საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • mwb18 აგვისტო გვ. 7
  • იესო ჩვენი და-ძმებისთვისაც მოკვდა

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • იესო ჩვენი და-ძმებისთვისაც მოკვდა
  • ჩვენი ქრისტიანული ცხოვრება და მსახურება — პროგრამა სავარჯიშოებით 2018
  • მსგავსი მასალა
  • მართლად აღიარება
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • ხელი შეუწყვეთ კრების ერთიანობას
    იხარეთ ცხოვრებით მარადიულად! — ბიბლიის სასწავლო კურსი
  • გქონდეთ ისეთივე აზროვნება, როგორიც ქრისტეს ჰქონდა
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2009
  • არ დააბრკოლოთ „არცერთი ამ მცირეთაგანი“
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2021
იხილეთ მეტი
ჩვენი ქრისტიანული ცხოვრება და მსახურება — პროგრამა სავარჯიშოებით 2018
mwb18 აგვისტო გვ. 7
იესო ესაუბრება თავის მიმდევრებს

იცხოვრე ქრისტიანული პრინციპებით

იესო ჩვენი და-ძმებისთვისაც მოკვდა

იესომ საკუთარი სიცოცხლე არასრულყოფილი ადამიანებისთვის გაიღო (რომ. 5:8). უდავოა, ძალიან მადლიერები ვართ, რომ იესო ჩვენთვის მოკვდა და ამგვარად სიყვარული დაგვიმტკიცა. თუმცა ზოგჯერ უნდა შევახსენოთ საკუთარ თავს, რომ ქრისტემ ჩვენი და-ძმებისთვისაც გაიღო სიცოცხლე. როგორ მივბაძოთ მას და როგორ გამოვავლინოთ სიყვარული და-ძმების მიმართ, რომლებიც ჩვენსავით არასრულყოფილები არიან? პირველი, დავუახლოვდეთ მათ, ვინც ჩვენგან ბევრი რამით განსხვავდება, და ამგვარად, გავაფართოოთ სამეგობრო წრე (რომ. 15:7; 2 კორ. 6:12, 13). მეორე, ყველანაირად ვეცადოთ, ისეთი რამ არ ვთქვათ ან გავაკეთოთ, რაც სხვებს გულს ატკენდა (რომ. 14:13—15). და ბოლოს, თუ ვინმე შესცოდავს ჩვენ წინააღმდეგ, მზად ვიყოთ პატიებისთვის (ლუკ. 17:3, 4; 23:34). თუ ვეცდებით, ამ მხრივ მივბაძოთ იესოს და ძალისხმევას არ დავიშურებთ, იეჰოვას წყალობით კრებაში კვლავ მშვიდობა და ერთობა იქნება.

უყურე ვიდეოს „უფრო მიმზიდველი გახდი და-ძმებისთვის“! და უპასუხე ქვემოთ მოყვანილ კითხვებს:

  • მიკის თბილად ხვდებიან ახალ კრებაში

    თავდაპირველად რა დამოკიდებულება ჰქონდა მიკის კრების წევრების მიმართ?

  • მიკის აღიზიანებს ზოგი თანაქრისტიანი

    რატომ შეიცვალა მისი დამოკიდებულება?

  • იესო თბილად მიმართავს მოციქულებს მიუხედავად იმისა, რომ ჩაეძინათ

    როგორ დაეხმარა იესოს მაგალითზე ფიქრი მიკის, შეეცვალა დამოკიდებულება? (მარ. 14:38).

  • მიკის ეცინება, როცა ბიჭუნა ეჯახება და სასმელს ზედ ისხამს

    როგორ გვეხმარება იგავების 19:11-ში ჩაწერილი აზრი, კარგი დავინახო თანაქრისტიანებში?

დაფიქრდი:

ჩემ წინააღმდეგ დაშვებულ რა შეცდომებს უნდა ავუარო გვერდი?

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება