშ დააყენებს მოსიყვარულე ღვთის მმართველობას, მისთვის გამოსაცდელი დროის მიცემის საჭიროება აღარ იარსებებს. კაცობრიობის ისტორიაში უკვე იქნება პრეცედენტი, რომლის საფუძველზეც ღმერთს შეეძლება, დაუყოვნებლივ გაუსწორდეს მეამბოხეთ და აღარ დაუშვას ბოროტების აყვავება.

  • იეჰოვა სიყვარულის ღმერთია
    საგუშაგო კოშკი — 2015 | 15 ნოემბერი
    • მალე ბოროტება წარსულს ჩაჰბარდება!

      10, 11. ა) როგორ გაუსწორდება იეჰოვა ბოროტებს? ბ) როგორ აკურთხებს იეჰოვა მართლებს?

      10 როგორც აღვნიშნეთ, ღმერთი სიყვარულია და მას სძულს ბოროტება. სწორედ ამიტომ მას განზრახული აქვს, რომ უზენაესობის საკითხის გადაწყვეტის შემდეგ ბოროტებას ერთხელ და სამუდამოდ დაუსვას წერტილი როგორც დედამიწაზე, ისე მთელ სამყაროში. ღვთის სიტყვაში ვკითხულობთ: „ბოროტმოქმედნი მოისპობიან, იეჰოვაზე დაიმედებულნი კი დაიმკვიდრებენ დედამიწას. კიდევ ცოტა და აღარ იქნება ბოროტი . . . იეჰოვას მტრები საუკეთესო საძოვრებს დაემსგავსებიან; ბოლო მოეღებათ მათ, კვამლში მოეღებათ ბოლო“ (ფსალმ. 37:9, 10, 20).

      11 თუმცა ღვთის სიტყვაში იეჰოვას ერთგულთა საყურადღებოდ იმედის მომცემი დაპირებაა ჩაწერილი: „მართლები დაიმკვიდრებენ დედამიწას და მარადიულად იცხოვრებენ მასზე“ (ფსალმ. 37:29). მართლები „გაიხარებენ დიდი მშვიდობით“ (ფსალმ. 37:11). ეს დანაპირები უსათუოდ შესრულდება, ვინაიდან ჩვენი მოსიყვარულე ღმერთი ყოველთვის თავის ერთგულთა სასიკეთოდ მოქმედებს. ბიბლია გვაუწყებს: „მოსწმენდს მათ ყოველ ცრემლს თვალებიდან და აღარ იქნება სიკვდილი, აღარც გლოვა, გოდება და ტკივილი, რადგან წინანდელი ყველაფერი მოისპო“ (გამოცხ. 21:4). მართლაც, რა დიდებული მომავალი ელის მათ, ვინც მთელი გულით აფასებს იეჰოვას სიყვარულს და ემორჩილება მას, როგორც მმართველს!

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება