საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • იეჰოვას დიდებული სულიერი ტაძარი
    საგუშაგო კოშკი — 1996 | 1 ივლისი
    • 3. ა) რას გულისხმობდა იესო სიტყვებში: „მსხვერპლი და შესაწირი არ ისურვე“? ბ) რომელი შესანიშნავი მაგალითი დაუტოვა იესომ მათ, რომელთაც სურთ გახდნენ მისი მოწაფეები?

      3 იესო, როცა ინათლებოდა, ლოცულობდა (ლუკა 3:21). როგორც ჩანს, თავისი სიცოცხლის ამ წუთიდან მან დაიწყო ფსალმუნის 39:7–9 მუხლებში ჩაწერილ სიტყვების შესრულება, რომელიც მოგვიანებით პავლე მოციქულმაც აღნიშნა: „მსხვერპლი და შესაწირავი არ გსურს, მაგრამ სხეული განმიმზადე მე“ (ებრაელთა 10:5). ამით იესომ გამოავლინა ცოდნა იმასთან დაკავშირებით, რომ ღმერთს ‘არ სურდა’ ცხოველური შესაწირის მიტანა გაგრძელებულიყო იერუსალიმის ტაძარში. მან შეიგნო, რომ ღმერთმა სრულყოფილი ფიზიკური სხეული გაამზადა მისთვის, რომ მსხვერპლად შეწირულიყო. ეს გააუქმებდა შემდგომი ცხოველური შესაწირავების მიტანის აუცილებლობას. მან გამოავლინა წრფელი სურვილი, რომ დამორჩილებოდა ღვთის ნებას და ლოცვისას განაგრძო: „აჰა, მოვდივარ, როგორც წიგნის დასაწყისში წერია ჩემზე, შენი ნების აღსასრულებლად, ღმერთო“ (ებრაელთა 10:7). გაბედულებისა და უანგარო თავდადების რა დიდებული მაგალითი დაუტოვა იესომ მათ, რომლებიც შემდგომში მისი მოწაფეები გახდებოდნენ! (მარკოზი 8:34).

      4. როგორ გამოავლინა იეჰოვამ მოწონება იმის მიმართ, რომ იესომ შესთავაზა საკუთარი თავი?

      4 მოიწონა თუ არა იეჰოვამ იესოს ლოცვა, რომელიც ნათლობის დროს წარმოთქვა? დაე, თავად იესოს არჩეულმა მოციქულმა გვიპასუხოს: «ნათელღებული იესო მაშინვე ამოვიდა წყლიდან და აჰა, გაიხსნენ ცანი, და მან იხილა ღვთის სული, მტრედივით გარდმომავალი, მასზე რომ ეშვებოდა. აჰა, ხმა ციდან მეტყველი: „ეს არის ჩემი საყვარელი ძე, რომელიც მოვიწონე მე“» (მათე 3:16, 17; ლუკა 3:21, 22).

      5. რას ასახავდა დედამიწაზე არსებული ტაძრის სამსხვერპლო?

      5 ღვთის მიერ იესოს სხეულის მომავალ შესაწირავად მიღება სულიერი გაგებით ნიშნავდა, რომ გამოჩნდა იერუსალიმის ტაძრის სამსხვერპლოზე უფრო დიდებული სამსხვერპლო. ფიზიკური სამსხვერპლო, სადაც ცხოველებს სწირავდნენ მსხვერპლად, ასიმბოლოებდა იმ სულიერ სამსხვერპლოს, რომელიც სინამდვილეში წარმოადგენდა ღვთის ‘ნებას’, ანუ ღონისძიებას, რომ იესოს მიწიერი სიცოცხლე იეჰოვას მიეღო, როგორც შესაწირავი (ებრაელთა 10:10). აი, რატომ წერდა პავლე მოციქული თანაქრისტიანებს: „ჩვენ გვაქვს სამსხვერპლო, საიდანაც ჭამის უფლება არა აქვთ კარვის [ანუ ტაძრის] მსახურთ“ (ებრაელთა 13:10). სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჭეშმარიტი ქრისტიანებისთვის სარგებლობა მოაქვს ცოდვის გამომსყიდველ იმ უდიდეს მსხვერპლს, რომელიც ებრაელ მღვდელთა უმრავლესობამ უარყო.

  • იეჰოვას დიდებული სულიერი ტაძარი
    საგუშაგო კოშკი — 1996 | 1 ივლისი
    • ორმოცი დღის შემდეგ იესო ამაღლდა ზეცად და შევიდა ნამდვილ „წმიდათაწმიდაში“ და ‘წარდგა ჩვენთვის ღვთის წინაშე’ (ებრაელთა 9:24).

      10. ა) რა მოხდა მას შემდეგ, რაც იესომ მსხვერპლის საფასურად საკუთარი თავი შესთავაზა ზეციერ მამას? ბ) რას ნიშნავდა სულიწმიდით ცხება იესოს მოწაფეებისთვის?

      10 მიიღო თუ არა ღმერთმა იესოს მიერ დაღვრილი სისხლი, როგორც წუთისოფლის ცოდვების გამოსასყიდი? რასაკვირველია, მიიღო. ამის ნათელი მტკიცება მოხდა იესოს აღდგომიდან ზუსტად 50 დღის შემდეგ, ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე. ღვთის წმინდა სული გადმოვიდა იესოს 120 მოწაფეზე, რომლებიც შეკრებილი იყვნენ იერუსალიმში (საქმეები 2:1, 4, 33).

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება