საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • w97 2/15 გვ. 32
  • ჭეშმარიტება ჯოჯოხეთზე

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • ჭეშმარიტება ჯოჯოხეთზე
  • საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 1997
საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 1997
w97 2/15 გვ. 32

ჭეშმარიტება ჯოჯოხეთზე

ანგლიკანური ეკლესიის დოქტრინათა კომისიის ანგარიშში ნათქვამია, რომ ჯოჯოხეთი ყველაფრის მიუხედავად მაინც არ წარმოადგენს გავარვარებულ ღუმელს; ის უფრო არყოფნის აბსტრაქტული ადგილია. „ამ ცვლილებისთვის მრავალი მიზეზი არსებობს, — იხსნება ანგარიშში. — მაგრამ მათ რიცხვშია მორალური პროტესტი შიშზე აგებული რელიგიის წინააღმდეგ როგორც ქრისტიანული რწმენის მიმდევრების, ასევე სხვების მხრიდან, და მზარდი შეგრძნება, რომ ზოგადი წარმოდგენა ღმერთზე, რომელმაც მილიონები მარადიულ ტანჯვას გადასცა, დიდად დაშორდა ქრისტეში გამოვლენილ ღვთის სიყვარულს.

ჯოჯოხეთზე ტრადიციულ თვალსაზრისთან დაკავშირებული ეს გართულება მხოლოდ ანგლიკანურ ეკლესიას არ ახასიათებს. სხვადასხვა სარწმუნოების წარმომადგენელმა ხალხმა აღმოაჩინა, რომ ძნელია თაყვანი სცე შურისმგებელ ღმერთს, რომელიც ცოდვილებს წვავს. „ხალხს სურს ღმერთი, რომელიც თბილი და მიმზიდველია, — ამბობს ჯეკსონ კეროლი, დიუკის უნივერსიტეტის საღვთისმეტყველო სკოლაში რელიგიისა და საზოგადოების პროფესორი. — ცოდვასა და დანაშაულზე საუბარი დღევანდელ კულტურასთან წინააღმდეგობაშია“.

იეჰოვას მოწმეებს დიდი ხანია სწამთ, რომ ჯოჯოხეთი, როგორც ბიბლია ასწავლის, უბრალოდ, მკვდრების საერთო საკაცობრიო სამარეა — არა ცეცხლოვანი წამების ადგილი. მათ ეს სწამთ არა იმიტომ, რომ ეს საყოველთაოდ ცნობილია, არამედ იმიტომ, რომ ბიბლია ამბობს: «მკვდრებმა. . . არაფერი იციან. . . არც საქმე, არც საფიქრალი, ცოდნა, ან სიბრძნე არ გაგყვება შავეთში [„ჯოჯოხეთსა შინა“, „ძველი აღთქმის ორტომეული“, 1884 წლის გამოცემა]» (ეკლესიასტე 9:5, 10).

მკვდრების მდგომარეობასთან დაკავშირებული ამ ნათელი გაგებით ჩარლზ ტეიზ რასელმა, საგუშაგო კოშკის საზოგადოების პირველმა პრეზიდენტმა, 1896 წელს წერილობით უპასუხა: „[ბიბლიაში] ჩვენ ვერ ვნახეთ ასეთი ადგილი საუკუნო წამებაზე, როგორც ამას სარწმუნოებები, საეკლესიო ჰიმნთა კრებულები და მრავალი მქადაგებელი ასწავლის მცდარად. მაგრამ ჩვენ ვნახეთ „ჯოჯოხეთი“, შეოლი, ჰადესი, რომელში მოხვედრაც ადამის ცოდვის საფუძველზე მთელ ჩვენს მოდგმას მიესაჯა და საიდანაც ყველა გამოგვისყიდა ჩვენი უფლის სიკვდილმა; და ეს „ჯოჯოხეთი“ არის საფლავი — სიკვდილის მდგომარეობა“.

ამგვარად, საუკუნეზე მეტია, რაც იეჰოვას მოწმეები ასწავლიან ბიბლიურ ჭეშმარიტებას ჯოჯოხეთზე.

[სურათები 32 გვერდზე]

ჩარლზ ტ. რასელი

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება