-
„ლამაზი ქალი ხარ“საგუშაგო კოშკი (ფართო მკითხველისთვის) — 2017 | No. 3
-
-
აბრაამი და სარა აყვავებულ ქალაქ ურში ცხოვრობდნენ, სადაც ბევრი სახელოსნო და სავაჭრო დუქანი იყო. ცხადია, ეს ცოლ-ქმარიც საკმაოდ დიდი ქონების პატრონი იქნებოდა. თუმცა სარასთვის თავისი სახლი უბრალოდ ნივთებით გავსებული კომფორტული ადგილი კი არ იყო, არამედ ადგილი, სადაც მეუღლესთან ერთად არაერთხელ გაუზიარებია ჭირი თუ ლხინი და არაერთხელ მიუმართავთ თავიანთი ღვთისთვის, იეჰოვასთვის, ლოცვით. ამიტომ გასაკვირი არ არის, რატომ უყვარდა სარას ასე ძლიერ თავისი სახლი.
-
-
„ლამაზი ქალი ხარ“საგუშაგო კოშკი (ფართო მკითხველისთვის) — 2017 | No. 3
-
-
სარასთვის ყველაზე რთული საკუთარ სახლთან გამოთხოვება იქნებოდა. თუ მასაც ისეთივე დიდი და კეთილმოწყობილი სახლი ჰქონდა, როგორიც არქეოლოგებმა ამ ტერიტორიაზე გათხრების შედეგად აღმოაჩინეს, მაშინ ნამდვილად დასწყდებოდა გული. ზოგ ასეთ სახლში 12-ზე მეტი ოთახი იყო, სადაც წყალგაყვანილობის სისტემა არსებობდა. ყველაზე ღარიბულ სახლსაც კი ჰქონდა ჭერი, კედლები და კარი, რომელიც ურდულით იკეტებოდა.
-