-
იეჰოვას სახლი „სასურველით“ ივსებასაგუშაგო კოშკი — 2000 | 15 იანვარი
-
-
მაგრამ სიკვდილიდან სამი დღის შემდეგ ღმერთმა იესო სულიერ ქმნილებად აღადგინა (1 პეტრე 3:18). ამის შემდეგ მას შეეძლო ღვთის სულიერი ტაძრის წმიდათაწმიდაში, ანუ ზეცაში, შესვლა. ეს ასეც მოხდა. პავლე წერს: „ქრისტე შევიდა არა ხელთქმნილ წმიდაში [როგორც ჩანს, აქ მოციქული წმიდათაწმიდაზე მიუთითებდა], ჭეშმარიტის ანარეკლში, არამედ თვით ცაში, რათა წარდგეს ახლა ჩვენთვის ღვთის წინაშე“ (ებრაელთა 9:24).
10. რა გააკეთა იესომ ზეცაში დაბრუნების შემდეგ?
10 ზეცაში იესომ გაღებული მსხვერპლის ‘სისხლი ასხურა’ იმით, რომ იეჰოვას წარუდგინა გამომსყიდველური, სიცოცხლის მომცემი, თავისი სისხლი. მაგრამ იესომ კიდევ რაღაც გააკეთა. სიკვდილამდე ცოტა ხნის წინათ, მან თავის მიმდევრებს უთხრა: „მე მივდივარ, რათა ადგილი მოგიმზადოთ. როდესაც წავალ და ადგილს მოგიმზადებთ, ისევ მოვალ და ჩემთან წაგიყვანთ, რათა, სადაც მე ვარ, თქვენც იქ იყოთ“ (იოანე 14:2, 3). წმიდათაწმიდაში ანუ ზეცაში შესვლის საშუალების მოპოვების შემდეგ, იესომ სხვებსაც გაუხსნა იქ შესასვლელი გზა (ებრაელთა 6:19, 20). ამ სხვების რაოდენობა არის 144 000. ისინი ღვთის სულიერ ტაძარში მღვდლებად იმსახურებდნენ (გამოცხადება 7:4, 14:1, სსგ; 20:6). სწორედ ისე, როგორც ისრაელის მღვდელმთავარი, პირველ რიგში, იღებდა ხბოს სისხლს და მღვდლების ცოდვების გამოსასყიდად წმიდათაწმიდაში შეჰქონდა, იესოს მიერ დაღვრილი სისხლიც, პირველ რიგში, 144 000 მღვდელს შეეხოb.
-
-
იეჰოვას სახლი „სასურველით“ ივსებასაგუშაგო კოშკი — 2000 | 15 იანვარი
-
-
b ისრაელის მღვდელმთავრისგან განსხვავებით, იესოს არავითარი ცოდვა არ ჰქონია და ამიტომაც ცოდვების გამოსყიდვა არ სჭირდებოდა. მაგრამ მისი თანამღვდლები ცოდვილები იყვნენ, რადგან ისინი ცოდვილი კაცობრიობისგან იყვნენ გამოსყიდული (გამოცხადება 5:9, 10).
-