-
ცხოვრების საუკეთესო სარბიელს დავადექიგამოიღვიძეთ! — 2010 | სექტემბერი
-
-
მათ დიდი სიამოვნებით ვუჩვენებდი ბიბლიიდან იმ მონაკვეთებს, სადაც ქრისტიანის ცხოვრება სპორტულ შეჯიბრებასთან არის შედარებული; ჩვენ ხომ მარადიული სიცოცხლის ჯილდოს მოსაპოვებლად დავრბივართ (2 ტიმოთე 2:5; 4:7, 8).
სინამდვილეში, ადამიანს ბედნიერს სპორტულ შეჯიბრებებში გამარჯვება კი არ ხდის, არამედ იმის კეთება, რაც ჩვენს შემოქმედს სიამოვნებს. ჩემი საუბრების შემდეგ ზოგმა სპორტსმენმა შეიცვალა დასახული მიზანი და შეიყვარა ბიბლიური ჭეშმარიტება, რამაც ჩემი ცხოვრება შეცვალა. მიხარია, რომ რამდენიმე მათგანი ღმერთს ისეთივე გულმოდგინებით ემსახურება, როგორც ადრე სპორტს ემსახურებოდა.
-
-
ცხოვრების საუკეთესო სარბიელს დავადექიგამოიღვიძეთ! — 2010 | სექტემბერი
-
-
წლების განმავლობაში ბევრს დავეხმარე ღვთის ახალ ქვეყნიერებაში „ჭეშმარიტი სიცოცხლის“ მოსაპოვებლად წარმატებით რბოლაში (1 ტიმოთე 6:19). სპორტსმენმა თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმი რომ გამოავლინოს, მწვრთნელს კარგად უნდა ესმოდეს მისი. მწრთვნელი მას ძლიერი მხარეების განვითარებასა და სისუსტეების დაძლევაში უნდა დაეხმაროს. მან თავის მოსწავლეს უნდა შთააგონოს, რომ საქმე შუაგზაზე არ მიატოვოს და თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმი გამოავლინოს.
დღემდე მაოცებს ქრისტიანსა და სპორტსმენს შორის არსებული მსგავსება, რასაც მოციქულმა პავლემ ხაზი გაუსვა კორინთელებისთვის მიწერილ თავის პირველ წერილში. წარმატებული სპორტსმენი მხოლოდ გამარჯვებაზე არ ოცნებობს; ის გამუდმებით განაგრძობს ფიზიკურ ვარჯიშს, რეალურ მიზნებს ისახავს და მათ მისაღწევად ყოველდღე იღწვის. თუ ყურადღებას მოადუნებს და მიზანსწრაფული აღარ იქნება, მანამდე გაწეული შრომა წყალში გადაყრილი აღმოჩნდება. ჭეშმარიტი ქრისტიანიც გამუდმებით უნდა იყოს კონცენტრირებული თავის მიზანზე.
გარდა ამისა, წარმატებული სპორტსმენი რეჟიმით ცხოვრობს და მკაცრად იცავს დიეტას. ჭეშმარიტი ქრისტიანიც ასეა. ის გონებას არ ასაზრდოებს ზნეობრივად გამხრწნელი სწავლებებით და, როგორც პავლე მოციქულმა თქვა, არ იკვებება „დემონების სუფრიდან“. პირიქით, ის ნოყიერ სულიერ საკვებს მიირთმევს იეჰოვას სუფრიდან ანუ ბიბლიიდან (1 კორინთელები 10:21). უფრო მეტიც, რთულ სიტუაციებში სპორტსმენი დადებით განწყობას ინარჩუნებს. ის აღიარებს თავის შეცდომებს და გაუმჯობესებისკენ ისწრაფვის. პავლემ დაწერა: „მე უმიზნოდ არ გავრბივარ . . . არამედ ვცემ და ვიმონებ ჩემს სხეულს, რათა . . . არ აღმოვჩნდე უღირსი“ (1 კორინთელები 9:24—27).
მე და ჩემი მეუღლე რეგულარულად ვვარჯიშობთ სპორტდარბაზში და დღემდე ვინარჩუნებთ კარგ ფიზიკურ ფორმას. მაგრამ თავს უფლებას არ ვაძლევთ, რომ ამან ხელი შეგვიშალოს იეჰოვას მსახურებაში, რომელმაც ადამიანი ასე საოცრად შექმნა (ფსალმუნი 139:14). ჩვენ ერთად ვიღწვით, რომ „ჭეშმარიტი სიცოცხლის“ ჯილდო მოვიპოვოთ ღვთის ახალ ქვეყნიერებაში (1 ტიმოთე 4:8).
მას შემდეგ, რაც მოციქულმა პავლემ ქრისტემდე მცხოვრები „მოწმეთა ღრუბელი“ მოიხსენია, მოგვიწოდა: „მოვიშოროთ ყველაფერი, რაც გვამძიმებს, და ცოდვა, რომელიც ადვილად გვაქცევს თავის მარწუხებში, მოთმინებით გავირბინოთ ჩვენ წინ მდებარე მანძილი“ (ებრაელები 12:1). არ არსებობს იმაზე ღირებული საქმე, ვიდრე ამ სარბიელზე სირბილი, რადგან ყველა, ვინც ფინიშის ხაზს გადაკვეთს, მარადიულ კურთხევებს მიიღებს (2 ტიმოთე 4:7, 8).
-