საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • რუსეთი
    იეჰოვას მოწმეების წელიწდეული 2008
    • ისინი სიხარულით ასრულებენ დავალებას

      არნო და სონია ტიუნგლერებმა, რომლებმაც სკოლა „გალაადის“ კურსი გერმანიაში გაიარეს, 1993 წლის ოქტომბერში დაიწყეს რუსეთში მსახურება. როგორ წაიწია წინ იეჰოვას საქმემ იმ ტერიტორიებზე, სადაც ისინი მსახურობდნენ? ამის შესახებ ისინი თავად გვიამბობენ.

      არნო: «ჩვენ მოსკოვში დაგვნიშნეს. რამდენიმე კვირის შემდეგ პირველად გამოვედით დავალებით „თეოკრატიული მსახურების სკოლაში“. რუსეთში ჩამოსვლიდან ექვსი კვირის თავზე კი პირველად წავიკითხე მოხსენება კონგრესზე. ჩვენს კრებაში დაახლოებით 140 მონათლული მაუწყებელი იყო, კრების ტერიტორია კი გერმანიის ერთი რაიონისოდენა იყო. ჩვენი სამქადაგებლო უბანი ახლოს იყო პიონერთა სახლთან, სადაც ვცხოვრობდით. ჩვენ პირველებმა დავიწყეთ იქ კარდაკარ ქადაგება და ეს მართლაც ამაღელვებელი იყო!»

      სონია: „თუმცა რუსულად თითქმის ვერ ვლაპარაკობდით, დამოუკიდებლადაც ვქადაგებდით ქუჩაში და ხალხს ტრაქტატებსა და ლიტერატურას ვთავაზობდით. ადგილობრივი და-ძმები ძალიან გვეხმარებოდნენ და მზად იყვნენ, ჩვენთან ერთად ექადაგათ. ისინი უაღრესად კეთილები და მომთმენები იყვნენ და საშუალებას გვაძლევდნენ, რომ მსახურებაში დამტვრეული რუსულით გველაპარაკა. მობინადრეებიც დიდ მოთმინებას ავლენდნენ. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ხალხს რელიგია ძალიან აინტერესებდა“.

      არნო: „ენის სწავლაში ძალიან დაგვეხმარა კარდაკარ ქადაგება და ბიბლიის შესწავლების ჩატარება. ჩამოსვლიდან ოთხი თვის შემდეგ, 1994 წლის იანვარში ბიბლიის 22 შესწავლას ვატარებდით, რაც შესაძლებლობას გვაძლევდა, რომ სალაპარაკო რუსული გვესწავლა.

      იმ პერიოდში კონგრესებზე ბევრი ინათლებოდა. ზოგჯერ მათი რიცხვი კონგრესზე დამსწრეთა 10 პროცენტი ან მეტი იყო. ბევრ კრებაში არ იყვნენ ისეთი ძმები, რომლებიც უხუცესად ან მომსახურეებად შეძლებდნენ მსახურებას. ერთი უხუცესი ხუთ კრებაში ასრულებდა თავმჯდომარე ზედამხედველის მოვალეობას. ერთხელ მან მთხოვა, გახსენების საღამოზე ერთ-ერთ კრებაში მოხსენება წამეკითხა. გახსენების საღამოს 804 ადამიანი დაესწრო; მათ შეხვედრის დამთავრებისთანავე დატოვეს დარბაზი, რადგან სხვა კრებაც იმავე დარბაზში უნდა შეკრებილიყო. მაგრამ მომხსენებელი ავტოკატასტროფაში მოჰყვა და შეხვედრაზე დააგვიანდა. მოხსენების წაკითხვა ისევ მე მომიწია. მეორე მოხსენებას 796 ადამიანი დაესწრო. ასე რომ, მხოლოდ ორ კრებაში ჩატარებულ გახსენების საღამოს 1 600 ადამიანი დაესწრო, რაც იმაზე მეტყველებდა, რომ უამრავი ადამიანი ჭეშმარიტებით იყო დაინტერესებული“.

  • რუსეთი
    იეჰოვას მოწმეების წელიწდეული 2008
    • [სურათი 224 გვერდზე]

      არნო და სონია ტიუნგლერებმა რუსეთში მსახურების სხვადასხვა სფეროში მიიღეს მონაწილეობა

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება