-
„ნუ ჩამოუშვებ ხელებს!“საგუშაგო კოშკი — 2016 | სექტემბერი
-
-
8. ა) როგორ მოიქცა ასა, როცა ეთიოპები იუდას წინააღმდეგ გამოვიდნენ? ბ) როგორ შეგვიძლია მივბაძოთ ასას?
8 იეჰოვამ მეფე ასას დროსაც დაამტკიცა, რომ თავისი ხალხის სახსნელად მისი ხელი არ დამოკლებულა. ბიბლიაში ბევრი ბრძოლაა მოხსენიებული, თუმცა ყველაზე მრავალრიცხოვანი ჯარით ეთიოპი ზერახი გამოვიდა ისრაელთან საბრძოლველად. მას ერთი მილიონი გაწვრთნილი ჯარისკაცი ჰყავდა. მათი რიცხვი თითქმის ორჯერ აღემატებოდა ასას ჯარს. ძალიან ადვილად შეიძლებოდა, ასას თავზარი დასცემოდა, ხელები ჩამოეშვა და ფარ-ხმალი დაეყარა. ნაცვლად ამისა, მან დაუყოვნებლივ მიმართა იეჰოვას დახმარებისთვის. სტრატეგიული თვალსაზრისით ეთიოპების დამარცხება შეუძლებელი ჩანდა, მაგრამ „ღვთისთვის ყველაფერი შესაძლებელია“ (მათ. 19:26). ღმერთმა უდიდესი ძალა გამოაჩინა და დაამარცხა ეთიოპები ასას წინაშე, რომელიც „მთელი გულით იყო იეჰოვასთან მთელი სიცოცხლე“ (2 მატ. 14:8—13; 1 მეფ. 15:14).
-
-
„ნუ ჩამოუშვებ ხელებს!“საგუშაგო კოშკი — 2016 | სექტემბერი
-
-
15. როგორ შეიძლება იმოქმედოს თანაქრისტიანებზე ჩვენმა დადებითმა საუბარმა?
15 ეთიოპებზე ასას შთამბეჭდავი გამარჯვების შემდეგ წინასწარმეტყველმა აზარიამ ასა და მთელი ხალხი გაამხნევა: „გამბედაობა მოიკრიბეთ და ხელები არ ჩამოუშვათ, რადგან დაჯილდოვდება თქვენი საქმიანობა!“ (2 მატ. 15:7). ამან აღძრა ასა, რომ წმინდა თაყვანისმცემლობის აღსადგენად ბევრი რამ გაეკეთებინა. მსგავსად, თქვენმა დადებითმა საუბარმაც შეიძლება დიდი გავლენა მოახდინოს სხვებზე და დაეხმაროს მათ, რომ სრულად ემსახურონ იეჰოვას (იგავ. 15:23). ნუ გაუშვებთ ხელიდან კრების შეხვედრებზე ხელის აწევისა და გამამხნევებელი კომენტარის გაკეთების შესაძლებლობას, რადგან ამას დიდი ძალა აქვს.
-