-
უჯრედი — ცოცხალი ბიბლიოთეკა!გამოიღვიძეთ! — 2015 | აგვისტო
-
-
პროფესორი იან-დერ სუე მოღვაწეობს ტაივანის, პინდუნის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ეროვნულ უნივერსიტეტში და ხელმძღვანელობს ემბრიონის საკვლევ ლაბორატორიას. ამ მეცნიერსაც ევოლუციის სწამდა მანამ, სანამ კვლევებმა საპირისპირო დასკვნამდე არ მიიყვანა. უჯრედების დიფერენციაციისა და სპეციალიზაციის პროცესის შესახებ მან თქვა: „საჭირო უჯრედები შესაბამისი თანმიმდევრობით შესაბამის ადგილას უნდა ჩამოყალიბდეს. თავდაპირველად უჯრედები ერთიანდებიან და ქმნიან ქსოვილებს, რომლებიც შემდეგ ორგანოებად და კიდურებად ყალიბდებიან. რომელი ინჟინერი არ იოცნებებდა მსგავსი ინსტრუქციების შექმნაზე?! არადა, დნმ-ში ემბრიონის ჩამოყალიბების ინსტრუქცია უნიკალურად არის ჩაწერილი. როდესაც ამ საოცარ პროცესებს ვუკვირდები, ვრწმუნდები, რომ სიცოცხლეს ღმერთმა მისცა დასაბამი“.
ჯინ ჰუანგი (მარცხნივ) და იან-დერ სუე
-