-
მიწისძვრები უფლის დღესგამოცხადების დიდებული აპოგეა ახლოსაა!
-
-
4. ა) როდიდან ელოდა იეჰოვას ხალხი 1914 წელს კატასტროფული მოვლენების დაწყებას? ბ) დროის რა პერიოდი უნდა დასრულებულიყო 1914 წელს?
4 იეჰოვას ხალხი XIX საუკუნის 70-იანი წლებიდან ელოდა იმას, რომ 1914 წელს კატასტროფული მოვლენების დაწყებით დასრულდებოდა უცხოტომელთათვის დანიშნული დროები. დროის ეს პერიოდი მოიცავს „შვიდ დროს“ (2520 წელს), რომელიც ძვ. წ. 607 წელს იერუსალიმში დავითის სამეფო დინასტიის დამხობით დაიწყო და ახ. წ. 1914 წელს ზეციერ იერუსალიმში იესოს გამეფებით დასრულდა (დანიელი 4:24, 25; ლუკა 21:24)b.
5. ა) რა განცხადება გააკეთა ჩარლს ტეიზ რასელმა 1914 წლის 2 ოქტომბერს? ბ) რა პოლიტიკური ძვრები დაიწყო 1914 წლიდან?
5 ჩარლზ ტეიზ რასელმა 1914 წლის 2 ოქტომბერს ბრუკლინში (ნიუ-იორკი) დილის თაყვანისცემაზე ბეთელის ოჯახის წინაშე მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა: „წარმართთა ჟამი დასრულდა; მათი მეფეების დღეები დათვლილია“.
-
-
მიწისძვრები უფლის დღესგამოცხადების დიდებული აპოგეა ახლოსაა!
-
-
„ძვ. წ. 606 წელს ღვთის სამეფომ მმართველობა შეწყვიტა, მეფეს წაერთვა გვირგვინი და მთელი დედამიწა წარმართთა ძალაუფლებაში გადავიდა. ძვ. წ. 606 წლიდან 2520 წლის ათვლა ახ. წ. 1914 წელსf დასრულდება“ („სამი მსოფლიო“, გამოცემულია 1877 წელს, გვერდი 83, [ინგლ.]).
«ბიბლიიდან ნათლად ჩანს, რომ „წარმართთა ჟამი“ მოიცავს 2520-წლიან პერიოდს, ძვ. წ. 606 წლიდან ახ. წ. 1914 წლამდე» („საღვთო წერილის გამოკვლევა“, ტომი II, დაწერილია ჩ. ტ. რასელის მიერ და გამოცემულია 1889 წელს, გვერდი 79 [ინგლ]).
ჩარლზ ტეიზ რასელი და ისინი, ვინც მასთან ერთად იკვლევდნენ ბიბლიას, ათწლეულებით ადრე მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ უცხოტომელთათვის დანიშნული დროები 1914 წელს დასრულდებოდა (ლუკა 21:24). მიუხედავად იმისა, რომ, მაშინ მათ ბოლომდე არ ესმოდათ, რა მოხდებოდა ამ წელს, მაინც დარწმუნებული იყვნენ, რომ მსოფლიო ისტორიაში ის გადამწყვეტი წელი იქნებოდა, და არც შემცდარან.
-