-
რუსეთიიეჰოვას მოწმეების წელიწდეული 2008
-
-
ნიკოლაი გუცულიაკი იხსენებს: «კოლონიის კიოსკში ხშირად ვყიდულობდით საკვებს. როცა საყიდლებზე მივდიოდი, ვცდილობდი გამყიდველთან რამდენიმე სიტყვა მეთქვა ბიბლიის შესახებ. ის ყოველთვის ყურადღებით მისმენდა; ერთხელ მთხოვა, მისთვის რამე წამეკითხა. სამი დღის შემდეგ ოფიცერმა ჭიშკართან გამომიძახა. მან მითხრა, რომ კოლონიის მეთაურის სახლში მე და ერთ მოწმეს მინა უნდა ჩაგვესვა ფანჯარაში.
ჯარისკაცების თანხლებით ქალაქში წავედით. კარი გაგვიღო კიოსკის გამყიდველმა ქალმა, რომელიც კოლონიის მეთაურის ცოლი აღმოჩნდა. ერთი ჯარისკაცი შიგნით შემოგვყვა, ორი კი ქუჩაში იდგა ფანჯრის წინ. ქალი ჩაით გაგვიმასპინძლდა და გვთხოვა, მეტი გვეთქვა ბიბლიის შესახებ. ჩვენ მინა ჩავსვით და საფუძვლიანად დავუმოწმეთ. საუბრის ბოლოს მან გვითხრა: „ნუ გეშინიათ, ჩემი მშობლებიც თქვენსავით ღვთისმოშიში ადამიანები იყვნენ“. ის ქმრისგან მალულად კითხულობდა ჩვენს ლიტერატურას, რადგან ქმარს სძულდა მოწმეები».
-
-
რუსეთიიეჰოვას მოწმეების წელიწდეული 2008
-
-
[სურათი 194 გვერდზე]
ნიკოლაი გუცულიაკი არაფორმალურად ქადაგებდა კოლონიის მეთაურის ცოლთან
-