-
რუსეთიიეჰოვას მოწმეების წელიწდეული 2008
-
-
ზოგჯერ კა-გე-ბე კრების პასუხისმგებელი ძმების სახლებში ფარულად აყენებდა მოსასმენ აპარატებს. გრიგორი სივულსკი, რომელიც აკრძალვის დროს 25 წელი მსახურობდა საოლქო ზედამხედველად, იხსენებს, როგორ იპოვა 1958 წელს სახლის სხვენზე ასეთი აპარატი: „ციმბირში ქალაქ ტულუნის გარეუბანში ვცხოვრობდით ორსართულიანი სახლის მეორე სართულზე. ერთხელ სახლში დაბრუნებულს სხვენიდან ბურღვის ხმა შემომესმა. მივხვდი, რომ კა-გე-ბე სხვენზე მოსასმენ აპარატს აყენებდა. მოსმენა მათი კარგად ცნობილი მეთოდი იყო. ლიტერატურის უმეტესობას სხვენზე და სახურავის შვერილზე ვმალავდით.
საღამოს, როცა მთელი ოჯახი შევიკრიბეთ, ჩემი ეჭვების შესახებ ვთქვი და შევთანხმდით, რომ გარკვეულ ხანს კრების საკითხებზე სახლში აღარ ვილაპარაკებდით. ჩვენ ჩავრთეთ რადიო, ხმას ავუწიეთ და მთელი კვირა არ გამოგვირთავს. კვირის ბოლოს მე და ერთი ძმა ავედით სხვენზე და მივაგენით მოსასმენ აპარატზე შეერთებულ კაბელს. ის შვერილზე ორ ფიცარს შორის იყო გაყვანილი და პირდაპირ კა-გე-ბეს შენობისკენ მიდიოდა. უეჭველი იყო, მათ ყველაფერი ჩაიწერეს, ანუ ყველა რადიოგადაცემა“.
კა-გე-ბეს ჯაშუშები ორგანიზაციაში
კა-გე-ბე მიხვდა, რომ აშკარა დევნამ მოწმეებს ენთუზიაზმი ვერ დაუკარგა. ამიტომ მათ ეშმაკობასა და ტყუილს მიმართეს და პასუხისმგებელი ძმებისა და ორგანიზაციის მიმართ კრებებში უნდობლობა ჩათესეს. კა-გე-ბეს ერთ-ერთი სტრატეგია იყო კრებებში გამოცდილი ჯაშუშების შეგზავნა.
-
-
რუსეთიიეჰოვას მოწმეების წელიწდეული 2008
-
-
ეჭვები მატულობდა, ამიტომ ზოგმა ძმამ შეწყვიტა ქვეყნის კომიტეტისთვის კრების ანგარიშების გაგზავნა. მაუწყებლები კვლავაც აქტიურად ქადაგებდნენ და რეგულარულად აბარებდნენ ანგარიშებს, თუმცა ბევრმა მათგანმა არ იცოდა, რომ მათი ანგარიშები ქვეყნის კომიტეტს აღარ ეგზავნებოდა. 1958 წლისთვის რამდენიმე ათასი მაუწყებელი მოწყვეტილი იყო ქვეყნის კომიტეტისგან. ირკუტსკსა და ტომსკში, მოგვიანებით კი რუსეთის სხვა ქალაქებში ორგანიზაციას მოწყვეტილ ჯგუფებში ზრდა არ შეჩერებულა. 1958 წლის მარტში მათ შექმნეს თავიანთი „ქვეყნის კომიტეტი“ იმ იმედით, რომ მას ყველა კრება აღიარებდა.
-