-
იყიდე ცეცხლით გაწმენდილი ოქროგამოცხადების დიდებული აპოგეა ახლოსაა!
-
-
12. პირველად ვინ ხელმძღვანელობდა იმ ქრისტიანებს, რომლებიც სულიერად იღვიძებდნენ, და ზეცაში განძის დაგროვების რა ბრწყინვალე მაგალითი დაგვიტოვა მან?
12 სულიერად გამოღვიძებულ ქრისტიანებს ჩარლზ ტეიზ რასელი ხელმძღვანელობდა. მან XIX საუკუნის 70-იან წლებში ალეგანში (ახლა პიტსბურგის ნაწილი, პენსილვანია, აშშ) ბიბლიის მკვლევართა ჯგუფი ჩამოაყალიბა. როდესაც რასელმა ჭეშმარიტების ძიება დაიწყო, ის მამამისთან ერთად ბიზნესში იყო ჩაბმული და შეეძლო მილიონერი გამხდარიყო, მაგრამ გაყიდა მაღაზიათა ქსელი და აღებული თანხა ღვთის სამეფოს შესახებ მსოფლიო სამქადაგებლო საქმეს მოახმარა. 1884 წელს ჩარლზ რასელი გახდა იმ კორპორაციის პირველი პრეზიდენტი, რომელსაც დღეს „პენსილვანიის საგუშაგო კოშკის, ბიბლიისა და ტრაქტატების საზოგადოება“ ჰქვია. 1916 წელს მისიონერული მოგზაურობის შემდეგ შეერთებული შტატების დასავლეთიდან დაბრუნებისას ნიუ-იორკში მატარებლით მიმავალი რასელი პამპის (ტეხასის შტატი) მახლობლად გარდაიცვალა. მან სულიერი განძის ზეცაში დაგროვების ბრწყინვალე მაგალითი დაგვიტოვა, რომელსაც ასობით ათასი თავდაუზოგავი პიონერი ჰბაძავს (ებრაელები 13:7; ლუკა 12:33, 34; შეადარეთ 1 კორინთელების 9:16; 11:1).
-
-
იყიდე ცეცხლით გაწმენდილი ოქროგამოცხადების დიდებული აპოგეა ახლოსაა!
-
-
1879 წელს რასელმა, რომელსაც სიყვარულით პასტორს ეძახდნენ, ჭეშმარიტების დასაცავად დაიწყო ჟურნალის გამოცემა, რომელიც დღეს ცნობილია სახელწოდებით — „საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ“. ამ ჟურნალის მეორე ნომერში მან აღნიშნა: «ჩვენ გვჯერა, რომ [ეს ჟურნალი] იეჰოვას მხარდაჭერით გამოდის, ამიტომ არასდროს ვთხოვთ ადამიანებს დახმარებას, რადგან, თუ მან, ვინც თქვა — ‘ჩემია მთის ოქრო და ვერცხლი’, შეგვიწყვიტა ფინანსური მხარდაჭერა, დროებით უნდა შევაჩეროთ ამ ჟურნალის გამოცემა».
-