-
ღვთის მოთხოვნების შესრულება იეჰოვას განადიდებსსაგუშაგო კოშკი — 2002 | 1 მაისი
-
-
10. როგორ შეურაცხყოფდნენ მღვდლები იეჰოვას ტაბლას?
10 მალაქიას დროს იერუსალიმის ტაძარში მომსახურე იუდაელი მღვდლები არ სწირავდნენ იეჰოვას საუკეთესო მსხვერპლს. მალაქიას 1:6—8-ში ნათქვამია: „შვილი პატივს სცემს მამას და ყმა — თავის ბატონს. თუ მამა ვარ, სად არის ჩემი პატივისცემა? თუ მათი ბატონი ვარ, სად არის ჩემდამი შიში? თქვენ გეუბნებათ ცაბაოთ უფალი, მღვდლებო, ჩემი სახელის შეურაცხმყოფელნო“. „რითი შეურაცხვყავით შენი სახელიო?“ — შეკითხვას სვამენ მღვდლები. „მოგაქვთ ჩემს სამსხვერპლოზე წაბილწული პური“, — პასუხობს იეჰოვა. „რითი წაგბილწეთო?“ — ეკითხებიან მღვდლები. იეჰოვა ეუბნებათ: „იმით, რომ ამბობთ: საუფლო ტაბლა შესაზიზღიაო“. ეს მღვდლები ყოველთვის შეურაცხყოფდნენ იეჰოვას ტაბლას არასრულფასოვანი მსხვერპლის შეწირვით და ამაში ცუდს ვერაფერს ხედავდნენ.
11. ა) რა თქვა იეჰოვამ მისთვის მიუღებელ შესაწირავზე? ბ) რაში ედებოდა ბრალი ხალხს?
11 იეჰოვა შემდეგი სიტყვებით განაგრძობს მიუღებელი მსხვერპლის შესახებ მსჯელობას: „აბა მიართვი იგი შენს ხელისუფალს, თუ მოგიწონოს ან თუ კეთილად შემოგხედოს?“. მათი ხელისუფალი ნამდვილად არ მოიწონებდა ასეთ ძღვენს. მით უფრო მიუღებელი იქნებოდა უზენაესი მმართველისთვის ასეთი მსხვერპლის შეწირვა! და მხოლოდ მღვდლები როდი იყვნენ გაკიცხვის ღირსნი. მართალია, ისინი იეჰოვასადმი უპატივცემულობას ავლენდნენ ასეთი მსხვერპლის შეწირვით, მაგრამ იყო კი ხალხი უდანაშაულო? რა თქმა უნდა, არა! სწორედ მათ მიჰყავდათ ბრმა, კოჭლი და სნეული პირუტყვი მღვდლებთან შესაწირად. ეს ნამდვილად დიდი ცოდვა იყო!
-
-
ღვთის მოთხოვნების შესრულება იეჰოვას განადიდებსსაგუშაგო კოშკი — 2002 | 1 მაისი
-
-
თითოეული ანგარიშვალდებულია ღვთის წინაშე
17, 18. ა) რატომ დასწყევლა იეჰოვამ „თვალთმაქცები“? ბ) რას არ ითვალისწინებდნენ ისინი, რომლებიც თვალთმაქცურად იქცეოდნენ?
17 მალაქიას თანამედროვენი პასუხისმგებლები იყვნენ თავიანთ საქციელზე; პასუხისმგებლები ვართ ჩვენც (რომაელთა 14:12; გალატელთა 6:5). შესაბამისად, მალაქიას 1:14-ში ნათქვამია: „წყეულიმც იყოს ის თვალთმაქცი, ვისაც მამალი პირუტყვი ჰყავს ფარაში, მაგრამ დასახიჩრებულს აღუთქვამს მსხვერპლად უფალს!“. ის, ვისაც ფარა ჰყავდა, არ იყო მხოლოდ ერთი პირუტყვის — ვთქვათ, მხოლოდ ერთი ცხვრის — მფლობელი, რომ არჩევნის საშუალება არ ჰქონდა. მსხვერპლად მას ბრმა, კოჭლი და დასახიჩრებული პირუტყვი არ უნდა ამოერჩია. ასეთი ცხოველის არჩევა იეჰოვასთვის მსხვერპლშეწირვის შეურაცხყოფა იქნებოდა; კაცს, რომელსაც ფარა ჰყავდა, ნამდვილად შეეძლო უნაკლო პირუტყვის ამორჩევა!
18 ამიტომაც, იეჰოვამ საფუძვლიანად დასწყევლა თვალთმაქცები, რომელთაც ვარგისი პირუტყვი ჰყავდათ, მაგრამ სამსხვერპლოდ მღვდელთან ბრმა, კოჭლი ან სნეული მიჰყავდათ — შესაძლოა, მიათრევდნენ კიდეც. გაკვრითაც კი არ არის არსად ნათქვამი, რომ რომელიმე მღვდელს რჯული მოეშველიებინა იმის ასახსნელად, თუ რამდენად მიუღებელი იყო ასეთი მსხვერპლის შეწირვა (ლევიანნი 22:17—20). ნებისმიერი გონიერი ადამიანისთვის გასაგები იქნებოდა, რომ თავისი ხელისუფლებისთვის ასეთი ძღვნის მირთმევა ძვირად დაუჯდებოდა. მაგრამ, სინამდვილეში, მათ საქმე ჰქონდათ სამყაროს უზენაეს მმართველთან, იეჰოვასთან, რომელიც ბევრად, ბევრად დიდია ნებისმიერ ადამიანურ მმართველზე. მალაქიას 1:14-ში ვკითხულობთ: „დიდი მეფე ვარ მე, ამბობს ცაბაოთ უფალი, და საშინელია ჩემი სახელი ხალხებში“.
19. რას ველით მომავალში და რის კეთება გვმართებს ახლა?
19 ჩვენ, ღვთის ერთგული მსახურები, მთელი გულით ველით იმ დღეს, როდესაც დიდ მეფეს, იეჰოვას, პატივს მიაგებს მთელი კაცობრიობა. მაშინ „აივსება მიწა უფლის ცოდნით, როგორც ზღვა არის წყლებით დაფარული“ (ესაია 11:9).
-