საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • მნიშვნელოვანი აზრები ბიბლიის წიგნიდან „პირველი მეფეთა“
    საგუშაგო კოშკი — 2005 | 15 მარტი
    • მსაჯულ ელის სამუელი ცვლის

      (1 მეფეთა 1:1—7:17)

      იწყება კრეფის დღესასწაული და ხანა, რომელიც რამაში ცხოვრობს, ძალიან გახარებულიაa. იეჰოვამ შეისმინა მისი ლოცვა და მას ვაჟი ეყოლა. ხანამ თავისი ვაჟი სამუელი „უფლის სახლში“ მიიყვანა, რათა დადებული აღთქმა შეესრულებინა. ყრმა სამუელი „ელი მღვდელთან დარჩა უფლის მსახურად“ (1 მეფეთა 1:24; 2:11). იეჰოვა ჯერ კიდევ ყრმა სამუელს ელის სახლეულის წინააღმდეგ განაჩენს უცხადებს. სამუელი როცა იზრდება, მთელი ისრაელი აღიარებს მას იეჰოვას წინასწარმეტყველად.

      გარკვეული დროის შემდეგ ფილისტიმელებმა ბრძოლა გაუმართეს ისრაელს. მათ მიაქვთ ღვთის კიდობანი; აგრეთვე კლავენ ელის ორივე ვაჟს. ამ ამბების მოსმენისას კვდება მოხუცებული ელი, რომელიც „ორმოც წელიწადს მსაჯულობდა ისრაელში“ (1 მეფეთა 4:18). კიდობნის იქ ყოფნას ფილისტიმელებისთვის ზიანი მოაქვს, ამიტომ ისინი კიდობანს ისრაელებს უბრუნებენ. ახლა სამუელი მსაჯულობს ისრაელში და იქ მშვიდობა ისადგურებს.

  • მნიშვნელოვანი აზრები ბიბლიის წიგნიდან „პირველი მეფეთა“
    საგუშაგო კოშკი — 2005 | 15 მარტი
    • ისრაელის პირველი მეფე — წარმატებული თუ წარუმატებელი?

      (1 მეფეთა 8:1—15:35)

      სამუელი მთელი ცხოვრება იეჰოვას ერთგულია, მისი შვილები კი ღვთის გზებით არ დადიან. როცა ისრაელის უხუცესები მეფეს ითხოვენ, იეჰოვა უსრულებს მათ ამ თხოვნას. სამუელი იეჰოვას მითითებისამებრ იქცევა და მშვენიერ ბენიამინელ საულს მეფედ ცხებს. საული სამეფო ტახტს ყამონელთა დამარცხებით იმტკიცებს.

      საულის გულადი ვაჟი, იონათანი, ანადგურებს ფილისტიმელთა საყარაულოს. ფილისტიმელები კი უზარმაზარი ჯარით გამოდიან ისრაელის წინააღმდეგ. საულს შიში იპყრობს, ურჩობას ავლენს და თვითნებურად აღავლენს სრულადდასაწველ მსხვერპლს. იოანათანს თან მხოლოდ თავისი საჭურველთმტვირთველი მიჰყავს და გაბედულად უტევს ფილისტიმელთა კიდევ ერთ საყარაულოს. საულის მიერ ნაჩქარევად დადებული ფიცის გამო ხალხის გამარჯვება ისეთი ბრწყინვალე აღარ იყო, როგორიც უნდა ყოფილიყო. ის „ებრძოდა ირგვლივ ყველა მტერს“ (1 მეფეთა 14:47). თუმცა ყამალეკის დამარცხების შემდეგ, ის არ ემორჩილება იეჰოვას და ხარბდება იმაზე, რაც ‘დარისხებული იყო’ (ლევიანები 27:28, 29, სსგ). ამის გამო იეჰოვა უარყოფს საულს, როგორც მეფეს.

  • მნიშვნელოვანი აზრები ბიბლიის წიგნიდან „პირველი მეფეთა“
    საგუშაგო კოშკი — 2005 | 15 მარტი
    • მწყემსი ბიჭის მეფედ არჩევა

      (1 მეფეთა 16:1—31:13)

      მომავალ მეფედ სამუელი ცხებს დავითს იუდას ტომიდან. ცოტა ხნის შემდეგ, ის მხოლოდ ერთი შურდულის ქვით კლავს ფილისტიმელ გოლიათს. დავითი და იონათანი კარგი მეგობრები ხდებიან. საული დავითს ლაშქრის მეთაურად ადგენს. მრავალ ბრძოლებში გამარჯვებულ დავითს ისრაელი ქალები სიმღერით ეგებებიან: „შემუსრა საულმა თავისი ათასები, დავითმა — ათი ათასები!“ (1 მეფეთა 18:7). შურით აღვსილ საულს დავითის მოკვლა სურს. მას შემდეგ, რაც საული სამჯერ შეეცადა დავითის მოკვლას, დავითი გარბის.

      იმ წლებში, როცა საულს გაურბოდა, დავითი ორჯერ ინდობს მას. დავითი ასევე ხვდება ლამაზ აბიგაილს და ცოლად მოყავს ის. ფილისტიმელები გამოდიან ისრაელის წინააღმდეგ, ამიტომ საული წყვეტს, რომ დაეკითხოს იეჰოვას. მაგრამ იეჰოვამ მიატოვა ის. სამუელი მოკვდა და სასოწარკვეთილი საული მესულთანე დედაკაცთან მიდის სამკითხაოდ, რომელიც ეუბნება, რომ ფილისტიმელთა ბრძოლაში მოკვდება. ამ ბრძოლის დროს საული მძიმედ იჭრება, მისი ძეები კი კვდებიან. ამ წიგნში მოთხრობილი ამბები საულის სიკვდილით მთავრდება. დავითი კი ისევ იმალება.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება