საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • მნიშვნელოვანი აზრები ბიბლიის წიგნიდან „მეორე მეფეთა“
    საგუშაგო კოშკი — 2005 | 15 მაისი
    • დავითი „სულ მაღლა და მაღლა“ მიდის

      (2 მეფეთა 1:1—10:19)

      დავითის რეაქცია საულისა და იონათანის სიკვდილზე, ცხადყოფს, თუ რა გრძნობები ჰქონდა მას იეჰოვასა და მამა-შვილის მიმართ. ხებრონში დავითი იუდას ტომზე მეფდება. ისრაელის დანარჩენ ნაწილზე კი საულის შვილი იშბოშეთი მეფობს. დავითი „მაღლა და მაღლა“ მიდის და დაახლოებით შვიდ წელიწად-ნახევრის შემდეგ უკვე მთელ ისრაელზე მეფობს (2 მეფეთა 5:10, სსგ).

      დავითი იებუსელებისგან ათავისუფლებს იერუსალიმს და იგი დედაქალაქი ხდება. დავითის პირველ მცდელობას, რომ შეთანხმების კიდობანი იერუსალიმში გადაიტანოს, უბედურება მოჰყვება. მაგრამ მეორე მცდელობა წარმატებით მთავრდება და დავითი სიხარულისგან ცეკვავს. იეჰოვა დავითთან სამეფო შეთანხმებას დებს. დავითი მტრებს იმორჩილებს, რადგან ღმერთი მასთანაა.

  • მნიშვნელოვანი აზრები ბიბლიის წიგნიდან „მეორე მეფეთა“
    საგუშაგო კოშკი — 2005 | 15 მაისი
    • იეჰოვა თავის ცხებულს უბედურებას ატეხს თავს

      (2 მეფეთა 11:1—20:26)

      „აჰა, უბედურებას დაგათევ შენივე სახლიდან, — ეუბნება იეჰოვა დავითს. — ავიყვან შენს თვალწინ შენს ცოლებს და შენს მახლობელს მივცემ, მზისით დაწვება ის შენს ცოლებთან“ (2 მეფეთა 12:11). რატომ ეუბნება ღმერთი დავითს ასეთ რამეს? ამის მიზეზი მეფის მიერ ბათ-შებაყთან ჩადენილი ცოდვაა. დავითი ინანიებს და ამიტომ ცოდვა მიეტევება, მაგრამ ის ჩადენილი ცოდვის შედეგებს იმკის.

      ბათ-შებაყის პირველი შვილი კვდება. შემდეგ, თამარს, დავითის ქალიშვილს, თავისი ნახევარძმა ყამნონი აუპატიურებს. შურისძიებით შეპყრობილი აბესალომი, თამარის ძმა, კლავს ყამნონს. შემდეგ აბესალომი საკუთარი მამის წინააღმდეგ შეთქმულებას აწყობს და თავს ხებრონის მეფედ აცხადებს. დავითი იძულებულია იერუსალიმიდან გაიქცეს. აბესალომი სექსუალურ კავშირს ამყარებს თავისი მამის ათ ხარჭასთან, რომლებიც სახლის მოსავლელად არიან დარჩენილები. დავითი სამეფო ტახტს მხოლოდ მას შემდეგ იბრუნებს, რაც აბესალომს კლავენ. ბენიამინელი შებაყის აჯანყება მისი სიკვდილით მთავრდება.

  • მნიშვნელოვანი აზრები ბიბლიის წიგნიდან „მეორე მეფეთა“
    საგუშაგო კოშკი — 2005 | 15 მაისი
    • „უფლის ხელში ჩავვარდე“

      (2 მეფეთა 21:1—24:25)

      სამი წლის განმავლობაში გვალვის გამო შიმშილობაა, რადგან საული გაბაონელების სისხლის ღვრაშია დამნაშავე (იესო ნავეს ძე 9:15). შურისძიების მიზნით, გაბაონელები საულის შთამომავლობიდან შვიდი კაცის დახოცვას ითხოვენ. დავითი მათ თხოვნას უსრულებს; გვალვა მთავრდება და ძლიერი წვიმა მოდის. ფილისტიმელების ოთხი გოლიათი ‘დავითისა და მისი მსახურების ხელით ეცემა’ (2 მეფეთა 21:22).

      დავითი სერიოზულ ცოდვას სჩადის იმით, რომ მოსახლეობის აღრიცხვის ბრძანებას იძლევა, რაც კანონის დარღვევაა. ის ინანიებს და ამჯობინებს, რომ „უფლის ხელში“ ჩავარდეს (2 მეფეთა 24:14). შედეგად 70 000 კვდება ჭირის გამო. დავითი ემორჩილება იეჰოვას ბრძანებას და მუსვრა წყდება.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება