საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • ბიბლიის მთავარი თემა
    გამოცხადების დიდებული აპოგეა ახლოსაა!
    • 10. როგორ გვიმჟღავნებს ბიბლია სატანის სხვა შთამომავლების ვინაობას?

      10 იესომ იუდეველ რელიგიურ წინამძღოლებს მიმართა: „თქვენ მამათქვენისგან, ეშმაკისგან ხართ და მამათქვენის სურვილის შესრულება გინდათ“ (იოანე 8:44). სატანის შთამომავლობაში ეს რელიგიური წინამძღოლებიც იგულისხმებოდნენ, რადგან ისინი ღვთის ძეს, იესოს ეწინააღმდეგებოდნენ. ისინი, როგორც სატანის შთამომავლები, თავიანთი „მამის“ მსახურები იყვნენ. კაცობრიობის ისტორიის განმავლობაში მრავალი ადამიანი ასრულებდა სატანის ნებას, როცა ეწინააღმდეგებოდა და დევნიდა იესოს მოწაფეებს. შეიძლება ითქვას, რომ მთლიანობაში ეს ადამიანები სატანის ხილულ ორგანიზაციას წარმოადგენენ დედამიწაზე (იხილეთ იოანეს 15:20; 16:33; 17:15).

  • ბიბლიის მთავარი თემა
    გამოცხადების დიდებული აპოგეა ახლოსაა!
    • 17. რა მიმართულებით განვითარდა საზოგადოება ადამიანების რიცხობრივ ზრდასთან ერთად, და შედეგად რომელი უზარმაზარი იმპერიები შეიქმნა?

      17 ბაბილონში საზოგადოება სხვადასხვა მიმართულებით ვითარდებოდა და აშკარად იეჰოვას უზენაესობას უპირისპირდებოდა. ერთ-ერთი ასეთი მიმართულება პოლიტიკური სისტემა იყო. ადამიანების გამრავლებასთან ერთად იზრდებოდა ნიმროდის მსგავსი ამბიციური ადამიანების რიცხვიც, რომლებიც ძალაუფლებისკენ ისწრაფოდნენ. კაცი კაცზე მძლავრობდა მისდა საზიანოდ (ეკლესიასტე 8:9). მაგალითად, აბრაამის დროს სოდომს, გომორასა და მათ მეზობელ ქალაქებს შინარისა და სხვა შორეული ქვეყნების მეფეები დაეპატრონნენ (დაბადება 14:1—4). დროთა განმავლობაში ნიჭიერმა სარდლებმა და ორგანიზატორებმა სიმდიდრისა და დიდების მოსახვეჭად უზარმაზარი იმპერიები შექმნეს. ბიბლია რამდენიმე იმპერიას მოიხსენიებს, მაგალითად, ეგვიპტის, ასურეთის, ბაბილონის, მიდია-სპარსეთის, საბერძნეთისა და რომის იმპერიებს.

      18. ა) რა დამოკიდებულება აქვს ღვთის ხალხს პოლიტიკური მმართველების მიმართ? ბ) ზოგჯერ როგორ უწყობდნენ ხელს ღვთის განზრახვების შესრულებას პოლიტიკური მმართველები? გ) როგორ ადასტურებდნენ პოლიტიკური მმართველები, რომ „გველის“ შთამომავლები იყვნენ?

      18 იეჰოვამ დაუშვა ამ პოლიტიკური ძალების არსებობა. ღვთის ხალხიც მათი ქვეშევრდომი იყო და ემორჩილებოდა მათ (რომაელები 13:1, 2). ზოგჯერ პოლიტიკური მმართველები ღვთის განზრახვების განხორციელებასაც უწყობდნენ ხელს და ღვთის ხალხსაც იცავდნენ (ეზრა 1:1—4; 7:12—26; საქმეები 25:11, 12; გამოცხადება 12:15, 16). მაგრამ მთლიანობაში პოლიტიკური მმართველები მაინც სასტიკად ეწინააღმდეგებოდნენ ჭეშმარიტ თაყვანისმცემლობას და ამით ადასტურებდნენ, რომ „გველის“ შთამომავლები იყვნენ (1 იოანე 5:19).

      19. როგორაა წარმოდგენილი წიგნ „გამოცხადებაში“ მსოფლიო პოლიტიკური ძალები?

      19 საბოლოოდ, ადამიანთა მმართველობამ ვერ მოუტანა ბედნიერება ხალხს და ვერც პრობლემები გადაუჭრა. იეჰოვამ ნება დართო ადამიანებს, მმართველობის სხვადასხვა ფორმა გამოეცადათ, თუმცა არასოდეს მოუწონებია კორუფცია და მართვის მიუღებელი ფორმები (იგავები 22:22, 23). „გამოცხადება“ მსოფლიო დესპოტურ პოლიტიკურ ძალებს მედიდურ და საზარელ მხეცს ადარებს (გამოცხადება 13:1, 2).

      გაუმაძღარი ვაჭრები

      20, 21. „ათასისთავთა“ და „ძლიერთა“ გარდა კიდევ რომელი სისტემა იგულისხმება სატანის ბოროტ შთამომავლობაში, და რატომ?

      20 პოლიტიკურ ლიდერებთან ერთად სცენაზე გამოჩნდნენ უსინდისო ვაჭრები. ძველი ბაბილონის ნანგრევებს შორის აღმოჩენილი წარწერებიდან ჩანს, რომ იმ დროს ვაჭრები ხშირად სხვების უბედურების ხარჯზე მდიდრდებოდნენ. ვაჭრები დღემდე არავის უწევენ ანგარიშს და მხოლოდ საკუთარ მოგებაზე ფიქრობენ, ძალიან დიდ სიმდიდრეს მხოლოდ უმცირესობა იხვეჭს მაშინ, როცა უმრავლესობას თავი ძლივს გააქვს. დღეს ინდუსტრიის განვითარების ხანაში ვაჭრები და ქარხნების მეპატრონეები კარგად ითბობენ ხელს. ისინი სახელმწიფოებს დიდძალი გამანადგურებელი იარაღით ამარაგებენ, მათ შორის მასობრივი განადგურების იარაღით, რაც შიშის ზარს სცემს კაცობრიობას. „ათასისთავებთან“ და „ძლიერებთან“ ერთად ეს გაუმაძღარი მაგნატები და მათნაირი ადამიანები შეგვიძლია სატანის ბოროტ შთამომავლობას მივაკუთვნოთ. ისინი იმ მიწიერი ორგანიზაციის წევრები არიან, რომელსაც ღმერთმა და ქრისტემ სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს (გამოცხადება 19:18).

      21 კორუმპირებული პოლიტიკისა და ხარბი კომერციის გარდა ადამიანთა საზოგადოებაში არსებობს კიდევ ერთი სისტემა, რომელიც ღვთის სასჯელს იმსახურებს. რაზეა საუბარი? შეიძლება გაგაოცოთ იმან, რასაც „გამოცხადება“ გვიმხელს ამ კარგად ცნობილი სისტემის შესახებ.

      დიდი ბაბილონი

      22. როგორმა რელიგიამ მოიკიდა ფეხი ძველ ბაბილონში?

      22 ძველი ბაბილონის მშენებლობას მხოლოდ პოლიტიკური მიზანი როდი ჰქონდა. ეს ქალაქი იეჰოვას უზენაესობას უპირისპირდებოდა, ასე რომ, საქმეში რელიგიის ხელიც ერია. მართლაც, ძველ ბაბილონში ჩაეყარა საფუძველი კერპთაყვანისმცემლობას. მღვდლები ღვთის შეურაცხმყოფელ მოძღვრებებს ასწავლიდნენ, მაგალითად, სულის უკვდავებას, თითქოს ადამიანის სიკვდილის შემდეგ სული ცოცხალი რჩებოდეს, და არსებობდეს სიკვდილის შემდეგ მარადიული ­ტანჯვისა და საშინელებების ადგილი, სადაც დემონები მმართველობენ. ისინი ხელს უწყობდნენ კერპთაყვანისმცემლობას — გამოსახულებების, ღმერთებისა თუ ქალღმერთების მსახურებას. ათასგვარ მითს თხზავდნენ დედამიწისა და ადამიანის წარმოშობის ასახსნელად. ასრულებდნენ ამაზრზენ რიტუალებს და მსხვერპლშეწირვას, რაც მათი აზრით, ზრდიდა შობადობასა და მოსავლიანობას, და ომში ამარჯვებინებდათ.

      23. ა) რა გაიყოლა თან ბაბილონიდან წამოსულმა ხალხმა და რა მოჰყვა ამას? ბ) რა სახელით მოიხსენიებს „გამოცხადება“ ცრუ რელიგიურ სამყაროს? გ) რის წინააღმდეგ არ წყვეტდა ბრძოლას ცრუ რელიგია?

      23 მას შემდეგ, რაც ენებარეული ხალხი ბაბილონიდან მთელ დედამიწაზე გაიფანტა, მათი რელიგიური ადათ-წესებიც გავრცელდა. ასე დამკვიდრდა ძველი ბაბილონური წეს-ჩვეულებები და რელიგიური მოძღვრებები ევროპის, აფრიკის, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის, შორეული აღმოსავლეთისა და ოკეანიის პირველ მოსახლეთა შორის, და ამ მოძღვრებებიდან მრავალი დღემდეა შემორჩენილი. ამიტომაც მოიხსენიებს „გამოცხადება“ ცრუ რელიგიის მსოფლიო სისტემას დიდ ბაბილონად წოდებულ ქალაქად (გამოცხადება 17-ე და 18-ე თავები). სადაც კი ცრუ რელიგიამ გაიდგა ფესვი, ყველგან აღმოაცენა მჩაგვრელი სამღვდელოება, ცრურწმენა, უმეცრება და უზნეობა. ცრუ რელიგია მძლავრ იარაღად იქცა სატანის ხელში. დიდი ბაბილონი ყოველთვის დაუნდობლად იბრძოდა უზენაესი უფლის, იეჰოვას ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის წინააღმდეგ.

      24. ა) როგორ დაუგესლა „გველმა“ ქუსლი „ქალის“ შთამომავალს? ბ)  რატომ არის საუბარი მხოლოდ ქუსლის დაგესვლაზე?

      24 პირველი საუკუნის იუდეველი მწიგნობრები და ფარისევლები, როგორც „გველის“ შთამომავლები, ყველაზე მეტად იმსახურებდნენ სასჯელს, რადგან ჯერ დევნიდნენ, ბოლოს კი მოკლეს „ქალის“ შთამომავლობის მთავარი წარმომადგენელი. ასე შეძლო „გველმა“, შთამომავლისთვის ‘ქუსლი დაეგესლა’ (დაბადება 3:15; იოანე 8:39—44; საქმეები 3:12, 15).

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება