საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • ijwbq სტატია 72
  • რას გვამცნობს წიგნი „გამოცხადება“?

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • რას გვამცნობს წიგნი „გამოცხადება“?
  • პასუხები ბიბლიურ კითხვებზე
  • ქვესათაურები
  • მსგავსი მასალა
  • ბიბლია გვპასუხობს:
  • იყავით წიგნ „გამოცხადების“ ბედნიერი მკითხველი
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 1999
  • გამოცხადება და მისი ბედნიერი აპოგეა!
    გამოცხადების დიდებული აპოგეა ახლოსაა!
  • გამოცხადების 21:1 — „ვიხილე ახალი ცა და ახალი მიწა“
    ბიბლიური მუხლების ახსნა
  • რაც მალე უნდა მოხდეს
    გამოცხადების დიდებული აპოგეა ახლოსაა!
იხილეთ მეტი
პასუხები ბიბლიურ კითხვებზე
ijwbq სტატია 72
მამაკაცი, რომელიც კითხულობს წიგნ „გამოცხადებას“, გონებაში წარმოისახავს მასში აღწერილ მხეცს და მხედრებს

რას გვამცნობს წიგნი „გამოცხადება“?

ბიბლია გვპასუხობს:

ბერძნულად წიგნ „გამოცხადებას“ ეწოდება „აპოკალიფსის“ (აპოკალიფსი), რაც ნიშნავს „გაცხადებას“ ან „გამოაშკარავებას“. ეს სახელი იმაზე მიუთითებს, თუ რა არის წიგნ „გამოცხადების“ არსი. ის გვიმჟღავნებს იმას, რაც დაფარული იყო და ფარდას ხდის იმ მოვლენებს, რომლებიც მისი დაწერიდან დიდი ხნის შემდეგ უნდა განვითარებულიყო. მასში ჩაწერილი ბევრი წინასწარმეტყველება ჯერ კიდევ არ შესრულებულა.

წიგნ „გამოცხადების“ მიმოხილვა

  • შესავალი (გამოცხადება 1:1—9).

  • იესო მიმართავს შვიდ კრებას (გამოცხადება 1:10—3:22).

  • იოანე ხედავს ზეციერ ტახტზე მჯდომ ღმერთს (გამოცხადება 4:1—11).

  • ხილვების მთელი რიგი:

    • შვიდი ბეჭედი (გამოცხადება 5:1—8:6).

    • შვიდი საყვირის დაყვირება, რომელთაგანაც ბოლო სამი საყვირის ხმა „ვაის“ ნიშნავს (გამოცხადება 8:7—14:20).

    • შვიდი წყლულით სავსე შვიდი თასის გადმოღვრა დედამიწაზე ღვთის განაჩენის აღსრულებას ნიშნავს (გამოცხადება 15:1—16:21).

    • ხილვები, რომლებიც ეხება ღვთის მტრების განადგურებას (გამოცხადება 17:1—20:10).

    • ხილვები, რომლებიც აღწერს, როგორ ქმნის ღმერთი ყველაფერ ახალს ზეცაში თუ დედამიწაზე (გამოცხადება 20:⁠11­—22:5).

  • დასკვნა (გამოცხადება 22:​6—21).

როგორ შეგვიძლია გავიგოთ წიგნი „გამოცხადება“

  1. ღვთის მსახურებისთვის ამ წიგნში მოცემული ცნობა შიშის მომგვრელი კი არა, სასიხარულოა. მართალია, სიტყვა „აპოკალიფსი“ ბევრისთვის კატასტროფასთან ასოცირდება, მაგრამ წიგნ „გამოცხადების“ პირველი და ბოლო სიტყვებიდან ვიგებთ, რომ ის, ვინც კითხულობს, ამასთანავე იგებს და იყენებს მასში ჩაწერილ ცნობას, ბედნიერია (გამოცხადება 1:3; 22:7).

  2. წიგნ „გამოცხადებაში“ მოყვანილი ბევრი „ნიშანი“ ანუ სიმბოლო პირდაპირი მნიშვნელობით არ უნდა გავიგოთ (გამოცხადება 1:1).

  3. წიგნ „გამოცხადებაში“ გამოყენებული ბევრი სახელი თუ სიმბოლო ბიბლიის სხვა წიგნებშიც არის მოხსენიებული:

    • იეჰოვა — „ჭეშმარიტი ღმერთი ზეცაში“ და ყოველივეს შემოქმედი (კანონი 4:39; ფსალმუნი 103:19; გამოცხადება 4:11; 15:3).

    • იესო ქრისტე — „ღვთის კრავი“ (იოანე 1:29; გამოცხადება 5:6; 14:1).

    • სატანა ეშმაკი — ღვთის მოწინააღმდეგე (დაბადება 3:14, 15; იოანე 8:44; გამოცხადება 12:9).

    • დიდი ბაბილონი — ძველი ქალაქის, ბაბილონის („ბაბელი“) მსგავსად, ღვთისა და მისი ხალხის მტერი და რელიგიური სიცრუის სათავე — (დაბადება 11:2—9; ესაია 13:1, 11; გამოცხადება 17:4—6; 18:4, 20).

    • „ზღვა“ — ღვთის მოწინააღმდეგე ბოროტი ადამიანები (ესაია 57:20; გამოცხადება 13:1; 21:1).

    • შეთანხმების კიდობანი, მინის ზღვა (დასაბანი აუზი), ლამპრები, საკმევლის კმევა და სამსხვერპლო — ყველაფერი ეს მოგვაგონებს ძველ ისრაელში ღვთის თაყვანისცემისთვის განკუთვნილ კარავს (გამოსვლა 25:10, 17, 18; 40:24—32; გამოცხადება 4:5, 6; 5:8; 8:3; 11:19).

    • მხეცები — ადამიანთა მთავრობები (დანიელი 7:1—8, 17—26; გამოცხადება 13:2, 11; 17:3).

    • რიცხვები, რომლებსაც სიმბოლური მნიშვნელობა აქვთ (გამოცხადება 1:20; 8:13; 13:18; 21:16).

  4. ხილვები, რომლებიც ეხება „უფლის დღეს“. ეს დღე დაიწყო 1914 წელს, როცა ღვთის სამეფო დამყარდა და იესო გამეფდა (გამოცხადება 1:10). ასე რომ, წიგნ „გამოცხადებაში“ მოცემული წინასწარმეტყველებები, ძირითადად, ჩვენს დროში უნდა შესრულდეს.

  5. როგორც მთლიანი ბიბლიის, ისე წიგნ „გამოცხადების“ გასაგებად უმთავრესად ღვთის სიბრძნე და მათი დახმარება გვჭირდება, ვინც უკვე კარგადაა ჩახედული ღვთის სიტყვაში, ბიბლიაში (საქმეები 8:26—39; იაკობი 1:5).

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება