საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • მშვიდობისმოყვარე ხალხი რეპუტაციის დასაცავად ხმას იმაღლებს
    საგუშაგო კოშკი — 2011 | 1 მაისი
    • რუსეთის ორმა უზენაესმა სასამართლომ 2009 წლის დეკემბერსა და 2010 წლის იანვარში იეჰოვას მოწმეთა რელიგია ექსტრემისტულად გამოაცხადა. როგორც ჩანს, ისტორია მეორდება. საბჭოთა კავშირის დროს რუსეთში ათასობით იეჰოვას მოწმე ქვეყნის მტრად შერაცხეს. ისინი გადაასახლეს, დააპატიმრეს ან შრომა-გასწორების კოლონიებში გააგზავნეს. საბჭოთა რეჟიმის დამხობის შემდეგ, იეჰოვას მოწმეების რეაბილიტაცია მოხდა. ახალმა მთავრობამ ოფიციალურად აღადგინა მათი შელახული სახელი.a დღეს კი ზოგი კვლავ ცდილობს, ჩირქი მოსცხოს მათ რეპუტაციას.

      2009 წლის დასაწყისში რუსეთის მთავრობამ იეჰოვას მოწმეთა რელიგიური თავისუფლების შეზღუდვა დაიწყო. მარტო თებერვალში მთელი რუსეთის მასშტაბით 500-ზე მეტი საქმის გამოძიება მიმდინარეობდა. რა მიზანს ემსახურებოდა ეს კამპანია? მიზანი იეჰოვას მოწმეთა კანონსაწინააღმდეგო ქმედებაში მხილება იყო. მომდევნო თვეებში პოლიციამ დაარბია მშვიდობიანი რელიგიური შეხვედრები იეჰოვას მოწმეთა სამეფო დარბაზებსა თუ სახლებში. მოწმეებს ჩამოართვეს ლიტერატურა და პირადი ნივთები. სახელმწიფო მოხელეებმა რუსეთიდან გააძევეს და ქვეყანაში შესვლის უფლება აღარ მისცეს უცხოელ ადვოკატებს, რომლებიც იეჰოვას მოწმეთა ინტერესებს იცავდნენ.

      2009 წლის 5 ოქტომბერს, სანკტ-პეტერბურგთან ახლოს, საბაჟოზე დააკავეს ბიბლიაზე დაფუძნებული ლიტერატურა, რომელიც გერმანიაში იყო დაბეჭდილი. ის განკუთვნილი იყო რუსეთში მცხოვრებ იეჰოვას მოწმეთა ათასობით კრებისთვის. ტვირთის შემოწმება საბაჟოს თანამშრომლების იმ ჯგუფს დაევალა, რომლებიც საშიშ კონტრაბანდულ ტვირთებს ამოწმებენ. რატომ? ოფიციალურ დოკუმენტში აღნიშნული იყო, რომ იქ „შეიძლება ყოფილიყო ისეთი ლიტერატურა, რომელიც რელიგიურ შუღლს გააღვივებდა“.

      მალე აგრესიის ტალღამ პიკს მიაღწია. რუსეთის ფედერაციისა და ალთაის რესპუბლიკის (რუსეთი) უზენაესმა სასამართლოებმა მოწმეების მიერ გამოცემული რამდენიმე პუბლიკაცია, მათ შორის ის ჟურნალი, რომელსაც ახლა კითხულობთ, ექსტრემისტულად გამოაცხადა. მოწმეებმა სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრეს; რუსეთის გადაწყვეტილებამ მსოფლიოს აღშფოთებაც გამოიწვია, მაგრამ უშედეგოდ. სასამართლოს გადაწყვეტილება უცვლელი დარჩა, რაც მოწმეებს უკრძალავს ქვეყანაში ბიბლიური ლიტერატურის შეტანასა და გავრცელებას.

  • მშვიდობისმოყვარე ხალხი რეპუტაციის დასაცავად ხმას იმაღლებს
    საგუშაგო კოშკი — 2011 | 1 მაისი
ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება