-
რუსეთიიეჰოვას მოწმეების წელიწდეული 2008
-
-
მოგვიანებით სარაიონო ზედამხედველად დაინიშნა რომან სკიბა.
-
-
რუსეთიიეჰოვას მოწმეების წელიწდეული 2008
-
-
პირველად დაინიშნენ სრული დროით საოლქო ზედამხედველები: რომან სკიბა (ციმბირი და ქვეყნის უკიდურესი აღმოსავლეთი),
-
-
რუსეთიიეჰოვას მოწმეების წელიწდეული 2008
-
-
შორეულ ტერიტორიებზე მოგზაურობა
რომან სკიბა, რომელიც 1993 წლის დასაწყისში პოლონეთიდან რუსეთში ჩასულ სპეციალურ პიონერებს შორის იყო, იხსენებს: „1993 წლის ოქტომბერში სარაიონო ზედამხედველად დამნიშნეს. ჩემს პირველ რაიონში შედიოდა სანკტ-პეტერბურგის სამხრეთი ნაწილი, ფსკოვის ოლქი და ბელორუსია. მაგრამ ამაზე დიდი რაიონებიც იყო. მალე უნდა შევგუებოდი შორ მანძილებზე მოგზაურობას. 1995 წლის ნოემბერში სარაიონო ზედამხედველად დამნიშნეს ურალში; ასევე ვეხმარებოდი საოლქო ზედამხედველს. ჩემი ტერიტორია იყო ურალი, ციმბირი და ქვეყნის უკიდურესი აღმოსავლეთი. ერთმა ძმამ გამოთვალა, რომ ამ ოლქში პოლონეთის ზომის 38 ქვეყანა დაეტეოდა. ის რვა სასაათო სარტყელს მოიცავდა. ორი წლის შემდეგ ფილიალმა მთხოვა მომენახულებინა ჯგუფი მონღოლეთის დედაქალაქ ულან-ბატორში“.
ძმა სკიბა დასძენს: „ერთხელ ნორილსკიდან (ჩრდილოეთი პოლარული წრის ჩრდილოეთი) ეკატერინბურგში ჩასასვლელად ორი თვითმფრინავი გამოვიცვალე — ჯერ ნორილსკიდან ნოვოსიბირსკამდე, შემდეგ ნოვოსიბირსკიდან ეკატერინბურგამდე. ეს მოგზაურობა იმით იყო დაუვიწყარი, რომ მას ბოლო არ უჩანდა. ნორილსკიდან ფრენა 12 საათით გადაიდო, ასე რომ, მე და ჩემმა ცოლმა, ლუდმილამ ერთი დღე აეროპორტში გავატარეთ. სამაგიეროდ ვისწავლეთ, რომ დრო უქმად არ დავკარგოთ და პირად შესწავლას ვიტარებთ.
მცდელობის მიუხედავად, ზოგჯერ მონახულებაზე გვაგვიანდებოდა. ერთხელ სოფელ უსტ-კანის (ალთაი) კრების მოსანახულებლად მანქანით მოგვიწია მთებში უასფალტო გზებზე სიარული. სამწუხაროდ, გზაში მანქანა გაგვიფუჭდა და შეხვედრაზე ორი საათი დავაგვიანეთ, აღარაფერს ვამბობ კრების მონაცემების გადახედვაზე. ძალიან ვწუხდით და ვფიქრობდით, რომ იქ აღარავინ დაგვხვდებოდა. მაგრამ გაგვაოცა იმის დანახვამ, რომ დაქირავებულ დარბაზში 175 ადამიანი გველოდებოდა, თუმცა კრებაში მხოლოდ 40-მდე მაუწყებელი იყო. როგორც ჩანს, სანამ მივიდოდით, მრავალმა დაინტერესებულმა მოახერხა მეზობელი სოფლებიდან შეხვედრაზე მოსვლა“.
-
-
რუსეთიიეჰოვას მოწმეების წელიწდეული 2008
-
-
[სურათი 210 გვერდზე]
რომან სკიბას ცოლთან, ლიუდმილასთან ერთად საოლქო ზედამხედველად მსახურებისას შორ მანძილებზე მოგზაურობა უწევდა
-