საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • სასიხარულო ცნობას ნაყოფი გამოაქვს სან-ტომესა და პრინსიპში
    საგუშაგო კოშკი — 2003 | 15 ოქტომბერი
    • შემდეგ აუცილებელი გახდა სამეფო დარბაზისთვის მიწის ნაკვეთის შოვნა. ერთმა დამ, მარიამ, როგორც კი ამის შესახებ გაიგო, მაშინვე გაიღო შესაწირავად თავისი მიწის ნაკვეთის ნახევარი (მეორე ნახევარში მას პატარა სახლი ედგა). ეს კი საკმარისი იყო იმისათვის, რომ მასზე დიდი სამეფო დარბაზი აშენებულიყო. მარიას ნათესავებიდან არავინ იყო ცოცხალი და თავში აზრად არ მოსვლია, რომ ამის გამო მის ნაკვეთს ვინმე თვალს დადგამდა, მაგრამ მისი მიწით თურმე უძრავი ქონების სააგენტოს წარმომადგენლები დაინტერესებულან. ერთხელაც მის სახლს ერთი ცნობილი ბიზნესმენი ეწვია.

      — გავიგე, არც თუ ისე სახეირო რამ გაგიკეთებიათ, — უთხრა მან, — მიწა გაგიციათ საჩუქრად. განა არ იცით, რომ ქალაქის ტერიტორიაზე მიწა საკმაოდ დიდი ფული ღირს?

      — თუ თქვენ შემოგთავაზებდით ამ ნაკვეთს, რამდენს გადამიხდიდით მის საფასურად? — ჰკითხა მარიამ, მაგრამ, როდესაც პასუხი ვერ მიიღო, განაგრძო: — მთელი მსოფლიოს ფულიც რომ შემოგეთავაზებინათ, თანხა მაინც არასაკმარისი იქნებოდა, რადგან ფულით სიცოცხლის ყიდვა შეუძლებელია.

      — თქვენ შვილები არა გყავთ, არა? — ჰკითხა ამ ბიზნესმენმა.

      საუბრის დასრულების მიზნით მარიამ თქვა: „მიწა იეჰოვას საკუთრებაა. მან ნება მომცა, მესარგებლა მიწის ამ ნაკვეთით და აი, უკვე რამდენი წელია ვსარგებლობ, ახლა კი მინდა უკან დავუბრუნო. მე მარადიულად ცხოვრება მინდა“. შემდეგ კი უთხრა: „რამდენადაც ვიცი, თქვენ არ შეგიძლიათ მარადიული სიცოცხლის შემოთავაზება. თუ ვცდები?“ მამაკაცი უსიტყვოდ შეტრიალდა და წავიდა.

      რამდენიმე ხანში გამოცდილი პორტუგალიელი ძმების დახმარებით მიწის ამ ნაკვეთზე მშვენიერი ორსართულიანი შენობა წამოჭიმეს. მას აქვს სარდაფი, დიდი სამეფო დარბაზი და საცხოვრებელი ოთახები. შენობაში არის საკლასო ოთახებიც უხუცესებისთვის, თანაშემწეებისა და პიონერებისთვის სკოლების ჩასატარებლად. ახლა აქ ორი კრება ატარებს შეხვედრებს. ეს კოხტა ნაგებობა, რომელიც დედაქალაქში მდებარეობს, წმინდა თაყვანისმცემლობის საგანმანათლებლო ცენტრია.

      რამდენიმე წლის წინათ მე–სოშის კრებაში 60 გულმოდგინე მქადაგებელი მსახურობდა. კრების შეხვედრები იქ ბანანის პლანტაციაში სახელდახელოდ ჩადგმულ სამეფო დარბაზში ტარდებოდა. ამიტომ, საჭირო გახდა სათანადო სამეფო დარბაზის აშენება. ძმების თხოვნით მოწმეებისადმი კეთილგანწყობილმა ქალაქის მმართველობის წარმომადგენლებმა მათ მთავარ ქუჩაზე საკმაოდ დიდი მონაკვეთი გამოუყვეს. პორტუგალიელი ძმების დახმარებით კი, რომლებიც სწრაფი შენების მეთოდით მუშაობდნენ, მოწმეებმა ორ თვეში მშვენიერი სამეფო დარბაზი წამოჭიმეს. ადგილობრივი მოსახლეობა თვალებს ვერ უჯერებდა. ძმებისა და დების მუშაობის მეთოდის შემხედვარე ქალაქის საამშენებლო პროექტში მონაწილე შვედი ინჟინერი გაოცებული დარჩა. „დაუჯერებელია! — აღმოხდა მას. — აქ, მე–სოშიში, იეჰოვას მოწმეები სწრაფი შენების მეთოდს იყენებენ! ჩვენც ამავე მეთოდით უნდა ვაშენოთ“. 1999 წლის 12 ივნისს სამეფო დარბაზის ღვთისადმი მიძღვნას 232 ადამიანი დაესწრო. დარბაზი ქალაქ მე–სოშის ერთ–ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობა გახდა.

  • სასიხარულო ცნობას ნაყოფი გამოაქვს სან-ტომესა და პრინსიპში
    საგუშაგო კოშკი — 2003 | 15 ოქტომბერი
    • [სურათი 9 გვერდზე]

      პირველი სამეფო დარბაზი სან–ტომეში (1994 წელი).

      [სურათები 10 გვერდზე]

      1. სწრაფად აშენებული სამეფო დარბაზი მე–სოშიში.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება