-
1919 — ასი წლის წინსაგუშაგო კოშკი — 2019 | ოქტომბერი
-
-
1919 წლის 1 აგვისტოს „საგუშაგო კოშკი“ იტყობინებოდა, რომ სიდარ-პოინტში (ოჰაიო) დაგეგმილი იყო კონგრესი, რომელიც სექტემბრის დასაწყისში გაიმართებოდა. „ყველა გრძნობდა, რომ ამ კონგრესს აუცილებლად უნდა დასწრებოდა“, — აღნიშნა კლარენს ბიტმა, ახალგაზრდა ბიბლიის მკვლევარმა მისურიდან. დამსწრეთა რიცხვმა მოლოდინს გადააჭარბა, რადგან კონგრესს 6 000-ზე მეტი და-ძმა დაესწრო. კონგრესის დროს ახლომდებარე ტბა ერიში 200-ზე მეტი ადამიანი მოინათლა, რამაც იქ შეკრებილი და-ძმები უფრო მეტად გაახარა.
„ოქროს ხანის“ პირველი ნომრის გარეკანი, რომელიც 1919 წლის 1 ოქტომბერს გამოიცა
1919 წლის 5 სექტემბერს, კონგრესის მე-5 დღეს, ძმა რუტერფორდი აუდიტორიის წინაშე წარდგა მოხსენებით „თანამშრომლებისადმი მიმართვა“. მან იქ შეკრებილთ ახალი ჟურნალის, „ოქროს ხანის“a გამოცემა ამცნო, რომლის მიზანიც მიმდინარე მნიშვნელოვანი მოვლენების გაშუქება და მათი გამომწვევი მიზეზების ბიბლიურ ჭრილში განხილვა იყო.