-
რუსეთიიეჰოვას მოწმეების წელიწდეული 2008
-
-
ძმები სულიერი საზრდოს დაცვას სხვანაირადაც ახერხებდნენ. ალექსეი ნეპოჩატოვი ამბობს: «ზოგ ძმას შეეძლო მინიატურული ხელნაწერების დამზადება. ისინი წვრილწვერიანი კალმით რვეულის ხაზებს შორის სამ-ოთხ ხაზს წერდნენ. ასანთის კოლოფში „საგუშაგო კოშკის“ ხუთი-ექვსი ასეთი ხელნაწერი ეტეოდა. ამ ხელნაწერების დასამზადებლად კარგი მხედველობა და ძლიერი ნებისყოფა იყო საჭირო. როცა შუქს აქრობდნენ და ყველა დასაძინებლად მიდიოდა, ეს ძმები საბნის ქვეშ იწყებდნენ გადაწერას. სინათლის ერთადერთი წყარო ბარაკის შემოსასვლელის მბჟუტავი ნათურა იყო. რამდენიმე თვეში გადამწერს მხედველობა უქვეითდებოდა. ზოგჯერ მცველი ამჩნევდა, რომ ვიწერდით, მაგრამ თუ ის ჩვენ მიმართ კარგად იყო განწყობილი, გვეუბნებოდა: „ისევ წერთ? როდისღა უნდა დაიძინოთ?“»
-
-
რუსეთიიეჰოვას მოწმეების წელიწდეული 2008
-
-
[სურათი 175 გვერდზე]
ასანთის კოლოფში წვრილი შრიფტით დაწერილი ხუთი-ექვსი „საგუშაგო კოშკი“ ეტეოდა
-