-
ღვთისმოსაწონი მსხვერპლშესაწირავებისაგუშაგო კოშკი — 2000 | 15 აგვისტო
-
-
ამის შესაბამისად, ერთ ნაშრომში მსხვერპლშეწირვა განმარტებულია როგორც „რელიგიური რიტუალი, რომლის დროსაც მსხვერპლი ღვთისთვის შესაწირავად მიაქვთ იმ მიზნით, რომ დაამყარონ, შეინარჩუნონ ან აღადგინონ ადამიანსა და წმინდას შორის სათანადო დამოკიდებულება“.
-
-
ღვთისმოსაწონი მსხვერპლშესაწირავებისაგუშაგო კოშკი — 2000 | 15 აგვისტო
-
-
9. ა) რა სწამდა აბელს და როგორ გამოხატა მან ეს რწმენა? ბ) რა მიზანს მიაღწია აბელის მიერ აღვლენილმა მსხვერპლმა?
9 აბელის რწმენა მხოლოდ იმით არ იფარგლებოდა, რომ ღმერთი არსებობს, რაც, ალბათ, კაენსაც სწამდა. აბელს სწამდა ღვთის აღთქმა თესლის შესახებ, რომლის მეშვეობითაც ერთგული ადამიანები დახსნილ იქნებოდნენ. მისთვის უცნობი იყო, თუ როგორ მოხდებოდა ეს, მაგრამ ღვთის აღთქმის საფუძველზე აბელისთვის ნათელი გახდა, რომ ვიღაცა ქუსლში უნდა დაგესლილიყო. დიახ, მან, როგორც ჩანს, დაასკვნა, რომ სისხლის დაღვრა იქნებოდა აუცილებელი — სწორედ ეს იყო მსხვერპლშეწირვის მიზანი. აბელმა სიცოცხლისა და სისხლის შემცველი ძღვენი აღუვლინა სიცოცხლის წყაროს ნიშნად იმისა, რომ ძალიან სწყუროდა იეჰოვას აღთქმის შესრულების ხილვა და ძალიან სურდა მასში მონაწილეობის მიღება. რწმენის ასეთნაირად გამოვლენამ გახადა აბელის მიერ შეწირული მსხვერპლი იეჰოვასთვის სასიამოვნო და გარკვეულწილად ამით გამოიხატა იმის არსი, თუ რა იყო მსხვერპლი — საშუალება, რომლითაც ცოდვილ ადამიანებს ღმერთთან მიახლოება და მის მოსაწონად ცხოვრება შეეძლოთ (დაბადება 4:4; ებრაელთა 11:1, 6).
10. როგორ გახდა მსხვერპლშესაწირავის მნიშვნელობა ნათელი იმით, რომ იეჰოვამ აბრაამს ისაკის შეწირვა მოსთხოვა?
10 მსხვერპლშეწირვის ღრმა არსი სავსებით ცხადი მაშინ გახდა, როდესაც იეჰოვამ აბრაამს საკუთარი ძის, ისაკის, ყოვლადდასაწველ მსხვერპლად აღვლენა მოსთხოვა. მიუხედავად იმისა, რომ მსხვერპლი პირდაპირი გაგებით არ შეწირულა, ეს იმის მაჩვენებელი იყო, რასაც საბოლოოდ თავად იეჰოვა გააკეთებდა — მსხვერპლად გაიღებდა თავის მხოლოდშობილ ძეს; გაიღებდა უდიდეს შესაწირავს, რათა კაცობრიობის მიმართ მისი განზრახვა შესრულებულიყო (იოანე 3:16).
-