-
რუსეთიიეჰოვას მოწმეების წელიწდეული 2008
-
-
ვიქტორ გუტშმიდტი იხსენებს: «ერთხელ მსახურებიდან სახლში დაბრუნებულს ყველაფერი აყრილი დამხვდა. კა-გე-ბე ლიტერატურას ეძებდა. მათ დამაპატიმრეს და ორი თვის მანძილზე დაკითხვებს მიწყობდნენ. ჩემი უმცროსი გოგონა 11 თვის იყო, უფროსი კი — ორი წლის.
დაკითხვის დროს ინსპექტორმა მკითხა: „გერმანელი არა ხარ?“ მაშინ სიტყვა „გერმანელს“ „ფაშისტის“ სინონიმად იყენებდნენ. ხალხს სძულდა გერმანელები.
„მე პატრიოტი არა ვარ, მაგრამ იმ გერმანელებზე თუ საუბრობთ, რომლებიც ნაცისტებმა საკონცენტრაციო ბანაკებში ჩაყარეს, მაშინ მე ვამაყობ იმ გერმანელებით! მათ იმ დროს ბიბელფორშერები ერქვათ, დღეს კი იეჰოვას მოწმეები ეწოდებათ. ვამაყობ, რომ არც ერთ მოწმეს არ აუღია ხელში ავტომატი და არც ქვემეხიდან უსვრია. ასეთი გერმანელებით ვამაყობ!“
ინსპექტორს ხმა არ ამოუღია, ამიტომ განვაგრძე: „დარწმუნებული ვარ, რომ არც ერთ იეჰოვას მოწმეს არ მიუღია მონაწილეობა აჯანყებებსა და ამბოხებებში. იეჰოვას მოწმეები აკრძალვის დროსაც კი ღვთის თაყვანისმცემლები არიან. თუმცა, ამავე დროს, ჩვენ ვაღიარებთ და ვემორჩილებით კანონიერ ხელისუფლებასაც, თუ მათი დადგენილი კანონები არ ეწინააღმდეგება ჩვენი შემოქმედის კანონებს“.
მოულოდნელად ინსპექტორმა საუბარი შემაწყვეტინა და მითხრა: „ისე კარგად არც ერთი ჯგუფის საქმიანობა არ შეგვისწავლია, როგორც მოწმეების. რაიმე რომ გვეპოვა თქვენ წინააღმდეგ, თუნდაც ერთი წვეთი სისხლი ყოფილიყო დაღვრილი, ყველას ერთიანად დაგხვრეტდით“.
მაშინ გავიფიქრე: „ჩვენი ძმები გაბედულად ემსახურებოდნენ იეჰოვას მთელ მსოფლიოში და მათმა კარგმა მაგალითმა სიცოცხლე შეგვინარჩუნა საბჭოთა კავშირში. ამიტომ შეიძლებოდა ღვთისადმი ჩვენი მსახურებაც როგორმე დახმარებოდა ძმებს სხვა ტერიტორიებზე“. ეს აზრი მეხმარებოდა, რომ არასოდეს მიმეტოვებინა იეჰოვას გზა».
-
-
რუსეთიიეჰოვას მოწმეების წელიწდეული 2008
-
-
[სურათი 110 გვერდზე]
ვიქტორ გუტშმიდტი
-