საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • რუსეთი
    იეჰოვას მოწმეების წელიწდეული 2008
    • ერთ-ერთი პირველი საქმე იყო მიმომსვლელი ზედამხედველების საქმიანობის ორგანიზება. თავიდან ქვეყანაში ხუთი რაიონი შეიქმნა: ორი პეტერბურგში, სამი კი მოსკოვსა და მის შემოგარენში. პირველი სარაიონო ზედამხედველები იყვნენ: არტურ ბაუერი, პაველ ბუგაისკი და როი ესტერი მოსკოვში, ქშიშტოვ პოპლავსკი და ჰანუ ტანინენი სანკტ-პეტერბურგში. მოგვიანებით სარაიონო ზედამხედველად დაინიშნა რომან სკიბა. საოლქო ზედამხედველად დროდადრო მსახურობდა მეთიუ კელი, რომელმაც 1992 წელს შეერთებულ შტატებში დაამთავრა მსახურებაში დახელოვნების სკოლა.

      ჰანუ ტანინენი იხსენებს, როგორ ტარდებოდა სარაიონო მონახულებები 90-იანი წლების დასაწყისში: «მონახულებამდე წერილი გავუგზავნე კრებას პეტროზავოდსკში (კარელია). წერილში მივუთითე, როგორი იქნებოდა მონახულების კვირის განრიგი. როცა მე და ჩემი ცოლი ჩავედით, რკინიგზის სადგურზე იმ კრების უხუცესი დაგვხვდა და სახლში წაგვიყვანა. მან წერილი მაჩვენა და მითხრა: „მართალია, წერილი მივიღეთ, მაგრამ ვერაფერი გავიგეთ. ამიტომ არაფერი გაგვიკეთებია. გადავწყვიტეთ, შენ დაგლოდებოდით“.

      მურმანსკში ჩემი პირველი მონახულების დროს 385 მაუწყებელი 1 000-ზე მეტ ბიბლიის შესწავლას ატარებდა. სინამდვილეში, შემსწავლელთა რიცხვი უფრო დიდი იყო, რადგან მრავალი შესწავლა ჯგუფ-ჯგუფად ტარდებოდა. მაგალითად, ერთ პიონერ დას 13 ბიბლიის შესწავლა ჰქონდა, რომელთაც დაახლოებით 50 ადამიანი ესწრებოდა.

      მეორე დანიშვნა მივიღეთ რაიონში, რომელშიც შედიოდა ვოლგოგრადისა და როსტოვის ოლქები. ვოლგოგრადში მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობდა, მაგრამ მხოლოდ ოთხი კრება იყო. ძმებს ძალიან უნდოდათ, ესწავლათ, როგორ ჩაეტარებინათ კრების შეხვედრები, ბიბლიის შესწავლები და როგორ ემსახურათ კარდაკარ. ყოველი მონახულების დროს ახალ-ახალი კრებები ყალიბდებოდა. სარაიონო ზედამხედველის ანგარიშის მომზადებისას, ვითვლიდით, რამდენი მოინათლა ბოლო მონახულების შემდეგ. ყოველ კრებაში მონახულებებს შორის 50, 60 ან 80 ადამიანი ინათლებოდა, ერთ კრებაში კი 100-ზე მეტი მოინათლა. შედეგად, სულ რაღაც სამ წელიწადში ვოლგოგრადში 16 კრება ჩამოყალიბდა».

      1996 წლის იანვარში რუსეთში ფილიალის კომიტეტი შეიქმნა და პირველად დაინიშნენ სრული დროით საოლქო ზედამხედველები: რომან სკიბა (ციმბირი და ქვეყნის უკიდურესი აღმოსავლეთი), როი ესტერი (ბელორუსია, მოსკოვი, სანკტ-პეტერბურგიდან ურალის მთების ჩათვლით), ჰანუ ტანინენი (კავკასიიდან ვოლგამდე) და არტურ ბაუერი (ყაზახეთი და ცენტრალური აზია). იმ პერიოდში თითოეულ საოლქო ზედამხედველს ოლქის გარდა პატარა რაიონიც ეკუთვნოდა.

      შორეულ ტერიტორიებზე მოგზაურობა

      რომან სკიბა, რომელიც 1993 წლის დასაწყისში პოლონეთიდან რუსეთში ჩასულ სპეციალურ პიონერებს შორის იყო, იხსენებს: „1993 წლის ოქტომბერში სარაიონო ზედამხედველად დამნიშნეს. ჩემს პირველ რაიონში შედიოდა სანკტ-პეტერბურგის სამხრეთი ნაწილი, ფსკოვის ოლქი და ბელორუსია. მაგრამ ამაზე დიდი რაიონებიც იყო. მალე უნდა შევგუებოდი შორ მანძილებზე მოგზაურობას. 1995 წლის ნოემბერში სარაიონო ზედამხედველად დამნიშნეს ურალში; ასევე ვეხმარებოდი საოლქო ზედამხედველს. ჩემი ტერიტორია იყო ურალი, ციმბირი და ქვეყნის უკიდურესი აღმოსავლეთი. ერთმა ძმამ გამოთვალა, რომ ამ ოლქში პოლონეთის ზომის 38 ქვეყანა დაეტეოდა. ის რვა სასაათო სარტყელს მოიცავდა. ორი წლის შემდეგ ფილიალმა მთხოვა მომენახულებინა ჯგუფი მონღოლეთის დედაქალაქ ულან-ბატორში“.

      ძმა სკიბა დასძენს: „ერთხელ ნორილსკიდან (ჩრდილოეთი პოლარული წრის ჩრდილოეთი) ეკატერინბურგში ჩასასვლელად ორი თვითმფრინავი გამოვიცვალე — ჯერ ნორილსკიდან ნოვოსიბირსკამდე, შემდეგ ნოვოსიბირსკიდან ეკატერინბურგამდე. ეს მოგზაურობა იმით იყო დაუვიწყარი, რომ მას ბოლო არ უჩანდა. ნორილსკიდან ფრენა 12 საათით გადაიდო, ასე რომ, მე და ჩემმა ცოლმა, ლუდმილამ ერთი დღე აეროპორტში გავატარეთ. სამაგიეროდ ვისწავლეთ, რომ დრო უქმად არ დავკარგოთ და პირად შესწავლას ვიტარებთ.

      მცდელობის მიუხედავად, ზოგჯერ მონახულებაზე გვაგვიანდებოდა. ერთხელ სოფელ უსტ-კანის (ალთაი) კრების მოსანახულებლად მანქანით მოგვიწია მთებში უასფალტო გზებზე სიარული. სამწუხაროდ, გზაში მანქანა გაგვიფუჭდა და შეხვედრაზე ორი საათი დავაგვიანეთ, აღარაფერს ვამბობ კრების მონაცემების გადახედვაზე. ძალიან ვწუხდით და ვფიქრობდით, რომ იქ აღარავინ დაგვხვდებოდა. მაგრამ გაგვაოცა იმის დანახვამ, რომ დაქირავებულ დარბაზში 175 ადამიანი გველოდებოდა, თუმცა კრებაში მხოლოდ 40-მდე მაუწყებელი იყო. როგორც ჩანს, სანამ მივიდოდით, მრავალმა დაინტერესებულმა მოახერხა მეზობელი სოფლებიდან შეხვედრაზე მოსვლა“.

  • რუსეთი
    იეჰოვას მოწმეების წელიწდეული 2008
    • [სურათი 210 გვერდზე]

      რომან სკიბას ცოლთან, ლიუდმილასთან ერთად საოლქო ზედამხედველად მსახურებისას შორ მანძილებზე მოგზაურობა უწევდა

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება