საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • სხეულის გამოკვლევა ქირურგიული ჩარევის გარეშე
    გამოიღვიძეთ! — 2008 | ნოემბერი
    • ულტრაბგერითი გამოკვლევა

      როგორ ხდება ამ მეთოდით ორგანიზმის გამოკვლევა? ულტრაბგერით გამოკვლევას აგრეთვე უწოდებენ ულტრაბგერით სკანირებას ანუ სონოგრაფიას. ამ დროს სონარები წარმოქმნიან ბგერით ტალღებს, რომლებიც იმდენად დაბალია, რომ მას ადამიანის ყური ვერ აღიქვამს. როდესაც ტალღები აღწევს ორგანოს ზედაპირამდე, სადაც ქსოვილი უფრო მყარია, წარმოიქმნება ექოს ეფექტი. ამ დროს კომპიუტერში მუშავდება მიღებული ექო და წარმოიქმნება ორ ან სამგანზომილებიანი გამოსახულება, სადაც ნაჩვენებია ამა თუ იმ ორგანოს სიღრმე, ზომა, ფორმა და სიმკვრივე. დაბალი სიხშირის ტალღებით შესაძლებელი ხდება ორგანოს ღრმა ადგილების გაშუქება და გამოკვლევა; ულტრამაღალი სიხშირეების საშუალებით შესაძლებელია ისეთი ორგანოების შესწავლა, როგორიცაა თვალი, ან კანის შრეების გამოკვლევა. ამ მეთოდის გამოყენებით შესაძლოა დადგინდეს კანის კიბოს დიაგნოზი.

      უმეტეს შემთხვევებში გასინჯვა ხდება ხელსაწყოთი, რომელსაც ეწოდება ტრანსდუსერი. პაციენტს სპეციალურ გელს უსვამენ კანზე და ზედ ატარებენ ტრანსდუსერს იმ ადგილებზე, რომლებიც უნდა გამოიკვლიონ. ტრანსდუსერი მიღებულ მონაცემებს ავტომატურად კომპიუტერის ეკრანზე აჩვენებს. საჭიროების შემთხვევაში, პატარა ზომის ტრანსდუსერს ამაგრებენ ზონდზე, რომლის მეშვეობითაც იკვლევენ შინაგან ორგანოებს.

      ულტრაბგერითი დოპლერული გამოკვლევა აფიქსირებს მოძრაობას და სისხლის ნაკადის მიმოქცევას. ეს თავის მხრივ შესაძლებელს ხდის, რომ დიაგნოზი დაისვას ამა თუ იმ ორგანოზე ან სიმსივნურ წარმონაქმნზე, რომელსაც ძალიან ბევრი სისხლძარღვები აქვს.

      ულტრაბგერითი გამოკვლევა ეხმარება ექიმებს, რომ მრავალი სახის დაავადების დიაგნოზი დასვან და განსაზღვრონ ამა თუ იმ სიმპტომის გამომწვევი მიზეზები, იქნება ეს გულის სარქველის პრობლემა თუ მკერდის კიბო. ამ მეთოდის გამოყენებით შესაძლებელია იმის გაგება, თუ როგორი ჯანმრთელობა აქვს ჯერარდაბადებულ ბავშვს. მეორე მხრივ, ამ მეთოდს აქვს შეზღუდული შესაძლებლობები, რადგან ულტრაბგერითი ტალღები გაზშემცველ ორგანოებზე აირეკლება და სუფთა გამოსახულება არ მიიღება. ამიტომ მას არ იყენებენ მუცლის ღრუს ზოგიერთი ორგანოს გამოსაკვლევად. გარდა ამისა, ულტრაბგერითი გამოკვლევის შედეგად მიღებული სურათი შეიძლება ისეთივე მაღალი ხარისხის არ იყოს, როგორიც სხვა ტექნოლოგიების, მაგალითად რადიოგრაფიის, გამოყენების დროს.

      რისკი: ულტრაბგერითი გამოკვლევა უსაფრთხოა, თუ ის სათანადო სახით ჩაუტარდა პაციენტს. თუმცა ამ დროს გარკვეული ენერგია გამოიყოფა, რამაც შეიძლება დააზიანოს ქსოვილი და შესაძლოა ნაყოფზეც უარყოფითად იმოქმედოს. ამგვარად, ფეხმძიმობის პერიოდში ულტრაბგერითი გამოკვლევის ჩატარება გარკვეულ რისკთანაა დაკავშირებული.

      დადებითი მხარე: ულტრაბგერითი გამოკვლევა საკმაოდ გავრცელებული მეთოდია. ის არაინვაზიურია და სხვა გამოკვლევებთან შედარებით იაფია. ეს გამოკვლევა დიდ დროს არ საჭიროებს.

  • სხეულის გამოკვლევა ქირურგიული ჩარევის გარეშე
    გამოიღვიძეთ! — 2008 | ნოემბერი
    • [სურათი 14 გვერდზე]

      ულტრაბგერითი გამოკვლევა

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება