-
ბრუკლინის ბეთელის საუკუნოვანი ისტორიასაგუშაგო კოშკი — 2009 | 1 მაისი
-
-
ბრუკლინის ბეთელის საუკუნოვანი ისტორია
ნიუ-იორკისთვის 1909 წელი ღირსშესანიშნავი წელი იყო. ამ წელს გაიხსნა კუინზისა და მანჰეტენის დამაკავშირებელი კუინზბოროს ხიდი, აგრეთვე მანჰეტენის ხიდი, რომელიც მანჰეტენს ბრუკლინთან აკავშირებს.
ეს წელი იეჰოვას მოწმეებისთვისაც ღირსშესანიშნავი იყო. იეჰოვას მოწმეთა იურიდიული პირის, ბიბლიისა და ტრაქტატების საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ მაშინდელ პრეზიდენტს, ჩარლზ ტეიზ რასელს სჯეროდა, რომ სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობის ქადაგება დიდ მასშტაბებს მიაღწევდა (მათე 24:14). მისი აზრით საზოგადოების მთავარი სამმართველოს გადასვლა პიტსბურგიდან (პენსილვანია) ბრუკლინში (ნიუ-იორკი) ამ მხრივ წინ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნებოდა. გადასვლისთვის სამზადისი 1908 წელს დაიწყო, რაც მომდევნო წლის დასაწყისში განხორციელდა კიდეც.
რატომ მაინცდამაინც ბრუკლინი?
ძმები, რომლებიც იმ წლებში სამქადაგებლო საქმიანობას ხელმძღვანელობდნენ, ხედავდნენ, რომ გაზეთების მეშვეობით ბიბლიური ჭეშმარიტება კარგად ვრცელდებოდა. 1908 წლისთვის რასელის ყოველკვირეული ქადაგებები 11 გაზეთში იბეჭდებოდა, რომელთა საერთო ტირაჟი 402 000-ს შეადგენდა.
ერთხელ რასელმა აღნიშნა: „ძმები, რომლებიც კარგად ხედავენ ამ მეთოდის ეფექტურობას . . . გვარწმუნებენ, რომ ქადაგებები შეიძლება მთელ შეერთებულ შტატებში გავრცელდეს, თუ მათ უფრო დიდი ქალაქის გაზეთებში გამოვაქვეყნებთ. ერთ წელიწადში შეიძლება ამ სტატიების ბეჭდვა ასობით გაზეთმა დაიწყოს რეგულარულად“. ამიტომ ძმებმა ამ მიზნის განსახორციელებლად საუკეთესო ადგილის ძებნა დაიწყეს.
რატომ მაინცდამაინც ბრუკლინი? რასელი წერდა: „მას შემდეგ, რაც ხელმძღვანელობა ვთხოვეთ ღმერთს, იმ დასკვნამდე მივედით, რომ ხალხმრავალი ბრუკლინი (ნიუ-იორკი) . . . რომელიც ტაძრების ქალაქის სახელით არის ცნობილი, ყველაზე შესაფერისი ადგილი იქნებოდა მკისთვის“. შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა. ცოტა ხანში რასელის ქადაგებები 2 000 გაზეთში იბეჭდებოდა.
ნიუ-იორკი კარგი არჩევანი კიდევ ერთი მიზეზის გამოც იყო. 1909 წლისთვის საზოგადოებას უკვე ჰქონდა ფილიალები დიდ ბრიტანეთში, გერმანიასა და ავსტრალიაში, რასაც მალევე მოჰყვა სხვა ფილიალების ჩამოყალიბება. აქედან გამომდინარე, მიზანშეწონილი იყო მსოფლიო მთავარი სამმართველოს გადატანა საპორტო ქალაქში, სადაც ავტომაგისტრალიც იყო და რკინიგზაც.
რატომ დაერქვა ბეთელი?
ბიბლიისა და ტრაქტატების საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ პირველი მთავარი სამმართველო დაარსდა მე-19 საუკუნის 80-იან წლებში ალეგანში (ამჟამად პიტსბურგის ნაწილი, პენსილვანია). იმ დროს მას „ბიბლიის სახლი“ ეწოდებოდა. 1896 წელს იქ 12 ადამიანი მუშაობდა.
1909 წელს ბრუკლინში გადასვლის შემდეგ ახალ შენობას ბეთელი ეწოდა.a რატომ მაინცდამაინც ბეთელი? უძრავი ქონება, რომელიც საზოგადოება „საგუშაგო კოშკმა“ შეისყიდა ჰიქს-სტრიტზე 13—17, ეკუთვნოდა ცნობილ სასულიერო პირს, ჰენრი უორდ ბიჩერს და „ბიჩერის ბეთელის“ სახელით იყო ცნობილი. საზოგადოებამ აგრეთვე შეისყიდა ბიჩერის საცხოვრებელი სახლიც, რომელიც კოლუმბია-ჰაიტსის 124-ში მდებარეობდა. 1909 წლის 1 მარტის „საგუშაგო კოშკში“ ნათქვამი იყო: „შემთხვევითი არ უნდა იყოს ის, რომ ჯერ ბიჩერის ძველი ბეთელი შევიძინეთ და შემდეგ სრულიად მოულოდნელად მისი საცხოვრებელი სახლი . . . ჩვენს ახალ სამყოფელს ბეთელს ვუწოდებთ, ახალ ოფისსა და დარბაზს კი ბრუკლინის კარავს. ამ სახელწოდებებს გამოვიყენებთ ბიბლიის სახლის ნაცვლად“.
-
-
ბრუკლინის ბეთელის საუკუნოვანი ისტორიასაგუშაგო კოშკი — 2009 | 1 მაისი
-
-
სტუმრების გულთბილი მიღება
შენობების მიძღვნა მოხდა 1909 წლის 31 იანვარს. 1909 წლის 6 სექტემბერს, ორშაბათს, ბეთელში სტუმრების მიღების დღე მოეწყო. ასობით ბიბლიის მკვლევარმა (ასე ეწოდებოდათ ადრე იეჰოვას მოწმეებს) დაათვალიერა შენობები. მათი უმრავლესობა პირდაპირ ნიუ-იორკიდან 320 კილომეტრით დაშორებული სარატოგა-სპრინგზიდან იყო მოსული, სადაც ფართომასშტაბიანი ქრისტიანული შეხვედრა ჩატარდა. ჩარლზ ტეიზ რასელი თავად ეგებებოდა სტუმრებს.b
-