საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • „იესოს შესახებ სასიხარულო ცნობის“ ქადაგება
    საგულდაგულოდ იქადაგეთ ღვთის სამეფოზე
    • ᲗᲐᲕᲘ 7

      „იესოს შესახებ სასიხარულო ცნობის“ ქადაგება

      მახარობელი ფილიპეს მაგალითი.

      საქმეები 8:4—40

      1, 2. რა შედეგი მოჰყვა დევნას პირველ საუკუნეში?

      ᲥᲠᲘᲡᲢᲘᲐᲜᲔᲑᲘᲡ სასტიკი დევნა დაიწყო, „სავლე კრებას არბევდა“. „დარბევად“ ნათარგმნი ბერძნული სიტყვა უმოწყალო სისასტიკეს გამოხატავს (საქ. 8:3). ამ წინააღმდეგობას მოწაფეების გაფანტვა მოჰყვა. ვიღაცას შეიძლებოდა ეფიქრა, სავლემ თავის მიზანს მიაღწია და ქრისტიანობას წერტილი დაუსვაო. მაგრამ, სინამდვილეში, ქრისტიანების გაფანტვის შედეგი სულ სხვა რამ იყო.

      2 მოწაფეები, სადაც წავიდნენ, იქ „ახარებდნენ ღვთის სიტყვას“ (საქ. 8:4). რამდენად ძნელი წარმოსადგენიც არ უნდა ყოფილიყო, დევნამ სასიხარულო ცნობის გავრცელება ვერ შეაჩერა, პირიქით, დააჩქარა. მდევნელებმა მოწაფეებს სახლები დაატოვებინეს, რითაც უნებურად ხელი შეუწყვეს იმას, რომ სამეფოს ცნობა შორეულ ქვეყნებშიც ჩაეტანათ. როგორც ვნახავთ, მსგავსი რამ ხდება ჩვენს დროშიც.

      „ვინც აქეთ-იქით გაიფანტნენ“ (საქმეები 8:4—8)

      3. ა) ვინ იყო ფილიპე? ბ) რატომ არ იყო სამარიაში ნაქადაგები, მაგრამ რა ჰქონდა ნაწინასწარმეტყველები იესოს?

      3 გაფანტულთაგან ერთ-ერთი ფილიპეa იყო (საქ. 8:4, იხილეთ ჩარჩო „მახარობელი ფილიპე“). ის სამარიაში წავიდა, სადაც თითქმის არავის ჰქონდა მოსმენილი სასიხარულო ცნობა, რადგან მოწაფეებისთვის იესოს ნათქვამი ჰქონდა: „სამარიელების ქალაქში ნუ შეხვალთ, მხოლოდ ისრაელი ერის დაკარგულ ცხვრებთან მიდით“ (მათ. 10:5, 6). იესომ კარგად იცოდა, რომ მალე სამარიაშიც დადგებოდა საგულდაგულოდ ქადაგების დრო. ზეცად ამაღლებამდე მოციქულებს უთხრა: „იქნებით ჩემი მოწმეები იერუსალიმში, მთელ იუდეაში, სამარიაში და დედამიწის კიდით კიდემდე“ (საქ. 1:8).

      4. როგორ გამოეხმაურნენ სამარიელები ფილიპეს ქადაგებას და რას შეიძლებოდა ემოქმედა მათზე?

      4 ფილიპემ დაინახა, რომ სამარია გადათეთრებული იყო მოსამკელად (იოან. 4:35). მისი ქადაგება სასიამოვნო იქნებოდა სამარიელთათვის, რადგან იუდეველები ერიდებოდნენ მათთან ურთიერთობას და ბევრ მათგანს სძულდა კიდეც ისინი. სამარიელებმა გაიგეს, რომ სასიხარულო ცნობა განურჩევლად ყველასთვის იყო და ის მკვეთრად განსხვავდებოდა ფარისევლების მიკერძოებული შეხედულებისგან. ფილიპე არ დამსგავსებია იუდეველებს, რომლებიც ზემოდან დაჰყურებდნენ სამარიელებს, ის გულმოდგინედ და მიუკერძოებლად უქადაგებდა მათ. ამიტომ არ იყო გასაკვირი, რატომ უგდებდა ყურს ფილიპეს ლაპარაკს „მთელი ხალხი“ (საქ. 8:6).

      5—7. მოყევით მაგალითები, როცა ქრისტიანების იძულებით გადაადგილებას სასიხარულო ცნობის გავრცელება მოჰყვა.

      5 ღვთის ხალხის დევნამ ვერც ჩვენს დროში შეაჩერა სამქადაგებლო საქმე. ციხიდან ციხეში და ქვეყნიდან ქვეყანაში იძულებით გადაადგილებულმა ქრისტიანებმა სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობა ახალ გარემოშიც მიიტანეს. მაგალითად, მეორე მსოფლიო ომის დროს იეჰოვას მოწმეებმა საუკეთესოდ იქადაგეს ნაცისტურ საკონცენტრაციო ბანაკებში. ერთი ებრაელი, რომელიც იეჰოვას მოწმეებს საკონცენტრაციო ბანაკში შეხვდა, იხსენებს: „იეჰოვას მოწმე პატიმრების სიმტკიცემ დამარწმუნა, რომ მათი რწმენის საფუძველი წმინდა წერილები იყო. ასე გავხდი მეც იეჰოვას მოწმე“.

      6 დროდადრო თვით მდევნელებიც კი იღებდნენ სასიხარულო ცნობას. მაგალითად, ფრანც დეშმა, რომელიც გიუცენის (ავსტრია) საკონცენტრაციო ბანაკში გადაიყვანეს, ესესელების ოფიცერთან დაიწყო ბიბლიის შესწავლა. წარმოიდგინეთ მათი სიხარული, როცა რამდენიმე წლის შემდეგ იეჰოვას მოწმეთა ერთ-ერთ კონგრესზე ერთმანეთს შეხვდნენ ფრანცი და ყოფილი ოფიცერი, რომელიც ახლა უკვე სასიხარულო ცნობის მქადაგებელი იყო.

      7 სასიხარულო ცნობა მაშინაც ვრცელდება, როცა დევნის გამო ქრისტიანებს ერთი ქვეყნიდან მეორეში უწევთ გაქცევა. მაგალითად, 1970-იან წლებში, როცა იეჰოვას მოწმეები იძულებულები იყვნენ მალავიდან მოზამბიკში გადასულიყვნენ, იქ ჩასულებმა შესანიშნავად იქადაგეს. მოგვიანებით მოზამბიკშიც დაიწყო დევნა, მაგრამ ქადაგება არც მაშინ შეწყვეტილა. ფრანცისკო კოანა ამბობს: „მართალია, ზოგიერთი ჩვენგანი ქადაგებისთვის ბევრჯერ დააპატიმრეს, მაგრამ ბევრი იღებდა სამეფოს შესახებ ცნობას და ეს გვარწმუნებდა, რომ ღმერთი პირველი საუკუნის ქრისტიანების მსგავსად ჩვენც გვეხმარებოდა“.

      8. როგორ იმოქმედა პოლიტიკურმა და ეკონომიკურმა ცვლილებებმა სამქადაგებლო საქმიანობაზე?

      8 ახალ ტერიტორიებზე სასიხარულო ცნობის გავრცელება მხოლოდ დევნას არ გამოუწვევია. ბოლო ათწლეულების განმავლობაში პოლიტიკური და ეკონომიკური ცვლილებების გამო სამეფოს ცნობა სხვადასხვა ეროვნებისა და მრავალ ენაზე მოლაპარაკე ხალხის ყურამდე მივიდა. ბევრი ნაომარი ან ეკონომიკურად გაჭირვებული ქვეყნიდან უფრო სტაბილურ ქვეყანაში გადავიდა საცხოვრებლად და იქ დაიწყო ბიბლიის შესწავლა. ლტოლვილთა სიმრავლის გამო ბევრი უცხოენოვანი ტერიტორია შეიქმნა. თქვენც ცდილობთ, უქადაგოთ თქვენს ტერიტორიაზე მცხოვრებ ხალხს „ყველა ერიდან და ტომიდან, ხალხიდან და ენიდან“? (გამოცხ. 7:9).

      „მეც მომეცით ძალაუფლება“ (საქმეები 8:9—25)

      ჯადოქარი ფილიპე ფულის ქისით უახლოვდება მოციქულს. მოციქულს ხელი უდევს ქრისტიანი მამაკაცის მხარზე. მათ უკან ფონზე ჩანს, რომ კიდევ ერთი ქრისტიანი კაცი პატარა კოჭლ გოგონას კურნავს და გარშემომყოფებს აოცებს.

      „როცა სიმონმა დაინახა, რომ მათ მოციქულთა ხელების დადებით მიეცათ წმინდა სული, ფული შესთავაზა მოციქულებს“ (საქმეები 8:18).

      9. ვინ იყო სიმონი და რამ მიიქცია მისი ყურადღება?

      9 სამარიაში ფილიპე ბევრ სასწაულს ახდენდა, მაგალითად, ხეიბრებს კურნავდა და ბოროტ სულებს დევნიდა (საქ. 8:6—8). ერთი კაცი, სახელად სიმონი, განსაკუთრებით მოხიბლა ფილიპეს სასწაულთმოქმედების ძღვენმა. სიმონს ჯადოქრობით ჰქონდა სახელი განთქმული, და თანაც ისე, რომ მასზე ამბობდნენ, ეს კაცი ღვთის ძალააო; თვითონ სიმონმა კი ჭეშმარიტად ღვთის ძალა ფილიპეს მოხდენილ სასწაულებში დაინახა და მორწმუნეც გახდა (საქ. 8:9—13). მაგრამ მალე მისი გულწრფელობა გამოიცადა.

      10. ა) რატომ ჩავიდნენ სამარიაში პეტრე და იოანე? ბ) რა გააკეთა სიმონმა, როცა დაინახა, რომ ახალმა მოწაფეებმა პეტრესა და იოანეს ხელების დადებით წმინდა სული მიიღეს?

      10 მოციქულებმა გაიგეს, რომ სამარიაში ბევრმა მიიღო ღვთის სიტყვა, ამიტომ იქ პეტრე და იოანე გაგზავნეს (იხილეთ ჩარჩო «პეტრე „სამეფოს გასაღებებს“ იყენებს»). სამარიაში ჩასულმა მოციქულებმა ახალ მოწაფეებს ხელები დაადეს და ყველა მათგანზე გადავიდა წმინდა სული.b ნანახით მოხიბლულმა სიმონმა მოციქულებს სთხოვა: „მეც მომეცით ძალაუფლება, რომ ვისაც ხელს დავადებ, წმინდა სული მიიღოს“. ამ ძღვნის მისაღებად მან მოციქულებს ფულიც კი შესთავაზა (საქ. 8:14—19).

      11. რა ურჩია პეტრემ სიმონს და როგორ მოიქცა სიმონი?

      11 პეტრემ ერთმნიშვნელოვნად უპასუხა სიმონს: „ოხრად დაგრჩეს შენი ვერცხლი, რადგან ღვთის ძღვნის ყიდვა მოინდომე! შენ ამას ვერ ეღირსები, არ გეკუთვნის, რადგან გულწრფელი არა ხარ ღვთის წინაშე!“. შემდეგ პეტრემ უთხრა, მოენანიებინა და ღვთისთვის პატიება ეთხოვა: „შეევედრე იეჰოვას, იქნებ გაპატიოს ეს მზაკვრული ჩანაფიქრი“. როგორც ჩანს, სიმონი ბოროტი კაცი არ ყოფილა, მას უნდოდა, სწორად მოქცეულიყო, მაგრამ განსჯის უნარი აკლდა. სიმონმა მოციქულებს სთხოვა: „თქვენ შეევედრეთ იეჰოვას, რომ არ მეწიოს ის, რაც ჩემზე თქვით“ (საქ. 8:20—24).

      12. რა არის „სიმონია“ და როგორ ვლინდება ის ქრისტიანულ სამყაროში?

      12 პეტრეს შეგონება დღესაც საყურადღებოა ქრისტიანებისთვის. საინტერესოა, რომ სწორედ ამ შემთხვევამ განაპირობა სიტყვა „სიმონიას“ წარმოშობა. „სიმონია“ ნიშნავს საეკლესიო თანამდებობათა ყიდვა-გაყიდვას, რაც განდგომილი ქრისტიანული სამყაროს ისტორიისთვის ნამდვილად არ არის უცხო. „ენციკლოპედია ბრიტანიკის“ მეცხრე გამოცემაში (1878 წ.) ნათქვამია: «კონკლავისc ისტორია ცხადყოფს, რომ „სიმონიის“ გარეშე არც ერთი პაპი არ არჩეულა. ხშირად კონკლავზე „სიმონია“ თვალში საცემი, მეტისმეტად სამარცხვინო და ყველას დასანახავი იყო».

      13. როგორ უნდა გაექცნენ ქრისტიანები „სიმონიას“?

      13 ქრისტიანები უნდა გაექცნენ „სიმონიას“. მაგალითად, გარკვეული პასუხისმგებლობების მისაღებად არ უნდა შეეცადონ საჩუქრებითა და ქება-დიდებით კრების ხელმძღვანელი ძმების გულის მოგებას. თავის მხრივ, მდიდარი თანაქრისტიანების მიმართ არც ისინი უნდა იყვნენ მიკერძოებულნი, ვისაც კრებაში თანამორწმუნეებისთვის გარკვეული პასუხისმგებლობის მიცემა ხელეწიფება. „სიმონია“ ერთ სიტუაციაშიც ვლინდება და მეორეშიც. ღვთის ყველა მსახურს მართებს იყოს უმცირესი და დაელოდოს იეჰოვას სულის ხელმძღვანელობას (ლუკ. 9:48). ღვთის ორგანიზაციაში არ არის ადგილი მათთვის, ვინც „საკუთარ დიდებას“ ეძებს (იგავ. 25:27).

      ᲞᲔᲢᲠᲔ „ᲡᲐᲛᲔᲤᲝᲡ ᲒᲐᲡᲐᲦᲔᲑᲔᲑᲡ“ ᲘᲧᲔᲜᲔᲑᲡ

      იესომ პეტრეს უთხრა: „მოგცემ ზეციერი სამეფოს გასაღებებს“ (მათ. 16:19). რას გულისხმობდა იესო? ამ „გასაღებებით“ პეტრეს სხვადასხვა კატეგორიის ადამიანებისთვის უნდა „გაეხსნა“ სასიხარულო ცნობის მოსმენისა და ზეციერი სამეფოს მემკვიდრედ ყოფნის შესაძლებლობა. როდის გამოიყენა პეტრემ ეს გასაღებები?

      • პეტრემ პირველი გასაღები ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე გამოიყენა, როცა იუდეველებსა და პროზელიტებს მოუწოდა, მოენანიებინათ და მონათლულიყვნენ. მოწოდებისამებრ დაახლოებით 3 000 კაცი მოინათლა და ზეციერი სამეფოს მემკვიდრეობის მიღების იმედი მიეცა (საქ. 2:1—41).

      • პეტრემ მეორე გასაღები სტეფანეს სიკვდილიდან არც ისე დიდი ხნის შემდეგ გამოიყენა, როცა პეტრემ და იოანემ ახალმონათლულ სამარიელებს ხელები დაადეს, და მათზე წმინდა სული გადავიდა (საქ. 8:14—17).

      • პეტრემ მესამე გასაღები ახ. წ. 36 წელს გამოიყენა, როცა წინადაუცვეთელ უცხოტომელებს ზეციერი სამეფოს მემკვიდრეობის მიღების იმედი მისცა. პეტრემ კორნელიუსს უქადაგა და წინადაუცვეთელ უცხოტომელთაგან ის პირველი ქრისტიანი გახდა (საქ. 10:1—48).

      „გესმის, რასაც კითხულობ?“ (საქმეები 8:26—40)

      14, 15. ა) ვინ იყო ეთიოპი საჭურისი და როგორ იპოვა ის ფილიპემ? ბ) როგორ იმოქმედა საჭურისზე ფილიპეს ქადაგებამ და რატომ არ იყო მისი ნათლობა ნაჩქარევი? (იხილეთ სქოლიო).

      14 იეჰოვას ანგელოზმა ფილიპეს უთხრა, რომ იერუსალიმიდან ღაზისკენ მიმავალ გზას დასდგომოდა. ფილიპე ამ გზაზე მიმავალ ეთიოპ საჭურისს დაინახავდა, რომელიც „ხმამაღლა კითხულობდა ესაიას წინასწარმეტყველებას“, და სწორედ ამ დროს გაიგებდა, რატომ მიეცა ეს მითითება (იხილეთ ჩარჩო, „რა გაგებით იყო საჭურისი?“). იეჰოვას წმინდა სულმა ფილიპეს უთხრა, რომ საჭურისის ეტლს მიახლოებოდა. ფილიპე სირბილით დაედევნა, დაეწია და ჰკითხა: „გესმის, რასაც კითხულობ?“ ეთიოპმა უპასუხა: „როგორ გავიგებ, თუ არავინ ამიხსნა?“ (საქ. 8:26—31).

      15 ეთიოპმა საჭურისმა ფილიპეს სთხოვა, გვერდით დაჯდომოდა. მათ შორის საინტერესო საუბარი წარიმართა. ესაიას წინასწარმეტყველებაში მოხსენიებული „ცხვრისა“ და „მსახურის“ ვინაობა დიდხანს იყო დაფარული (ეს. 53:1—12). მაგრამ საუბრის დროს ფილიპემ აუხსნა, რომ ეს წინასწარმეტყველება იესო ქრისტეზე შესრულდა. იმ ხალხის მსგავსად, რომელიც ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე მოინათლა, იუდეველ პროზელიტ ეთიოპ საჭურისსაც კარგად ესმოდა, რა უნდა გაეკეთებინა. მან უთხრა ფილიპეს: „აი წყალი. რა მიშლის ხელს, რომ მოვინათლო?“ და ფილიპემაც უყოყმანოდ მონათლა ის (იხილეთ ჩარჩო „წყალში ნათლობა“).d ამის შემდეგ იეჰოვას სულმა ფილიპე სასიხარულო ცნობის საუწყებლად აშდოდში წაიყვანა (საქ. 8:32—40).

      ᲠᲐ ᲒᲐᲒᲔᲑᲘᲗ ᲘᲧᲝ ᲡᲐᲭᲣᲠᲘᲡᲘ?

      „საჭურისად“ ნათარგმნ ბერძნულ სიტყვაში გამრავლების უნარის არ მქონე კაცი ან სამეფო კარზე მომსახურე პირი იგულისხმება. მეფის ხარჭების მცველი შესაძლოა პირდაპირი გაგებით დასაჭურისებული ყოფილიყო, მაგრამ კარზე მომსახურე სხვა მოხელეებისთვის, მაგალითად, მერიქიფისა და სამეფო საგანძურის მცველისთვის კასტრაცია არ მოითხოვებოდა. ფილიპეს მონათლული საჭურისი, როგორც ჩანს, სწორედ იმ სხვა მოხელეთაგანი იყო, რადგან მას ეთიოპიის დედოფლის საგანძური ებარა. თანამედროვე ენით რომ ვთქვათ, ის ფინანსთა მინისტრი იყო.

      ეთიოპი საჭურისი პროზელიტი იყო, ანუ არაიუდეველი, რომელიც იეჰოვას თაყვანისმცემელი გახდა. ფილიპესთან შეხვედრამდე ის იერუსალიმში ღვთის თაყვანსაცემად იყო ჩასული (საქ. 8:27). შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ის პირდაპირი გაგებით საჭურისი არ ყოფილა, რადგან დასაჭურისებული კაცი, მოსეს კანონის თანახმად, ვერ შევიდოდა „იეჰოვას ხალხში“ (კან. 23:1).

      ᲬᲧᲐᲚᲨᲘ ᲜᲐᲗᲚᲝᲑᲐ

      როგორ ინათლებიან ჭეშმარიტი ქრისტიანები? ზოგის აზრით, მოსანათლავად წყლის თავზე დასხმა ან მიპკურებაც საკმარისია. მაგრამ ბიბლიაში ეთიოპ საჭურისის ნათლობაზე ნათქვამია: „ორივენი წყალში ჩავიდნენ და ფილიპემ საჭურისი მონათლა“ (საქ. 8:36, 38). წყლის თავზე დასხმა ან მიპკურება საკმარისი რომ ყოფილიყო, საჭურისის მოსანათლავად პატარა ტიკში ჩასხმული ცოტაოდენი წყლის გამოყენებაც შესაძლებელი იქნებოდა და აღარ გახდებოდა საჭირო ეტლის წყალთან გაჩერება. საჭურისს ნებისმიერ შემთხვევაში ექნებოდა თან პატარა ტიკი, რადგან უდაბნოს გზით უწევდა მგზავრობა (საქ. 8:26).

      ლიდელისა და სკოტის „ბერძნულ-ინგლისური ლექსიკონის“ თანახმად „ბაპტიზო“ ნიშნავს „ჩაძირვას, ჩაყვინთვას“. სწორედ ასეა წარმოდგენილი ბიბლიაში ნათლობა. მაგალითად, იოანეს 3:23-ში ნათქვამია, რომ იოანე „ნათლავდა ენონში, სალიმის მახლობლად, რადგან ის ადგილი წყალუხვი იყო“. იესოს ნათლობის შესახებ კი წერია: „წყლიდან რომ ამოდიოდა, [იესომ] დაინახა, რომ გაიხსნა ცა“ (მარ. 1:9, 10). ასე რომ, ჭეშმარიტი ქრისტიანები წყალში ჩაძირვით ინათლებიან.

      16, 17. რა როლი აკისრიათ ანგელოზებს სამქადაგებლო საქმიანობაში?

      16 ქრისტიანებს დღესაც აქვთ იმის შესაძლებლობა, რასაც ფილიპე აკეთებდა. ხშირად ისინი სასიხარულო ცნობას, მაგალითად, მგზავრობისას ქადაგებენ, და ხვდებიან გულმართალ ადამიანებს, რაც ხშირად შემთხვევითი არ არის. ამაში არაფერია გასაკვირი, რადგან, როგორც ბიბლია ამბობს, ანგელოზები ხელმძღვანელობენ სასიხარულო ცნობის ქადაგებას, რათა ის „ყოველ ერისთვის, ტომისთვის, ენისა და ხალხისთვის“ გახდეს ხელმისაწვდომი (გამოცხ. 14:6). იესომ იწინასწარმეტყველა, რომ სამქადაგებლო საქმიანობას ანგელოზები წაუძღვებოდნენ. ხორბლისა და სარეველას იგავში იესომ თქვა, რომ მკის დროს, ქვეყნიერების აღსასრულისას, მომკელები ანგელოზები იქნებოდნენ. მან ისიც თქვა, რომ ეს სულიერი ქმნილებები მისი სამეფოდან მოაგროვებდნენ „ყოველგვარ საცდურსა თუ უკანონობის ჩამდენთ“ (მათ. 13:37—41). ამავე დროს ანგელოზები თავს მოუყრიდნენ ზეციერი სამეფოს მემკვიდრეებს, მერე კი „სხვა ცხვრებს“, „უამრავ ხალხს“, რომლებსაც იეჰოვა თავის ორგანიზაციაში მიიწვევდა (გამოცხ. 7:9; იოან. 6:44, 65; 10:16).

      17 ანგელოზების ხელმძღვანელობაში ვრწმუნდებით მაშინ, როცა უცხო კართან მისულებს მობინადრეები გვეუბნებიან, რომ ჩვენ მისვლამდე ღმერთს სწორი გზის ჩვენებას სთხოვდნენ. მაგალითად, ერთხელ ორი მაუწყებელი პატარა ბიჭუნასთან ერთად ქადაგებდა. მაუწყებლები მსახურებას ამთავრებდნენ, მაგრამ პატარა დაჟინებით ითხოვდა კიდევ ერთ კართან მისვლას; მერე თვითონვე მიირბინა კართან და დააკაკუნა. კარი ახალგაზრდა ქალმა გააღო, მაუწყებლებიც მიუახლოვდნენ და ქადაგება დაიწყეს. მათდა გასაკვირად ქალმა უთხრა, რომ რამდენიმე წუთის წინ ღმერთს სთხოვდა, ისეთი ვინმე გამოეგზავნა, ვინც ბიბლიის გაგებაში დაეხმარებოდა. მასპინძელმა ბიბლიის შესწავლა დაიწყო.

      ცოლ-ქმარი კარდაკარ ზარს რეკავს. სახლში ერთი ქალი ლოცულობს.

      „ღმერთო, გთხოვ, დამეხმარე!“

      18. რატომ არ უნდა გავაუფასუროთ ქადაგების უპირატესობა?

      18 დღეს, როცა სამქადაგებლო საქმიანობა არნახულ მასშტაბებს აღწევს, სამეფოს მაუწყებლებს ანგელოზებთან თანამშრომლობის არაჩვეულებრივი შესაძლებლობა აქვთ. არასდროს გააუფასუროთ ეს უპირატესობა! თუ დაუღალავად განაგრძობთ „იესოს შესახებ სასიხარულო ცნობის“ ქადაგებას, დიდ სიხარულს პოვებთ! (საქ. 8:35).

      „ᲛᲐᲮᲐᲠᲝᲑᲔᲚᲘ ᲤᲘᲚᲘᲞᲔ“

      დევნამ მიმოფანტა ქრისტეს მიმდევრები. დევნილი ფილიპე სამარიაში ჩავიდა, მაგრამ ხელმძღვანელ საბჭოსთან ურთიერთობა არ გაუწყვეტია — „როცა იერუსალიმში მოციქულებმა გაიგეს, რომ სამარიელებმა ღვთის სიტყვა მიიღეს, პეტრე და იოანე გაგზავნეს მათთან“. მოციქულების ჩასვლის შემდეგ ახალმა მოწაფეებმაც მიიღეს უსასყიდლო ძღვენი — წმინდა სული (საქ. 8:14—17).

      ფილიპე ეთიოპ საჭურისთან ერთად ეტლში

      საქმეების მე-8 თავში ჩაწერილი მოვლენების შემდეგ ფილიპე მხოლოდ ერთხელ არის ნახსენები. ამ მოვლენებიდან დაახლოებით 20 წლის თავზე პავლემ თავისი მესამე მისიონერული მოგზაურობა დაასრულა და რამდენიმე ძმასთან ერთად იერუსალიმისკენ გაემართა. ჯერ პტოლემაიდაში ჩავიდნენ გემით, მეორე დღეს კი — კესარეაში. ლუკა მოგვითხრობს: „მივედით მახარობელ ფილიპეს სახლში, რომელიც შვიდ არჩეულ მამაკაცს შორის ერთ-ერთი იყო, და მასთან დავრჩით. მას ოთხი ასული ჰყავდა, რომლებიც წინასწარმეტყველებდნენ“ (საქ. 21:8, 9).

      როგორც ჩანს, ფილიპე თავის ოჯახთან ერთად იქ დასახლდა, სადაც საქადაგებლად იყო გაგზავნილი. ფილიპეს ლუკა მახარობლად მოიხსენიებს, და ეს არ არის უმნიშვნელო დეტალი. ბიბლია ასე უწოდებს მათ, ვინც სასიხარულო ცნობის გასავრცელებლად ისეთ ტერიტორიაზე გადადის, სადაც ჯერ არავის უქადაგია. აშკარაა, რომ ფილიპეს არ დაუკარგავს მსახურების ხალისი. მას ოთხი ქალიშვილი ჰყავდა და ოთხივე წინასწარმეტყველი, რაც იმის მაჩვენებელია, რომ ფილიპემ თავის ოჯახს იეჰოვას სიყვარული ჩაუნერგა და ასწავლა, როგორ უნდა ემსახურა მისთვის.

      a ეს მოციქული ფილიპე არ ყოფილა. ეს ის ფილიპე იყო, რომელიც, როგორც ამ წიგნის მე-5 თავში აღინიშნა, „შვიდ სანდო კაცს“ შორის აირჩიეს იერუსალიმში ებრაულენოვან და ბერძნულენოვან ქვრივებისთვის საკვების ყოველდღიურად დასანაწილებლად (საქ. 6:1—6).

      b როგორც ჩანს, იმ პერიოდში ახალი მოწაფეები, ჩვეულებრივ, ნათლობის დროს ხდებოდნენ ცხებულები, ანუ იღებდნენ წმინდა სულს, რის შემდეგაც იესოსთან ერთად ზეცაში მეფობისა და მღვდლობის იმედი ჰქონდათ (2 კორ. 1:21, 22; გამოცხ. 5:9, 10; 20:6). მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში ახალი მოწაფეები ნათლობისას არ გამხდარან სულით ცხებულები. ამ ახალმონათლულმა ქრისტიანებმა მხოლოდ პეტრესა და იოანეს ხელების დადების შემდეგ მიიღეს წმინდა სული და სასწაულებრივი ძღვენი, რაც წმინდა სულის მიღებას ახლდა თან.

      c კარდინალთა საბჭო, რომელიც ირჩევს რომის პაპს.

      d ეს არ ყოფილა ნაჩქარევი ნაბიჯი. ეთიოპი უკვე იუდეველი პროზელიტი იყო და მან კარგად იცოდა წმინდა წერილები და ის, რა იყო მათში ნაწინასწარმეტყველები მესიაზე. ამიტომ მას შემდეგ, რაც გაიგო იესოს როლი ღვთის განზრახვაში, აღარაფერი უშლიდა ხელს, მონათლულიყო.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება