-
სხეულის გამოკვლევა ქირურგიული ჩარევის გარეშეგამოიღვიძეთ! — 2008 | ნოემბერი
-
-
პოზიტრონ-ემისიური ტომოგრაფია
როგორ ხდება ამ მეთოდით ორგანიზმის გამოკვლევა? პოზიტრონ-ემისიური ტომოგრაფიის ჩასატარებლად ორგანიზმში შპრიცით შეჰყავთ რადიოაქტიური ნივთიერება, რომელიც გაჯერებულია ორგანიზმის ბუნებრივ ნაერთში, უმეტესწილად გლუკოზაში. ამ დროს ქსოვილიდან წარმოქმნილი პოზიტრონების — დადებითად დამუხტული ნაწილაკების — შედეგად მიიღება გამოსახულება. პოზიტრონ-ემისიური ტომოგრაფიის დროს სიმსივნური უჯრედები იმაზე მეტ გლუკოზას შთანთქავს, ვიდრე ეს საჭიროა ჯანმრთელი უჯრედისთვის. ამგვარად, სიმსივნური უჯრედები თავისკენ მიიზიდავს დიდი რაოდენობით რადიოაქტიურ ნივთიერებას. ამ დროს დაზიანებული ქსოვილი ასხივებს დიდი რაოდენობით პოზიტრონებს, რომლებიც საბოლოოდ წარმოდგენილია სხვადასხვა ფერით ან სხვადასხვაგვარი სიმკვეთრით.
მაშინ როცა, ბირთვულ-მაგნიტურ-რეზონანსული და კომპიუტერული ტომოგრაფიული სკანირებით ფიქსირდება ორგანოებისა და ქსოვილების ფორმა და სტრუქტურა, პოზიტრონ-ემისიური ტომოგრაფიის მეშვეობით ადრეულ ეტაპზევე ხდება იმის გამოვლინება, თუ როგორ ფუნქციონირებს ისინი. შეიძლება მოხდეს პოზიტრონ-ემისიური ტომოგრაფიისა და კომპიუტერული ტომოგრაფიის კომბინირება, რაც, ერთად აღებული, უფრო დეტალურ სურათს წარმოქმნის. პოზიტრონ-ემისიურმა ტომოგრაფიამ შეიძლება მცდარი შედეგები აჩვენოს, თუ პაციენტს სკანირებამდე რაღაც პერიოდით ადრე საჭმელი აქვს ნაჭამი ან დიაბეტის გამო სისხლში შაქრის დონე ნორმაზე მაღალია. იმის გამო, რომ რადიოაქტიური ნივთიერება ძალიან ცოტა ხანს რჩება ორგანიზმში, მნიშვნელოვანია, რომ სკანირება მალევე მოხდეს.
რისკი: რამდენადაც რადიოაქტიური ნივთიერება დაბალი დოზით გამოიყენება და მისი მოქმედება ხანმოკლეა, შესაბამისად გამოსხივებაც დაბალია. და მაინც, მან შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს ნაყოფის განვითარებაზე. ამგვარად, ფეხმძიმე ქალებმა თავიანთი მდგომარეობის შესახებ უნდა აცნობონ ექიმსა და მომსახურე პერსონალს. აგრეთვე, შეიძლება საჭირო გახდეს, რომ გათხოვილმა ქალებმა სისხლის ან შარდის ანალიზი აიღონ, რათა დაადგინონ, არიან თუ არა ფეხმძიმედ. თუ პოზიტრონ-ემისიური ტომოგრაფია კომპიუტერულ ტომოგრაფიასთან ერთად კეთდება, მაშინ ის რისკიც უნდა იქნეს მხედველობაში მიღებული, რაც თან ახლავს კომპიუტერული ტომოგრაფიის სკანირებას.
დადებითი მხარე: პოზიტრონ-ემისიური ტომოგრაფიის დროს ჩანს არა მხოლოდ ორგანოებისა და ქსოვილების ფორმა, არამედ ისიც, თუ როგორ ფუნქციონირებენ ისინი. ასეთი სახით სკანირება იმის შესაძლებლობას იძლევა, რომ პრობლემა ჯერ კიდევ მანამდე იქნეს აღმოჩენილი, ვიდრე ის კომპიუტერული ტომოგრაფიისა და ბირთვულ-მაგნიტურ-რეზონანსული სკანირების დროს გამოვლინდება.
-
-
სხეულის გამოკვლევა ქირურგიული ჩარევის გარეშეგამოიღვიძეთ! — 2008 | ნოემბერი
-
-
[სურათი 12 გვერდზე]
პეტ
[საავტორო უფლება]
Courtesy Alzheimer’s Disease Education and Referral Center, a service of the National Institute on Aging
-