-
უსაფრთხოების ქამარიგამოიღვიძეთ! — 1998 | იანვარი 8
-
-
უსაფრთხოების ქამარი
◼ შეერთებულ შტატებში 5-დან 24 წლამდე ასაკის ადამიანთა სიკვდილიანობის მიზეზი, უმეტესწილად, ავტოკატასტროფებია.
◼ იაპონიაში მკერდის კიბოთი დაღუპულთ ორჯერ, ხოლო პროსტატის კიბოთი დაღუპულთ ოთხჯერ აღემატება საგზაო შემთხვევებით დაღუპულთა რაოდენობა.
◼ ევროპაში მკვლელობას ოთხჯერ აღემატება ავტოავარიებით დაღუპულთა რიცხვი.
ასეთი საგანგაშო სტატისტიკა მიუთითებს, რომ ავტომობილით მგზავრობა საშიშია და დიდი სიჩქარით ტარება დამღუპველია. უმეტესწილად, ადამიანთა მსხვერპლი გარდაუვალია, როდესაც მთვრალ მდგომარეობაში მყოფი პიროვნება მანქანას გადაჭარბებული სიჩქარით მართავს. საბედნიეროდ, უბედური შემთხვევებისა და ტრავმების რისკი შესაძლებელია შემცირდეს. როგორ?
კარგი იქნება, თუ ამის შემდეგ მანქანის უსაფრთხოდ მართვას დაიწყებ. ექსპერტები ირწმუნებიან, რომ მომხდარი 10 უბედური შემთხვევიდან 9-ის თავიდან აცილება ან შეჩერება შესაძლებელია. სიჩქარის გადაჭარბება, „რვიანებით“ ტარება, გადასწრება, სახიფათო დისტანციაზე ტარება, ნარკოტიკების ან ალკოჰოლის გავლენით მართვა, გაუმართავი მანქანის ტარება და ა. შ. სახიფათო ჩვევაა. სიცოცხლის პატივისცემისა და კაცთმოყვარეობის გამო ყურად უნდა ვიღოთ გაფრთხილება და პასუხისმგებლობის გრძნობით უნდა მოვეპყროთ ავტომობილს (მათე 7:12).
უსაფრთხოების ქამარიც უბრალო და აუცილებელია, მაგრამ ხშირად არაფრად აგდებენ. აშშ-ის სატრანსპორტო განყოფილების წარმომადგენლის, ტიმ ჰარდის, აზრით „ავტომობილების შეჯახების დროს უსაფრთხოების ქამარი გადარჩენის ყველაზე საუკეთესო საშუალებაა. ის სიცოცხლის შენარჩუნების უფრო მეტ შანსს იძლევა“. პატარა მგზავრებისთვის საშიშროება უფრო მეტია და ამიტომ, აუცილებელია სპეციალურად მათთვის განკუთვნილ უსაფრთხო ადგილზე მოთავსებაa.
მიუხედავად იმისა, რომ უსაფრთხოების ქამრები კარგია, შემოწმება გვიჩვენებს, რომ შეერთებულ შტატებში სამგზავრო ავტომანქანებით მოსარგებლეთა მესამედი არ იყენებს მას. მშობლებო, მანქანის დაძვრამდე ამოწმებთ თუ არა, რამდენად კარგად აქვთ ბავშვებს დამაგრებული უსაფრთხოების ქამარი? დაგვეთანხმებით, რომ შემოწმებაზე დახარჯული დრო ამაოდ დაკარგული წუთები არ არის.
-
-
უსაფრთხოების ქამარიგამოიღვიძეთ! — 1998 | იანვარი 8
-
-
a საგზაო უსაფრთხოების საერთაშორისო ადმინისტრაცია გვირჩევს: „ბავშვებისთვის განკუთვნილი სპეციალური დასაჯდომები არ უნდა მოთავსდეს მანქანის წინა სავარძელზე იმ შემთხვევაში, თუ მანქანა აღჭურვილია საავარიო ჰაერის ბალიშებით. წინააღმდეგ შემთხვევაში შეჯახების შემდეგ ჰაერის ბალიში იბერება, ეჯახება ბავშვს და ადვილად შესაძლებელია, რომ ტრავმა მიაყენოს მას“.
-