-
ფრთხილად იყავით, რომ სატანამ არ დაგატყვევოთ!საგუშაგო კოშკი — 2019 | ივნისი
-
-
7. როგორ გამოიცადა ისრაელების რწმენა აღთქმულ მიწაზე შესვლის შემდეგ?
7 პირველი ხრიკი, რომელიც სატანამ ისრაელების შესაცდენად გამოიყენა, იმის ბუნებრივი სურვილი იყო, რომ წვიმა მოსულიყო და მათი მიწები მოერწყა. ჩვეულებრივ, აღთქმული მიწის ტერიტორიაზე გვიანი აპრილიდან სექტემბრის ბოლომდე წვიმა თითქმის არ მოდიოდა. ხალხის კეთილდღეობა და მოსავლის სიუხვე წვიმის სეზონზე იყო დამოკიდებული, რომელიც ჩვეულებრივ ოქტომბრიდან იწყებოდა. სატანამ დააჯერა ისრაელებს, რომ უხვი მოსავლის მისაღებად წარმართი მეზობლების წეს-ჩვეულებები უნდა გადმოეღოთ. ამ ხალხების რწმენით, ღმერთებს რომ ეწვიმებინათ, გარკვეული რიტუალების შესრულება იყო საჭირო. მათ, ვისაც იეჰოვასადმი რწმენა აკლდა, სჯეროდათ, რომ ეს იყო ხანგრძლივი გვალვის თავიდან არიდების ერთადერთი გზა, ამიტომ ბაალის თაყვანსაცემად წარმართულ რიტუალებს ასრულებდნენ.
-
-
ფრთხილად იყავით, რომ სატანამ არ დაგატყვევოთ!საგუშაგო კოშკი — 2019 | ივნისი
-
-
13. კიდევ რა ხრიკს მიმართავს სატანა?
13 სატანა ადამიანურ ბუნებრივ სურვილებს ჩვენ წინააღმდეგ იყენებს. ყველას გვსურს, ისეთ უნარ-ჩვევებს დავეუფლოთ, რომლებიც საკუთარი თავისა და ოჯახის რჩენაში დაგვეხმარება (1 ტიმ. 5:8). ხშირად ასეთ უნარ-ჩვევებს სკოლა და სიბეჯითე გვივითარებს. თუმცა ამ დროს სიფრთხილე გვმართებს. დღეს ბევრ ქვეყანაში განათლების სისტემა ისეა მოწყობილი, რომ მოსწავლეებს საჭირო უნარ-ჩვევების დაუფლებასთან ერთად ადამიანურ სიბრძნესაც ასწავლის. მაგალითად, მასწავლებლები მათ ღვთის არსებობაში აეჭვებენ და ბიბლიისადმი უპატივცემულოდ განაწყობენ. ისინი ეუბნებიან მოსწავლეებს, რომ ყველა მოაზროვნე და განათლებული ადამიანი ევოლუციის თეორიას უჭერს მხარს (რომ. 1:21—23). ასეთი სწავლებები ეწინააღმდეგება ღვთიურ სიბრძნეს (1 კორ. 1:19—21; 3:18—20).
14. რისკენ გვიბიძგებს ადამიანური სიბრძნე?
14 ადამიანური სიბრძნე უგულებელყოფს და ეწინააღმდეგება იეჰოვას სამართლიან ნორმებს. ასეთი სიბრძნე ღვთის წმინდა სულის ნაყოფის განვითარებას კი არ უწყობს ხელს, არამედ „ხორცის საქმეებისკენ“ გვიბიძგებს (გალ. 5:19—23). ის ადამიანებს სიამაყესა და ქედმაღლობას უვითარებს, რის გამოც ისინი „საკუთარი თავის მოყვარულები“ ხდებიან (2 ტიმ. 3:2—4). სიამაყე და ქედმაღლობა სრულიად ეწინააღმდეგება თვინიერებასა და თავმდაბლობას, რომელთა დანახვაც ღმერთს თავის მსახურებში სურს (2 სამ. 22:28). ზოგმა ქრისტიანმა, რომელმაც უნივერსიტეტში სწავლა გადაწყვიტა, ღვთის სიბრძნე უგულებელყო და ქვეყნიური აზროვნების გავლენაში მოექცა.
-